Super User

Super User

შაბათი, 14 ნოემბერი 2015 15:05

ლიმფატური ბავშვების მკურნალობა

სტატიის ავტორი: თამარ ვაშაკიძე, პედიატრი - ოჯახის ექიმი

 

ლიმფატიზმის თვალშისაცემი ნიშანია „პოლიპები“ ცხვირში, ნუშურა ჯირკვლების გადიდება, მუდმივად დაღებული პირი (აგრეთვე ღამით), ქრონიკული სურდო, ხვრინვა, ხმის ტემბრის შეცვლა, სმენის დაქვეითება. ყოველდღე ზემოთ ჩამოთვლილს ზოგჯერ ემატება კისრის ლიმფური ჯირკვლების შესიება. ეს სიმპტომები მეტწილად დაკავშირებულია ბავშვის კონსტიტუციასთან, ე.ი. მემკვიდრეობით განპირობებულ „სხვაგვარობასთან“. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგადაც კი ხშირად სამკურნალო ეფექტის მიღება მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი. არ იქნება სწორი, რომ დავეთანხმოთ იმ აზრს, თითქოს ნუშურა ჯირკვლებისა და „პოლიპების“ გადიდების დროს ყოველთვის რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა. ამ თვალსაზრისს ხშირად ამართლებენ იმით, რომ ამ პრობლემების კონსერვატიული მკურნალობის შესაძლებლობები მწირია, თანაც რადგან ბავშვი ავადმყოფობს, უმჯობესია რადიკალური ზემოქმედება - ქირურგიული ჩარევა. ლორწოვანი გარსებისა და ლიმფური კვანძების ეს გაჯირჯვება ასაკის მატებასთან ერთად უკან იხევს და ავადობის სიხშირეც კლებულობს. თუმცა, ვიდრე ეს ფიზიოლოგიურად მოხდება, საჭიროა ამ პრობლემასთან დაპირისპირება, რადგან სუნთქვის დარღვევა და ამასთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება ბავშვის განვითარების შემაფერხებელი შეიძლება გახდეს. ამ პრობლემატიკით ბავშვები ხშირად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ხვდებიან, თუმცა პედიატრისთვისაც არ არის ძნელი სპეციალური ხელსაწყოთი (ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც) ცხვირის ღრუში „პოლიპების“ აღმოჩენა და ამ კონსტიტუციური პრობლემების კონსერვატიული მკურნალობა. მინდა გაგიზიაროთ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ „თერაპიის სახლში“ დაგროვილი გამოცდილება. ლიმფატური ბევშვების დახმარება, ისევე როგორც ბავშვთა ასაკში ნებისმიერი დაავადების მკურნალობა, ძალზედ ეფექტურია ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით.

 

მშობლებსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ასეთი ბავშვებისათვის:
კვების კორექცია: რაციონში ტკბილეულისა და ლიმონათის, ასევე თეთრი ფქვილის პროდუქტების შემცირება და ბოსტნეულისა და ხილისათვის უპირატესობის მინიჭება.


პროცედურები: კვირაში სამჯერ ზღვის მარილის აბაზანები. დღეში ორჯერ ორთქლის ინჰალაციები, მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა. დღეში სამჯერ შვიტას ან სალბის ჩაის მიცემა დასალევად. საღამოს კი მდოგვის საფენები ფეხის გულზე ან ფხვნილიანი (1 ს.კ. - 10 ლ. წყალზე) ფეხის აბაზანები 5 კვირის განმავლობაში. თუ შედეგი უმნიშვნელოა, სასურველია კურსობრივი მედიკამენტური მკურნალობა ამბულატორიულად. როგორც ადგილობრივი - ცხვირის წვეთებისა და საცხის სახით, ასევე ზოგადი - კოწახურის, კვრინჩხის, კვარცის ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური მეთოდით დამზადებული მედიკამენტებით. ასევე Gencydo-ს (Weleda) (კომშისა და ლიმონის კომპოზიცია) საინჰალაციოდ. ძალიან იშვიათად, უკიდურეს შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა, თუმცა ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთით ორგანიზმს ვაცილებთ დაავადებასთან დაპირისპირების ორგანოს, ხოლო „პოლიპების“ ზრდა ამოკვეთის შემდგომაც იჩენს თავს, აქედან გამომდინარე, კონსერვატული მკურნალობის აუცილებლობა ოპერაციის შემდგომაც დგას.


გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა კონსტიტუციური პრობლემების კორექციისათვის ძალზედ ეფექტურია მკურნალობაში ევრითმიული ვარჯიშების ჩართვა. დადებითი შედეგი როგორც წესი გარდაუვალია.

 

შაბათი, 14 ნოემბერი 2015 15:05

სიცხე და მისი მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი - პედიატრი

 

ბავშვის ორგანიზმი ფლობს უნარს, ადვილად განივითაროს სიცხე და მართოს იგი. ამ უნარს ბავშვი ზრდასთან ერთად ნელ-ნელა კარგავს. სიცხის დროს ყველაფერი აქტიურ ქმედებაშია. სუნთქვა და პულსი აჩქარებულია. გამოიყოფა ოფლი, რომელიც, როგორც კანსზედა სეკრეცია, ხშირად არსებული შეგუბების მოცილებას განაპირობებს. შარდი მუქი ფერისაა - ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ დროს გამოიყოფა არა მარტო წყალი, არამედ უფრო მძიმე სუბსტანციებიც. შეიძლება ითქვას, რომ სიცხის დროს გააქტიურებულია ნივთიერებათა ცვლა, რასაც ვერ ვიტყვით ნერვულ-მგრძნობელობით სისტემაზე.

 

სიცხიან ადამიანთან ყოველი ქმედება ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემის მხრიდან დარღვეულია. სიცხის დროს ყველაზე მეტად ცილის გარდაქმნას აქვს ადგილი, კერძოდ შარდში ნახულობენ ცილის დახლეჩის პროდუქტებს. სიცხიანი ადამიანი უმადოა და განსაკუთრებით ცილის შემცველი პროდუქტების მიმართ და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ სიცხიანი ადამიანის არაცნობიერი უმადობა და მოვარიდოთ მძიმედ მოსანელებელი საკვები, რადგან ეს ორგანიზმის დამატებით დატვირთვას გამოიწვევს. ასე რომ, სიცხის დროს ადგილი აქვს სხეულის ნივთიერებების შემცირებას, ამიტომაც იკლებენ წონაში. სხეული ცოტათი დნება. ამის შემდეგ ხდება შემობრუნება განახლებული და გაძლიერებული შენებისაკენ. ბავშვებს აქვთ კარგი მადა. ამ დროს ადგილი აქვს არა მარტო ძველის აღდგენას, არამედ ახალი ნივთიერებების შექმნას. ჩემთან მიღებაზე მოსული დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილები სიცხიანი დაავადების შემდეგ შეიცვალნენ. მათ შეეცვალათ ხასიათი, თითქოს გაიზარდნენ. გაიზარდნენ სხეულებრივადაც. რატომღაც დედებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ეჩვენებათ, მაგრამ ეს მართლაც ასე ხდება, დაავადების სასიკეთო მოქმედების ხარჯზე.

