Super User

Super User

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:14

ველედა

ფირმა "WELEDA" საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც თავის საქმიანობას 1921 წლიდან შეუდგა ქალაქ არლესჰაიმში (შვეიცარია). იგი აწარმოებს ჰომეოპათიურ საშუალებებს, მედიკამენტებს ბუნებრივი სუბსტანციებიდან და ნატურალურ კოსმეტიკას. სამკურნალო საშუალებების შექმნისათვის ერთად მუშაობენ ფარმაცევტები და ექიმები.

 

"WELEDA" -ს სახელწოდება მიენიჭა გერმანულ მითოლოგიაში განმაკურნებელი ქალღმერთის საპატივსაცემოდ. "weleda" ვრცელდებოდა, მეთოდები იხვეწებოდა და გაჩნდა მოთხოვნა, რომ საკუთარი ბიოდინამიური ბაღები დაარსებულიყო ეკოლოგიურად სუფთა ადგილებში.

 

2000 წ. მისი პროდუქცია ევროგაერთიანების ეკო-აუდიტური დედგენილების მიხედვით იქნა შემოწმებული და შეფასებული, ხოლო ISO 1400l -ის მიხედვით კი სერთიფიცირებული. ამჟამად მთელს მსოფლიოში ფუნქციონირებს "weleda" -ს 22 ფილიალი და 18 წარმომადგენლობა.

 

"WELEDA" -ს კომპანიისათვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა მისი მაღალხარისხოვანი ნედლეულიდან დამზადებული პროდუქციის შეფასება იცოდეს და ის დარწმუნებული იყოს ამ პროდუქციის ეკოლოგიურ, ეკონომიურ და სოციალურ საკითხებთან ჰარმონიულ დამოკიდებულებაში.

 

"WELEDA" -ს დევიზიც ხომ ამის მანიფესტაციაა: ბუნებისა და ადამიანს შორის ჰარმონია.








პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:13

აფთიაქი

„თერაპიის სახლის“ ავტორიზებული აფთიაქი გთავაზობთ WALA-ს, WELEDA-ს და ABNOBA-ს მედიკამენტებს, ყველა ფარმაცევტული საწარმო გერმანიაშია და ფლობს ფარმაცევტული ინდუსტრიის ხარისხის ყველა სტანდარტს, რაც მათ სანდოობას, უსაფრთხოებას და მაღალეფექტურობას უტყუარად გვიდასტურებს. ყველა მათგანის საფუძველი ანთროპოსოფიული მედიცინაა. აქ წარმოებული პრეპარატები არის ბუნებრივი ნედლელულისგან დამზადებული (ცხოველური, მინერალური, მცენარეული, მეტალური), საწარმოებს აქვს ბიოდინამური მეურნეობა საჭირო მცენარეული ნედლეულისათვის, ცხოველური ნედლეულისთვის კი თანამშრომლობენ მაღალკვალიფიციურ მეცხოველეობის მეურნეობასთან „დემეტერ“.

 

WELEDA ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელიც ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდა გერმანიაში 1921 წელს და დღეს ის მთელს მსოფლიოში ფართოდ არის ცნობილი, მედიკამენტებით; ბავშვის მოვლის, ჰიგიენის საშუალებებით და კოსმეტიკით.

 

WALA 1935 წლიდან დღემდე მსოფლიო მასშტაბით უფრო და უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს, ვალას 900 სხვადასხვა მედიკამენტი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში.

 

ABNOBA 1971 წლიდან აწარმოებს ფითრის პრეპარატებს, თავად ფითრს იღებენ სხვადასხვა ხე მცენარისაგან, ფითრით თერაპია მთელს მსოფლიოშია ცნობილი, როგორც ონკოლოგიური დაავადებების დროს, ისე პრევენციისათვის. დღეისათვის ABNOBA აწარმოებს 70 დასახელების ფითრის პეპარატს.

