Super User

Super User

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:03

რიტმული მასაჟი და შეზელვა

თერაპიის სახლში რიტმული მასაჟი და რიტმული შეზელვა კეთდება როგორც ამბულატორიის და დღის სტაციონარის, ასევე ბინაზე პაციენტთა მომსახურების ფარგლებში.

 

რიტმული მასაჟი მასაჟის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც ეფუძნება კლასიკურ - შვედურ მასაჟს და გამდიდრებულია ცოცხალ ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედი რიტმული პროცესებით. თერაპიის სახლში პაციენტთა სარეაბილიტაციო მკურნალობისას ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თერაპიაა სამკურნალო ევრითმიასთან, ხელოვნებით თერაპიასთან, სამკურნალო აბაზანებთან და ვარჯიშთან ერთად.  რიტმული მასაჟის დროს პაციენტი არ არის პასიური, ის სამკურნალო პროცესის მონაწილეა. რიტმული მასაჟი არა მარტო თავად არის  სამკურნალო ზემოქმედებისა, არამედ  ის პაციენტის ორგანიზმს სხვა სამკურნალო პროცედურების უფრო მეტად მიმღებს ხდის.

 

რიტმული მასაჟის შედეგად:

  • საგრძნობლად უმჯობესდება ზოგადი თვითშეგრძნება;
  • უმჯობესდება სუნთქვა;
  • უმჯობესდება სხეულებრივი ამართვა;
  • აქტიურდება ლიმფური და სისხლის მიმოქცევის ნაკადები;
  • ხდება კიდურებში დაძაბულობის მოხსნა, მათი გათბობა;
  • იხსნება კუნთური დაძაბულობა, ტკივილი;
  • ხდება ნივთიერებათა ცვლის (კუჭის მოქმედების) გააქტიურება და რეგულაცია;
  • ჰარმონიზირდება რიტმის ავადმყოფური დარღვევები (მაგალითად ძილ-ღვიძილის რიტმი).

 

რიტმული მასაჟი უპირატესად ინიშნება:

  1. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევებისას, ტრავმული და პოსტ-ტრავმული მდგომარეობების ჩათვლით.
  2. შემაერთებელ-ქსოვილოვანი დარღვევებისას.
  3. სითხული ორგანიზმის დარღვევების დროს (ვენური და ლიმფული შეგუბებები).
  4. ნივთიერებათა ცვლის სფეროში დარღვევებისას.
  5. ნევროლოგიური წარმოშობის დაავადებების დროს.

 

მასაჟის სხვა სახეებთან შედარებით მისი გამოყენების სპექტრის გაფართოებას წარმოადგენს რიტმული მასაჟის დანიშვნის შესაძლებლობა:

  • სიმსივნიანი პაციენტების მკურნალობისას;
  • ვარიკოზულ დაავადებათა მკურნალობისას;

 

განსაკუთრებული ადგილი მის ინდიკაციებში უკავია სხვადასხვა სახის  განვითარების დარღვევებს. ყოველივე ზემოთქმული რომ შევაჯამოთ, რიტმული მასაჟი ადამიანს ეხმარება თავისი ფიზიკური სხეული, როგორც ინსტრუმენტი, უკეთ გამოიყენოს  თავისი მშვინვიერი და სულიერი უნარების გამოსავლენად.

 

ისტორია

რიტმული მასაჟის განვითარება უკავშირდება მეოცე საუკუნეში (1876-1943)  მცხოვრები ჰოლანდიელი ექიმისა და კლასიკური მასაჟის სპეციალისტის, მკვლევარი ქალბატონის - იტა ვეგმანის სახელს; მისი შემდგომი განვითარება და რიტმული მასაჟის სკოლის ჩამოყალიბება კი  -  გერმანელი ქალბატონის მარგარიტა ჰაუშკას სახელს, რომელიც იტა ვეგმანის უშუალო მოწაფე იყო. ამიტომაც, ევროპაში ამ მასაჟს უწოდებენ - რიტმულ მასაჟს ვეგმან/ჰაუშკას მიხედვით. დღეს მსოფლიოში რიტმული მასაჟის უკვე მრავალი სკოლა არსებობს.

 

რიტმული მასაჟის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეფუძნება ადამიანური ბუნების ღრმა შემეცნებას. ჯერ კიდევ უძველეს ბერძნებს გააჩნდათ ცოცხალი ცოდნა მასაჟისა და მოძრაობის ხელოვნების შესახებ. ისინი საკუთარ თავს განიცდიდნენ ცასა და დედამიწას შორის არსებულ ჰარმონიულ არსებებად. ბერძნული ქანდაკება ამის ნათელი დასტურია. შემდგომ, შუა საუკუკუნეებში, კაცობრიობამ ეს ცოდნა სრულიად დაკარგა და მხოლოდ მე-18, მე-19 საუკუნეებში დადგა მასაჟისა და  ვარჯიშის მეშვეობით სხეულის მოვლის საკითხი კვლავ დღის წესრიგში. ამ დროისათვის ადამიანისადმი მიდგომა, ბუნებრივია, რადიკალურად იყო უკვე შეცვლილი. ის მთლიანად ეფუძნებოდა ზუსტ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. მე-19 საუკუნის დასაწყისში შვედმა ჰერმან ლინგმა, რომელმაც სრულად დაძლია რევმატიული ჩივილები მასაჟისა და მოძრაობითი სავარჯიშოების მეშვეობით, ჩაუყარა საფუძველი ამგვარ მკურნალობას. დღევანდელი შვედური მასაჟი ეფუძნება ჰერმან ლინგის ძირითად მოსაზრებებსა და ჰოლანდიელი ექიმის - მეცგერის მიერ ამ მეთოდის შემდგომ გადამუშავებას.