 
მაღალი სიცხე ავადმყოფობის მოვლენის მხოლოდ ერთი ნაწილია. მას მეორე მხარე აქვს და ეს არ არის მხოლოდ დაბალი ტემპერატურა. აქ იგულისხმება ე.წ. „ცივი დაავადებები“, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შესწევს სითბოს წარმოქმნა. ამ დროს ადგილი ექნება სუბსტანციების გამკვრივებას, ჩალაგებას, მაგ. რევმატული დაავადების, კიბოს, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. პრაქტიკიდან შეიძლება ითქვას, რომ სიმსივნიან პაციენტებს სიცხიანი ავადმყოფობები ხშირად არ ჰქონიათ, რომ მათ თითქოს მუდმივად აქვთ შინაგანი სიცივის გრძნობა. როდესაც ორ ურთიერთსაპირისპირო პოლუსს შორის წონასწორობა ირღვევა, კერძოდ, სითბოს წარმოქმნასა და გამკვრივებას შორის, მაშინ ადგილი აქვს ავადმყოფურ მდგომარეობას. ეს პოლარობა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: მოხუცები უფრო მიდრეკილნი არიან გამკვრივებისაკენ, სკლეროზულობისაკენ, გაძვალებისაკენ. ბავშვებში კი საპირისპირო ტენდენციაა. მათთან სიცხის, გამონაყარის, უფრო განზავებადი, დამშლელი დაავადებებისაკენ არის მიდრეკილება. თავისთავად ცხადია, რომ დაავადებათა ორივე მხარე საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ორგანიზმს მართლაც გააჩნია უნარი ერთი დაავადების მეშვეობით მეორის გარკვეულ ხარისხამდე დათრგუნვისა.

 
როდესაც ხდება სიცხის ხელოვნური დაწევა, ამით ჩვენ ორგანიზმს ვართმევთ შესანიშნავ უნარს, გარდაქმნას სუბსტანციები და შესაბამისად სულიერ-მშვინვიერად წინ გადადგას ნაბიჯი. სიცხის რეგულარულად უხეში ჩახშობით ბავშვს ესპობა განვითარების საშუალება. უარეს შემთხვევაში ადგილი ექნება ნაადრევ მობერებას. მაგრამ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როდესაც ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, არაფერი ვიღონოთ? ცხადია, ბავშვს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, მაგრამ სიცხე ძირფესვიანად არ უნდა ჩავახშოთ. იგი იმ დონეზე უნდა შევუნარჩუნოთ, რომელიც გართულებებს არ გამოიწვევს. ყველაზე ხშირი და არასასიამოვნო გართულება კი არის კრუნჩხვა. ამისათვის ანთროპოსოფიული მედიცინა შესანიშნავ შესაძლებლობებს ფლობს. მედიკამენტი უნდა იქნას ისე შერჩეული, რომ პროცესის მიზეზს დაუპირისპირდეს და ორგანიზმი ისე გააძლიეროს, რომ თავად შეძლოს პრობლემის გადალახვა.

 

სტატიის ავტორი: ლალი ანდრიაშვილი მედ. დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

მკურნალობის დამხმარე მეთოდები: მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება რეაბილიტაციური დამხმარე თერაპიები (ხელოვნებით თერაპია: ხატვა, ძერწვა, პლასტიკა, ქანდაკება; სამკურნალო ევრითმია; გარეგანი ზემოქმედებები), რომელსაც წარმართავს ამ დარგის სპეციალისტი – თერაპევტი.

 

ხელოვნებით თერაპია - სამგანზომილებიან სახვით ხელოვნებაში - პლასტიკაში, ქანდაკებში, ხის თლაში და კერამიკაში - საქმე გვაქვს, ძირითადად, ფორმირების, შემოსაზღვრის, გამოყოფის, ზედაპირის წარმოქმნისა და სამგანზომილებიან სივრცეში ერთიანი სახის ჩამოყალიბების, ზოგჯერ შიდა სივრცის შექმნის ხელოვნებით პროცესებთან. აქ იგივე კანონები მოქმედებს, რომლებიც ასევე თვალსაჩინონი და ქმედითნი არიან ადამიანის სხეულის ზრდასა და ჩამოყალიბებაში, რადგან საქმე აქაც ეხება ფორმასა და საზღვარს, ზედაპირს, ზრდას, ფორმის მიცემასა და მის შენარჩუნებას.