 

ბუნებრივი წარმოშობის მედიკამენტებით არის ჩვენთან წარმოდგენილი აგრეთვე გერმანული ფარმაცევტული ფირმა HEEL.

 

"თერაპიის სახლი" გთავაზობთ გერმანიაში დამზადებულ, სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟის უმაღლეს ხარისხს. გერმანული ფირმა Ofa Bamberg-ის პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპული ეკონომიური სივრცის (EEA)-ს მიერ დაყენებული ხარისხის ყველა მოთხოვნას. 80 წელიწადზე მეტია Ofa Bamberg-ი ლიდერობს ევროპის ბაზარზე, როგორც თერაპიული პროდუქტების მწარმოებელი. ის ფოკუსირებულია სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე და ამაში ბადალი არ ჰყავს. სამედიცინო კომპრესიული ტრიკოტაჟი შეუცვლელია შემდეგი დაავადებების დროს: ვენური უკმარისობა, ლიმფედემა, აგრეთვე ოპერაციული ჩარევის შემთხვევები. ფირმა Ofa Bamberg-ის ფართო ასორტიმენტი იმითაც არის ღირშესანიშნავი, რომ 6 სტანდარტული ზომის, 12 ფერის და 4 სხვადასხვა კომპრესიის მქონე ნაკეთობებს გვთავაზობს. შეიძინეთ Ofa Bamberg-ის პროდუქცია ჩვენს აფთიაქში, აგრეთვე შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების მიღება www.ofa.de  დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მობრძანდით ჩვენთან ან დაგვირეკეთ.

 

ჩვენი კონსულტანტები მოგეხმარებიან შესაბამისი მოდელის, ხარისხის და ზომის შერჩევაში. თერაპიის სახლის ბაზაზე არსებული აფთიაქის ფარგლებში შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტის მიერ ექიმის რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების ექსტემპორალური დამზადება. ნედლეულად გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ასევე გერმანული მცენარეთა დედო-ხსნარები და მინერალური და მეტალური ბუნებრივი სუბსტანციები. სამკურნალო საშუალებათა დამზადება ხორციელდება ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური ტექნოლოგიების შესაბამისად. სამკურნალწამლო ფორმები მრავალფეროვანია: დასალევად - წვეთები, ფხვნილი, გლობულები, სიროპი, ელექსირი, გარდა ამისა გარეგანად, როგორც სამკურნალო, ისე მოსავლელი საშუალებები - მალამო, ლოსიონი, ესენცია, ჟელე, ზეთი, სააბაზანო რძე, ასევე სხვადასხვა ჩაის ნაკრებები. იმუნური სისტემის გასაძლიერებლად მზადდება ნატურალური ვიტამინებით მდიდარი ელექსირები (ასკილის, ბროწეულის, ქაცვის, ძახველის, კვრინჩხის და სხვა), რაც მოქმედებს იმუნური სისტემის გამაძლიერებლად და ძალიან დამხმარეა რესპირატორული ინფექციების პროფილაკტიკის, მკურნალობისთვის, ასევე გამოჯანმრთელების პერიოდში.







პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა (PAP-მეთოდით)

  • ვულგარული პემფიგუსი
  • ვირუსული სტომატიტი
  • ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • წყლული
  • ანთება
  • ლეიკოპლაკია
  • პირის ღრუს ბეწვიანი ლეიკოპლაკია
  • სხივური დაზიანება
  • კანდიდოზი
  • კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • ავთვისებიანი სიმსივნე

განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია გამოკვლევის ეს მეთოდი. მისი საშუალებით ხდება საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიურ მდგომარეობათა ადრეული დიაგნოსტიკა. ამასთან იგი წარმოადგენს, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ერთ–ერთ საუკეთესო საშუალებას.

