რიტმული მასაჟი და შეზელვა

თერაპიის სახლში რიტმული მასაჟი და რიტმული შეზელვა კეთდება როგორც ამბულატორიის და დღის სტაციონარის, ასევე ბინაზე პაციენტთა მომსახურების ფარგლებში.

 

რიტმული მასაჟი მასაჟის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ეფუძნება კლასიკურ - შვედურ მასაჟს და გამდიდრებულია ცოცხალ ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედი რიტმული პროცესებით. თერაპიის სახლში პაციენტთა სარეაბილიტაციო მკურნალობისას ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თერაპიაა სამკურნალო ევრითმიასთან, ხელოვნებით თერაპიასთან, სამკურნალო აბაზანებთან და ვარჯიშთან ერთად.  რიტმული მასაჟის დროს პაციენტი არ არის პასიური, ის სამკურნალო პროცესის მონაწილეა. რიტმული მასაჟი არა მარტო თავად არის  სამკურნალო ზემოქმედებისა, არამედ  ის პაციენტის ორგანიზმს სხვა სამკურნალო პროცედურების უფრო მეტად მიმღებს ხდის.

 

რიტმული მასაჟის შედეგად:

  • საგრძნობლად უმჯობესდება ზოგადი თვითშეგრძნება;
  • უმჯობესდება სუნთქვა;
  • უმჯობესდება სხეულებრივი ამართვა;
  • აქტიურდება ლიმფური და სისხლის მიმოქცევის ნაკადები;
  • ხდება კიდურებში დაძაბულობის მოხსნა, მათი გათბობა;
  • იხსნება კუნთური დაძაბულობა, ტკივილი;
  • ხდება ნივთიერებათა ცვლის (კუჭის მოქმედების) გააქტიურება და რეგულაცია;
  • ჰარმონიზირდება რიტმის ავადმყოფური დარღვევები (მაგალითად ძილ-ღვიძილის რიტმი).

 

რიტმული მასაჟი უპირატესად ინიშნება:

  1. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევებისას, ტრავმული და პოსტ-ტრავმული მდგომარეობების ჩათვლით.
  2. შემაერთებელ-ქსოვილოვანი დარღვევებისას.
  3. სითხული ორგანიზმის დარღვევების დროს (ვენური და ლიმფული შეგუბებები).
  4. ნივთიერებათა ცვლის სფეროში დარღვევებისას.
  5. ნევროლოგიური წარმოშობის დაავადებების დროს.

 

მასაჟის სხვა სახეებთან შედარებით მისი გამოყენების სპექტრის გაფართოებას წარმოადგენს რიტმული მასაჟის დანიშვნის შესაძლებლობა:

  • სიმსივნიანი პაციენტების მკურნალობისას;
  • ვარიკოზულ დაავადებათა მკურნალობისას;

 

განსაკუთრებული ადგილი მის ინდიკაციებში უკავია სხვადასხვა სახის  განვითარების დარღვევებს. ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, რიტმული მასაჟი ადამიანს ეხმარება თავისი ფიზიკური სხეული, როგორც ინსტრუმენტი, უკეთ გამოიყენოს  თავისი მშვინვიერი და სულიერი უნარების გამოსავლენად.

 

ისტორია

რიტმული მასაჟის განვითარება უკავშირდება მეოცე საუკუნეში (1876-1943)  მცხოვრები ჰოლანდიელი ექიმისა და კლასიკური მასაჟის სპეციალისტის, მკვლევარი ქალბატონის - იტა ვეგმანის სახელს; მისი შემდგომი განვითარება და რიტმული მასაჟის სკოლის ჩამოყალიბება კი  -  გერმანელი ქალბატონის მარგარიტა ჰაუშკას სახელს, რომელიც იტა ვეგმანის უშუალო მოწაფე იყო. ამიტომაც, ევროპაში ამ მასაჟს უწოდებენ - რიტმულ მასაჟს ვეგმან/ჰაუშკას მიხედვით. დღეს მსოფლიოში რიტმული მასაჟის უკვე მრავალი სკოლა არსებობს.