 

როგორც ხელოვნებით, ასევე სამკურნალო პროცესში პლასტიკური ფორმირება ადამიანისაგან მოითხოვს, ფორმის მიცემის მიზნით, რაიმე საგანთან შეჭიდების უნარს. ამ დროს ვითარდება ურთიერთქმედება ფორმის მიმცემსა და მასალას შორის, ანუ ერთი მხრივ, წარმოდგენებს, გრძნობებს, ფორმირების მცდელობას და, მეორე მხრივ, პლასტიკურ შედეგებს შორის. ხელოვნებით თერაპიის ამგვარ პროცესებში - თიხასთან, ხესთან, ქვასთან და სხვა მასალასთან შეხებისას - პაციენტი განიცდის მისი სხეულისა და სამშვინველის მაფორმირებელ ძალებთან თერაპიულად ცხოველმყოფელ სამკურნალო მიმართებას. იგი ხვდება, რომ მას ამ ძალებთან ურთიერთობა შეუძლია, და იმასაც, თუ როგორ შეუძლია მათი გამოყენება და რომ მას თავისი შეხედულებისამებრ ძალუძს განავითაროს ისინი. აქედან გამომდინარე პლასტიკურ-თერაპიული ფორმირება გამოიყენება ყოველთვის ფიზიკური ან ფსიქიური გაფანტულობის, ფორმის დაკარგვის, საზღვრის პრობლებების დროს, ისევე როგორც ორიენტაციის სისუსტისა და წესრიგის დაკარგვისას.

 

ხატვით თერაპიაში მუშაობენ ქაღალდით, საღებავითა და ფუნჯით, ხშირად აკვარელით, მაგრამ ასევე საღებავებითაც, ცარცით, ფანქრით და ნახშირით, ხატვით თერაპიის პროცესში ჩნდება ფერები და ფორმები, ხაზები და სიბრტყეები, მოძრაობა და შეგუბება. ამგვარი სავარჯიშოს მსვლელობისას ქაღალდზე იქმნება ფერებისა და ფორმების, გამკვრივებისა და გაშლის, ცვლილებებისა და ახალი თვისობრიობის კავშირურთიერთობები. საკუთარ ქმედებასა და ქაღალდზე აღბეჭდილ მის შედეგებში, ისევე როგორც მათ სამშვინველში აღძრულ განცდებში, პაციენტი აღიქვამს, რომ ხელოვნებით პროცესებს კავშირი აქვს მასთან და მისი სხეულებრივი თუ მშვინვიერი ავადმყოფობის მიმდინარეობასთან. იგი შეიცნობს და აღმოაჩენს საკუთარ თავსა და ავადმყოფობის სიტუაციას. რაც უფრო ნაკლებ ინტელექტუალურია პაციენტის გამოცდილება ამ დროს, მით უფრო სხეულებრივია იგი და მოქმედებს მასტიმულირებლად ან მარეგულირებლად, თვით ორგანულ პროცესებამდეც კი. ხატვით მკურნალობის სავარჯიშოებს, ამგვარად, მივყავართ პაციენტის გაღრმავებულ წვდომამდე საკუთარი განცდისა, რომელიც ავადმყოფობით ან კრიზისული მდგომარეობით არის აღბეჭდილი. ამგვარი გაძლიერებული ხელოვნებითი თერაპიული სავარჯიშოებით მოიპოვებს იგი საკუთარ თავთან, საკუთრ ტკივილთან და საკუთარ ცხოვრებასთან შემოქმედებითი მიდგომის ახალ შესაძლებლობებს.

 

სამკურნალო ევრითმია არის მოძრაობის ხელოვნებით თერაპია. დაავადების სახეობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ხდება სხვასხვა სამკურნალო ევრითმიული მოძრაობითი სავარჯიშოს გამიზნულად შერჩევა და პაციენტის გავარჯიშება. სამკურნალო ევრითმიული სავარჯიშოების საშუალებით მეტყველებისა და მუსიკის ცალკეული ელემენტები მოძრაობად გარდაიქმნება. მოძრაობითი სავარჯიშოები ხორციელდება ხელებით და ფეხებით, საჭიროებისდა მიხედვით კი სრულდება ნახტომებით და ნაბიჯებით. სამკურნალო ევრითმიული სავარჯიშოები მძიმე ავადმყოფებთან შეიძლება ჩატარდეს მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაშიც.