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:10

ბიოქიმიური გამოკვლევა

ბიოქიმიური გამოკვლევა:

  • C-რეაქტიული ცილა (CRP)
  • გლუკოზა
  • ბილირუბინი (საერთო) და ბილირუბინი (პირდაპირი)
  • GGT-გლუტამილტრანსფერაზა
  • ALT/GPT-ალანინამინოტრანსფერაზა
  • AST/GOT-ასპარტატამინოტრანსფერაზა
  • ქოლესტერინი
  • HDL-ქოლესტერინი, VLDL-ქოლესტერინი, LDL-ქოლესტერინი, ათერიგენობის ინდექსი
  • ტრიგლიცერიდები
  • კრეატინინი
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:09

საერთო კლინიკური გამოკვლევა

საერთო კლინიკური გამოკვლევა:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჰემოგლობინი
  • რეტიკულოციტები
  • ეოზინოფილები
  • ლიმფოციტები
  • თრომბოციტები
  • კოაგულოგრამა
  • სისხლის შედედების დრო
  • პროთრომბინის ინდექსი
  • INR
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდის მცირე ანალიზი
  • გლუკოზის განსაზღვრა შარდში
  • ბილირუბინის განსაზღვრა შარდში
  • კეტონური სხეულების განსაზღვრა შარდში
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:08

ლაბორატორია

დროში გამოცდილი ხარისხი




პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:07

ხელოვნებითი თერაპია

მედიცინას, კაცობრიობის განვითარების მანძილზე, ხელოვნების სხვადასხვა ფორმათა სამკურნალოდ გამოყენების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. ანტიკურ საბერძნეთში ავადმყოფის მკურნალობისას იყენებდნენ როგორც პლასტიკურ, ასევე პოეტურ და მუსიკალურ ელემენტებს. დღეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოშიც, ხელოვნებითი თერაპია წარმატებით გამოიყენება როგორც ანთრიპოსოფიულ, ასევე კლასიკურ მედიცინაში. ამ მეთოდით "თერაპიის სახლში" მკურნალობენ მწვავე და ქრონიკული დაავადებისას და პროფილაკტიკის მიზნით.

 

ხელოვნებითი თერაპია (პლასტიკური ხელოვნება, ხატვის ხელოვნება, მუსიკალური ხელოვნება, პოეზია-მეტყველების ხელოვნება, მოძრაობის ხელოვნება ანუ ევრითმია) ეფუძნება ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ მედიცინას, რომელიც წარმოადგენს კლასიკური მედიცინის გაფართოებას. მას საფუძვლად უდევს ხელოვნების განსხვავებული გაგება. კერძოდ იგი ემყარება ნათესაობას ადამიანის არსებობასა და ხელოვნების არსს შორის. შესაბამისად, შემოქმედებითი საქმიანობა შეიძლება იმგვარად წარიმართოს, რომ ყურადღება მიექცეს არა შედეგს, არამედ თავად შემოქმედებით პროცესსა და მის ზემოქმედებას პაციენტზე.

 

ხელოვნებითი თერაპიის დროს პაციენტი, თერაპევტთან ერთად, აქტიურადაა ჩართული დაავადების დაძლევის პროცესში. ხელოვნებითი თერაპიის ზემოქმედების შედეგად ხდება თვითგანკურნების ძალების გაძლიერება (რეგენერაცია, თვითგანვითარება, გარდაქმნა), საკუთარი თავის ღირსების შეგრძნება "მე" -ს ძალების გააქტიურება. ხელოვნებით თერაპიაში ხატვა და პლასტიკური ფორმირება (ძერწვა) ინიშნება ფსიქო-სომატური და ფსიქიკური დაავადებების, ქრონიკული ანთებების, ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეების, ენდოკრინუი დარღვევების დროს.