 

რიტმული მასაჟის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეფუძნება ადამიანური ბუნების ღრმა შემეცნებას. ჯერ კიდევ უძველეს ბერძნებს გააჩნდათ ცოცხალი ცოდნა მასაჟისა და მოძრაობის ხელოვნების შესახებ. ისინი საკუთარ თავს განიცდიდნენ ცასა და დედამიწას შორის არსებულ ჰარმონიულ არსებებად. ბერძნული ქანდაკება ამის ნათელი დასტურია. შემდგომ, შუა საუკუკუნეებში, კაცობრიობამ ეს ცოდნა სრულიად დაკარგა და მხოლოდ მე-18, მე-19 საუკუნეებში დადგა მასაჟისა და  ვარჯიშის მეშვეობით სხეულის მოვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში. ამ დროისათვის ადამიანისადმი მიდგომა, ბუნებრივია, რადიკალურად იყო უკვე შეცვლილი. ის მთლიანად ეფუძნებოდა ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მე-19 საუკუნის დასაწყისში შვედმა ჰერმან ლინგმა, რომელმაც სრულად დაძლია რევმატიული ჩივილები მასაჟისა და მოძრაობითი სავარჯიშოების მეშვეობით, ჩაუყარა საფუძველი ამგვარ მკურნალობას. დღევანდელი შვედური მასაჟი ეფუძნება ჰერმან ლინგის ძირითად მოსაზრებებსა და ჰოლანდიელი ექიმის - მეცგერის მიერ ამ მეთოდის შემდგომ გადამუშავებას.

 

რიტმული მასაჟის ილეთები კლასიკური მასაჟისგან განირჩევა სიმსუბუქით, ხელის მოძრაობის შემწოვი ხასიათით, რომელიც სხეულის სიმძიმისგან განთავისუფლებას ემსახურება.  შეხების ხარისხი ამ დროს სრულიად განსხვავებულია, არა ძალისმიერი, არა ზეწოლითი. თავად მასაჟის პროცედურა ძალიან შემოქმედებითია და მის მახასიათებლად შეიძლება ითქვას: ”ხელოვნება  ადამიანის სხეულთან განსაკუთრებული შეხებისა, მისი ქსოვილების შემამსუბუქებლად, მაჰარმონიზებლად მოქმედი”. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარ შემოქმედებას საფუძვლად უდევს უზადო ტექნიკა.

 

რიტმული მასაჟის ტექნიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორგანოთა სპეციფიურ მასირებას, მათი ჯანსაღი ფუნქციონირების გასააქტიურებლად. აქედან გამომდინარე, რიტმული მასაჟის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმზე მისი ჩივილების შესაბამისი, განსაკუთრებულად დიფერენცირებული ზემოქმედება. "თერაპიის სახლში" რიტმული მასაჟის სპეციალისტებს გავლილი აქვთ გერმანული მასაჟის სკოლის სრული კურსი, რიტმული შეზელვის პროცედურებს კი ექთნები ასრულებენ და მათ ეს ტექნიკა შესწავლილი აქვთ კავშირთან ”ადამიანი და ბუნება” არსებულ საექთნო კოლეჯში.

 

რიტმულ შეზელვას გარეგან ზემოქმედებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია და განკუთვნილია უფრო მეტად ექთან-რეაბილიტოლოგთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. ის გულისხმობს მცენარეული ეთერზეთებისა და სამკურნალო მალამოების შეზელვას იმგვარად, რომ გარეგან სამკურმალო საშუალებათა ზემოქმედება გაცილებით ადვილად შესათვისებელი გახდეს ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

თერაპიული მოვლა, რომელსაც ა(ა)იპ ”ადამიანი და ბუნებას” ბაზაზე არსებულ საექთნო სასწავლებელში  მომზადებული   სპეციალისტები ახორციელებენ ”თერაპიის სახლში”, მოიცავს გარეგან ზამოქმედებათა მთელ რიგს: რიტმულ შეზელვას, საფენებს, სახვევებს, სამკურნალო ვარჯიშებასა და სხვა ღონისძიებებს. ეს საშუალებას იძლევა პაციენტებს სარეაბილიტრაციო მკურნალობა ჩაუტარდეთ როგორც ამბულატორიასა და დღის სტაციონარში, ასევე ბინაზე პაციენტის მოვლის ფარგლებში.