 

გარკვეული ორგანული, ფუნქციური ან ფსიქიური დაავადებებისათვის განკუთვნილი საგანგებო მოძრაობითი სავარჯიშოების შერჩევას სამკურნალო ევრითმიაში საფუძვლად უდევს თვალსაზრისი, რომ ყოველი ორგანოს ფორმა არის ბოლომდე მისული მოძრაობა, რომელიც ემბრიონალურ ორგანოთა წარმოქმნის დროს მოქმედებდა, მაგრამ ორგანიზმში კვლავაც სახეზეა, როგორც ორგანოთა შემანარჩუნებელი ნივთიერებათა ცვლა და ფუნქცია. ყოველი ორგანოს ფუნქცია, ამასთან, უნდა გავიგოთ, როგორც ორგანოს ფორმიდან გამომდინარე, გარემოსთან დაკავშირებული განვითარებადი მოძრაობა.

 

სამკურნალო ევრითმია, როგორც ხელოვნებითი მოძრაობით თერაპია მედიკამენტური მკურნალობის მნიშვნელოვანი შევსებაა.

 

ანთროპოსიფიულ მედიცინაში გამოიყენება გარეგანი ზემოქმედები- ს ფართო სპექტრი:

1. რიტმული მასაჟი - დოქტორ იტა ვეგმანის მიხედვით;

2. რიტმული შეზელვა - ვეგმან/ჰაუშკას მიხედვით;

3. პრესელის მასაჟი;

4. გარეგანი ზემოქმედების საშუალებები: სახვევები, საფენები, თაფლის სანთლით თერაპია;

5. აბაზანები: ზეთის დისპერსიული აბაზანა იუნგეს მიხედვით; ტალღოვანი აბაზანა ლისკე-უსბესკის მიხედვით; წყლის მოძრაობითი აბაზანა; სუბსატანციური აბაზანა.

6. ინჰალაციები და სავლებები;

7. ბოთმერის ვარჯიშები;

8. ლოელანდის ვარჯიშები.

 

ანთროპოსოფიულად განვითარებული გარეგანი საშუალებების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს "რიტმული მასაჟი იტა ვეგმანის მიხედვით", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სათანადოდ განსწავლული მასაჟისტის კომპეტენციაა. აქვე უნდა ვახსენოთ ორგანოთა რიტმული შეზელვები და რიტმული მოძრაობითი აბაზანები.

 

რიტმული მასაჟის ძირითადი სამკურნალო მიზანია რიტმული სისტემის ანუ, უპირველეს ყოვლისა, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის, ასევე კუნთების ტონუსისა და ორგანოთა ყველა რიტმული ფუნქციის (მაგ. მონელების სისტემაში რიტმულ-პერისტალტიკური მოძრაობების) მასტიმულირებელი ან დამამშვიდებელი თვალსაზრისით მოწესრიგება.

 

რიტმული მასაჟის ჩვენებას, გარდა მამოძრავებელი სისტემის კლასიკური დაავადებებისა, წარმოადგენს შინაგან ორგანოთა – ღვიძლი, თირკმელი, ელენთა - დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, ლიმფური შეგუბებები, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები. ნერვული სისტემის დაავადებები: პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული ნევრიტი, სხვადასხვა სახის დამბლები.

 

შესაძლოა ცალკე იქნას განხილული "ორგანოთა რიტმული შეზელვა", განსაკუთრებით გულის, ღვიძლის, თირკმელების და ელენთის შეზელვა.

 

მისი საშუალებით ხდება აღნიშნულ ორგანოთა ფუნქციის გაუმჯობესება, რომელიც შემდგომ მთელს ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს.