 

თერაპიის მიმდინარეობა:

ხელოვნებით თერაპიას ნიშნავს ექიმი და წარიმართება ხელოვნებითი თერაპევტის მიერ პაციენტთან ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ცალკეული პაციენტის გათვალისწინებით. ხელოვნებით თერაპიაში ხატვის დროს გამოიყენება შემდეგი მასალები: ქაღალდი, ფუნჯი, ხშირ შემთხვევაში აკვარელი და სხვა საღებავებიც, აგრეთვე გამოიყენება ნახშირი, ფანქარი, პასტელი და ცარცი. ძერწვის დროს (პლასტიკური ფორმირება) გამოიყენება: თიხა, ფერადი ცვილი, ხე, ქვა და სხვა. თერაპიული მუშაობის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 10-15 წუთი, მაქსიმუმ 45-60 წუთი. მკურნალობის ერთი კურსი შეიძლება მოიცავდეს 10-15 ან 21 თერაპიულ საათს და არ არის აუცილებელი პაციენტმა "იცოდეს" ხატვა ან ძერწვა.

 

თერაპიული სავარჯიშოები ინიშნება ექიმის მიერ, პაციენტის დიაგნოზისა და ინდივიდუალობის გათვალისწინებით. ქრონიკულად დაავადებულ და განვითარება შეფერხებულ პაციენტთა შემთხვევაში მკურნალობის პროცესი წარიმართება ხანგრძლივად და კურსობრივად.

 

ხელოვნებითი თერაპია შეიძლება ჩატარდეს: ამბულატორიაში, კლინიკაში, სანატორიუმში, მოხუცებულთა სახლში, სკოლაში, საბავშვო ბაღში და ბინაზე.





პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:05

სამკურნალო ევრითმია

სამკურნალო ევრითმია არის მოძრაობითი თერაპია, რომელიც უკვე 80 წელზე მეტია წარმატებით გამოიყენება ევროპის მრავალ ქვეყანაში. სამკურნალო ევრითმია ორიენტირებულია სამეტყველო ბგერებზე. ხმოვნები და თანხმოვნები სრულდება კიდურებით ან მთელი სხეულით. ყოველი ბგერითი მოძრაობა ზემოქმედებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე.

 

სამკურნალო ევრითმია მოქმედებს ცალკეულ ორგანოებსა და ორგანოთა სისტემების ფუნქციებზე გამაძლიერებლად და მაჰარმონიზირებლად, აღძრავენ ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციებსა და თვითგანკურნების ძალებს. თერაპიული სავარჯიშოები იწვევენ ცნობიერ თვითაღქმას – პირველი ცვლილება შესაძლოა უშუალოდ ვარჯიშის დროს იქნეს განცდილი. სამკურნალო ევრითმია ინიშნება მკურნალი ექიმის მიერ და წარიმართება მკურნალი ევრითმისტის მიერ ცალკეულ პაციენტთან, მისთვის ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით.

 

სამკურნალო ევრითმია სრულდება დგომით, ჯდომით ან წოლით მდგომარეობაში.

 

თერაპიის ხანგრძლივობაა 45 წუთი (შესვენების ჩათვლით). მკურნალობის კურსი მოიცავს 14-21 თერაპიას. ქრონიკული დაავადებების და ბავშვის განვითარების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა მკურნალობის პროცესის უფრო ხანგრძლივად წარმართვა.

 

სამკურნალო ევრითმია გამოიყენება:

  • გულ–სისხლძარღვთა სისტემის
  • საჭმლის მონელების სისტემის
  • შარდ–სასქესო სისტემის
  • საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის
  • ნერვული სისტემის
  • ფსიქოსომატური დაავადების დროს
  • ასევე ფსიქიატრიაში

 

"თერაპიის სახლში" მუშაობს მკურნალი ევრითმისტი ნინო ვაშაკიძე, რომელმაც საუნივერსიტეტო ფსიქოლოგიური განათლების და რკინიგზის საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში 5 წლის განმავლობაში ნეიროფსიქოლოგად მუშაობის შემდეგ დაამთავრა გერმანიის ქ. ჰამბურგის აკადემიის ევრითმიის და სამკურნალო ევრითმიის სრული, ექვსწლიანი სასწავლო კურსი, აიღო საერთაშორისო დიპლომი და მიენიჭა მკურნალი ევრითმისტის წოდება. მას აქვს ხანგრძლივი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება გერმანიისა და შვეიცარიის კლინიკებში. 1996 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში. რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და საკვალიფიკაციო სემინარებში გერმანიასა და შვეიცარიაში.