 

აბაზანები რიტმული მოძრაობით – დაზელვის ან ჯაგრისების გამოყენებით, აღმავალი და დაღმავალი ტალღოვანი აბაზანები, ლემნისკატური აბაზანები (რომლის დროსაც წყლის ამოძრავება ხდება სპეციალური – ლემნისკატის ფორმის მიხედვით), შესაბამისად სხვადასხვა ნივთიერებით განზავებული, ჩვეულებრივი სამედიცინო აბაზანების მნიშვნელოვან განვრცობას წარმოადგენს. დაზელვის და ჯაგრისის აბაზანები პირველ რიგში მასტიმულირებლად და გამააქტიურებლად მოქმედებენ; აღმავალი ტალღების აბაზანა აძლიერებს ჩასუნთქვას, სიფხიზლეს და აქტიურობას, დაღმავალი კი აქცენტს ამოსუნთქვაზე (მაგ. ასთმის დროს) აკეთებს, უზრუნველყოფს დამშვიდებასა და მოდუნებას.

 

ანთროპოსოფიული ბალნეოთერაპიის განსაკუთრებული ფორმაა ზეთის დისპერსიული აბაზანები გარკვეული ეთერზეთების დამატებით, რომლებიც გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. ისინი განსაკუთრებით ფსიქოსომატურ სფეროში და ფსიქიატრიაში მატად ღირებულ სამკურნალო დახმარებას გვაძლევს.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინაში, პაციენტისთვის მედიკამენტების მიწოდება გარეგანი ზემოქმედებების ფორმით, მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ამ დროს მედიკამენტი შეზელვის, საფენის, სითბოს ან სიცივის, წყლის, ანდა მოძრაობის საშუალებით ეხება კანს, რომელიც შემდგომ შეიწოვება მის მიერ.

 

ამრიგად, გარეგან საშუალებებს მეტად მნიშვნელოვანი სამკურნალო დახმარება ძალუძთ, როგორც სხეულებრივ, ასევე ფსიქიურ დონეზე გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევაში.

 

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 16:04

ლია ბუღაძე

ექიმი

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 15:58

ლალი ზაუტაშვილი

ფიზიოთერაპევტი, ლიმფოლოგი

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:18

შიდა წარმოება

"თერაპიის სახლის" ბაზაზე არსებული აფთიაქის ფარგლებში შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტის მიერ ექიმის რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების ექსტემპორალური დამზადება. ნედლეულად გამოიყენება როგორც ადგილობრივი,  ასევე გერმანული მცენარეთა დედო-ხსნარები და მინერალური და მეტალური  ბუნებრივი სუბსტანციები. 

 

სამკურნალო საშუალებათა დამზადება ხორციელდება ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური ტექნოლოგიების შესაბამისად. სამკურნალწამლო ფორმები მრავალფეროვანია: დასალევად - წვეთები, ფხვნილი, გლობულები, სიროპი, ელექსირი, გარდა ამისა გარეგანად, როგორც სამკურნალო, ისე მოსავლელი საშუალებები - მალამო, ლოსიონი, ესენცია, ჟელე, ზეთი, სააბაზანო რძე, ასევე სხვადასხვა  ჩაის ნაკრებები.

 

იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მზადდება ნატურალური ვიტამინებით მდიდარი ელექსირები (ასკილის, ბროწეულის, ქაცვის, ძახველის, კვრინჩხის და სხვა), რაც მოქმედებს იმუნური სისტემის გამაძლიერებლად და ძალიან დამხმარეა რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკის,  მკურნალობისთვის, ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში.








პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:17

ჰელი

ბუნებრივი წარმოშობის მედიკამენტებით არის ჩვენთან წარმოდგენილი აგრეთვე გერმანული ფარმაცევტული ფირმა ჰელი.

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:17

აბნობა

აბნობა 1971 წლიდან აწარმოებს ფითრის პრეპარატებს, თავად ფითრს იღებენ სხვადასხვა ხე მცენარისაგან, ფითრით თერაპია მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების დროს, ისე  პრევენციისათვის. დღეისათვის აბნობა ვისკუმი აწარმოებს 70 დასახელების ფითრის პეპარატს.

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:15

ოფა ბამბერგი

"თერაპიის სახლი" გთავაზობთ გერმანიაში დამზადებულ, სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის უმაღლეს ხარისხს.

გერმანული ფირმა ოფა ბამბერგ -ის პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპული ეკონომიური სივრცის (EEA)-ს მიერ დაყენებული ხარისხის ყველა მოთხოვნას.