 




პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:04

სამკურნალო საფენები, სახვევები

გარეგანი ზემოქმედების სფეროს განეკუთვნება:

  • სახვევები;
  • საფენები (კომპრესები);
  • შეფუთვა (ზეთიანი სახვევებით, ტალახით, თაფლის სანთლის ფირფიტებით და ა. შ.);
  • კატაპლაზმები (ტკივილდამაამებელი ცივი ან ცხელი სახვევები).

 

სახვევები და საფენები ათასწლეულების მანძილზე განეკუთვნება ყველა კულტურის სამკურნალო საშუალებათა საგანძურს. ანთროპოსოფიულ მედიცინაში მათ იყენებენ ადამიანის ორგანიზმზე განმაკურნებელი ზემოქმედებისთვის ნერვულ-მგძნობელობითი სისტემის საშუალებით.

 

დანიშნულების ქმედითობას განსაზღვრავს არამარტო სუბსტანციის სწორი არჩევანი, არამედ პროცედურის პროფესიულად კორექტული ჩატარება. სახვევები და საფენები, როგორც გარეგანი ზემოქმედების სახეები, წარმოადგენს ჰიდრო და თერმო თერაპიის ნაწილს. ისინი დღესაც აქტიურად გამოიყენება სააბაზანო განყოფილებებში ან საავადმყოფოებისა და კურორტების ფიზიოთერაპიულ განყოფილებებში. თუმაცა, თანამედროვე მედიცინის მიღწევებმა გარკვეულწილად უკანა პლანზე გადასწია მკურნალობის ეს ფორმა და სამწუხაროდ გარეგან ზემოქმედებებთან მიმართება ხშირად ან-ან პრინციპით წყდება - ან სასკოლო მედიცინა ან მკურნალობის ბუნებრივი მეთოდები. ამავე დროს არსებობს გამოცდილება, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ორივე თერაპიულმა მიმართულებამ, როგორც მედიცინაში, ასევე ავადმყოფის მოვლაში, გამსჭვალოს და შეავსოს ერთმანეთი.

 

"თერაპიის სახლში" ეფექტურად ვიყენებთ ამ და სხვა გარეგანი ზემოქმედების საშუალებებს როგორც ამბულატორიასა და დღის სტაციონარში, ასევე პაციენტის ბინაზე მოვლის დროს. მათი გამოყენებისათვის აუცილებელია ექიმის დანიშნულება, ხოლო პროცედურის ეფექტიური განხორციელება შეუძლიათ როგორც ექთნებს, ასევე მათგან განსწავლულ პაციენტებსა და მათ ახლობლებს.

 

სახვევებისა და საფენების ზემოქმედება იმდენად მრავალფეროვანია რომ შეუძლებელია ყველა მათგანის ჩამოთვლა. ზოგადად ზემოქმედება ხდება:

  • სითბო / სიცივის პროცესებზე;
  • გამოყოფის პროცესებზე;
  • ცნობიერებაზე;
  • ძილის ხარისხზე;
  • ნივთიერებათა ცვლაზე;
  • გულისა და სისხლის მიმოქცევაზე და სხვა.

 

პროფესიონალთა ჩატარებული პროცედურების ეფექტი, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდია! ამ დროს არ არის საკმარისი ფიქრი: "თუ არ დაგვეხმარება, არც არაფერს დააზიანებს". მხოლოდ საქმისადმი მაღალკვალიფიციური მიდგომა გვაძლევს საშუალებას ვიყოთ თერაპიულად ქმედითნი და სწორად გამოვიყენოთ ათასწლეულების მანძილზე გამოტარებული საკაცობრიო ცოდნის ეს საგანძური.