80 წელიწადზე მეტია ოფა ბამბერგ -ი ლიდერობს ევროპის ბაზარზე, როგორც თერაპიული პროდუქტების მწარმოებელი. ის ფოკუსირებულია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამაში ბადალი არ ჰყავს.

სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟი შეუცვლელია შემდეგი დაავადებების დროს:

ვენური უკმარისობა, ლიმფედემა, აგრეთვე ოპერაციული ჩარევის შემთხვევები.

ფირმა ოფა ბამბერგ -ის ფართო ასორტიმენტი იმითაც არის ღირშესანიშნავი, რომ 6 სტანდარტული ზომის, 12 ფერის და 4 სხვადასხვა კომპრესიის მქონე ნაკეთობებს გვთავაზობს.

შეიძინეთ ოფა ბამბერგ -ის პროდუქცია ჩვენს აფთიაქში, აგრეთვე შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების მიღება

www.ofa.de

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით ჩვენთან ან დაგვირეკეთ. ჩვენი კონსულტანტები მოგეხმარებიან შესაბამისი მოდელის, ხარისხის და ზომის შერჩევაში.

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:14

ვალა

1935 წლიდან "Wala" აწარმოებს ბინებრივ კომპონენტებზე დამზადებულ პროდუქტებს. თავისი ისტორიის დასაწყისში იგი იყო ნოვატორი, საზოგადოების ცხოვრებაში თითქმის აღარ არსებობდა ბუნებრივი პრეპარატებით მკურნალობის მეთოდები. 70 წელზე მეტი გავიდა და დღესდღეობით აშკარაა, რომ ბუნება ადამიანის მეგზურია.

 

"Wala" –ს წამლები:

"Wala" –ს განსაკუთრებულობა სამკურნალო მცენარეების წარმოების მეთოდებშია. მნიშვნელოვანია თითოეული პრეპარატის შემადგენლობა ბუნებრივი ნედლეულისაგან მოდიოდეს. "Wala" –ს მედიკამენტები ექიმთა მოქმედი წრის მიერაა განვითარებული – მედიცინის დოქტორები იტა ვეგმანი, მარგარეტა ჰაუშკა, რომლებიც ანთროპოსოფიული მედიცინის განხრით მუშაობდნენ.

 

"Wala" –ს წამლების ასორტიმენტში დაახლოებით 900 პრეპარატი შედის.

 

მათ აქტიურად იყენებენ თერაპიებსა და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, მაგალითად კუჭისა და ნაწლავების დაავადებათა მკურნალობაში, თვალისა და ყურის წვეთები, პრეპარატები მოტეხილობებისათვის და ა.შ.

 

ანთროპოსოფიული მედიცინა გამოირჩევა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდებით. თერაპიის ეს მიმართულება დაფუძნებულია დაახლოებით ასი წლის წინ დოქტორ რუდოლფ შტაინერისა (1861-1925) და იტა ვეგმანის (1876-1943) მიერ. ანთროპოსოფიული მედიკამენტები ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული და გამოირჩევა განსაკუთრებული უნარით აამაღლოს იმუნიტეტი. "Wala" –ს პრეპარატების დახმარებით ხდება ორგანიზმის ფუნქციების ჰარმონიზირება.

 

კვლევებმა ცხადყო, რომ ეს არის სწორი გზა მედიცინის ამ სფეროში. ევროპაში 110 მილიონზე მეტი ადამიანი დარწმუნდა ამაში და ენდობა მკურნალობის ასეთ მეთოდებს. ანთროპოსოფიული მედიკამენტები ეფექტურად და დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე.

 

"თერაპიის სახლში" დაინერგა ანთროპოსოფიული მეთოდებით მკურნალობა.ჩვენი ექიმები აქტიურად იყენებენ "Wala" –ს პრეპარატებს თავიანთ პაციენტებთან.

"Wala" –ს მედიკამენტები შეგიძლიათ შეიძინოთ "თერაპიის სახლის" აფთიაქში.