 

რიტმული მასაჟის ილეთები კლასიკური მასაჟისგან განირჩევა სიმსუბუქით, ხელის მოძრაობის შემწოვი ხასიათით, რომელიც სხეულის სიმძიმისგან განთავისუფლებას ემსახურება.  შეხების ხარისხი ამ დროს სრულიად განსხვავებულია, არა ძალისმიერი, არა ზეწოლითი. თავად მასაჟის პროცედურა ძალიან შემოქმედებითია და მის მახასიათებლად შეიძლება ითქვას: ”ხელოვნება  ადამიანის სხეულთან განსაკუთრებული შეხებისა, მისი ქსოვილების შემამსუბუქებლად, მაჰარმონიზებლად მოქმედი”. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველგვარ შემოქმედებას საფუძვლად უდევს უზადო ტექნიკა.

 

რიტმული მასაჟის ტექნიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ორგანოთა სპეციფიურ მასირებას, მათი ჯანსაღი ფუნქციონირების გასააქტიურებლად. აქედან გამომდინარე, რიტმული მასაჟის მეშვეობით შესაძლებელია ადამიანის ორგანიზმზე მისი ჩივილების შესაბამისი, განსაკუთრებულად დიფერენცირებული ზემოქმედება. "თერაპიის სახლში" რიტმული მასაჟის სპეციალისტებს გავლილი აქვთ გერმანული მასაჟის სკოლის სრული კურსი, რიტმული შეზელვის პროცედურებს კი ექთნები ასრულებენ და მათ ეს ტექნიკა შესწავლილი აქვთ კავშირთან ”ადამიანი და ბუნება” არსებულ საექთნო კოლეჯში.

 

რიტმულ შეზელვას გარეგან ზემოქმედებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია და განკუთვნილია უფრო მეტად ექთან-რეაბილიტოლოგთა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. ის გულისხმობს მცენარეული ეთერზეთებისა და სამკურნალო მალამოების შეზელვას იმგვარად, რომ გარეგან სამკურმალო საშუალებათა ზემოქმედება გაცილებით ადვილად შესათვისებელი გახდეს ადამიანის ორგანიზმისთვის.

 

თერაპიული მოვლა, რომელსაც ა(ა)იპ ”ადამიანი და ბუნებას” ბაზაზე არსებულ საექთნო სასწავლებელში  მომზადებული   სპეციალისტები ახორციელებენ ”თერაპიის სახლში”, მოიცავს გარეგან ზამოქმედებათა მთელ რიგს: რიტმულ შეზელვას, საფენებს, სახვევებს, სამკურნალო ვარჯიშებასა და სხვა ღონისძიებებს. ეს საშუალებას იძლევა პაციენტებს სარეაბილიტრაციო მკურნალობა ჩაუტარდეთ როგორც ამბულატორიასა და დღის სტაციონარში, ასევე ბინაზე პაციენტის მოვლის ფარგლებში.

 




პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 14:01

სამკურნალო აბაზანები

თერაპიის სახლში სამკურნალო აბაზანები ტარდება უპირატესად ამბულატორიულად და დღის სტაციონარის პირობებში. ასევე, შესაძლებელია მათი ჩართვა რეაბილიტაციის პროცესში ბინაზე საექთნო მომსახურებისას. ჩვენთან კეთდება როგორც ნაწილობრივი (მკლავების, ფეხების, მჯდომარე), ასევე მთლიანი სამკურნალო აბაზანები.

 

განსაკუთრებით საინტერესო შემოთავაზებას წარმოადგენს ზეთის დისპერსიული აბაზანები, რომლებიც საქართველოში მხოლოდ თერაპიის სახლში კეთდება. პაციენტის რეაბილიოტაციის პროცესში ზეთის დისპერსიული აბაზანების ჩართვა ძალიან ეფექტურია, რადგანაც ასეთი აბაზანები:

 

  • აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას;
  • არეგულირებს სხეულის ტემპერატურას;
  • ხელს უწყობს სკლეროზული პროცესების უკან დახევას;
  • ეხმარება ანთებითი დაავადებების მოვლას.

 

ერთი სიტყვით, ზეთის დისპერსიული აბაზანები ადამიანში სასიცოცხლო პროცესების მომაწესრიგებელი, გამაწონასწორებელი ფუნქციის გამაძლიერებლად მოქმედი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ზეთის დისპერსიული აბაზანების დასამზადებლად აუცილებელია ზეთის მადისპერსირებელი აპარატი, რომლის მეშვეობით ნებისმიერი მცენარეული ეთერზეთი შეგვიძლია გავხადოთ სამკურნალო აბაზანის გზით ქმედითი.

 

მცენარეული ეთერზეთების არჩევანი თერაპიის სახლში ძალიან დიდია. ამ მიზნით ვიყენებთ როგორც გერმანული ფარმაციული ფირმების ”ველედას” და ”ვალას” წარმოებულ, ასევე ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებულ სპეციალურ ზეთებს. ზეთს ვირჩევთ იმის მიხედვით, თუ რა ზემოქმედებას გვსურს რომ მივაღწიოთ. მათ შეუძლიათ:

 

  • ძილ-ღვიძილის რიტმის მოწესრიგება;
  • სხვადასხვა წარმოშობის და სიძლიერის დაძაბულობის მოხსნა;
  • დუნე ქსოვილების გამოცოცხლება;
  • ტკივილების შემცირება და მოხსნა;
  • ზოგადად დამშვიდება;
  • მკვებავი ფუნქციის შესრულება;

 

ცივი კიდურების გათბობა და საერთოდ სხეულის ტემპერატურის რეგულირება. ამისთვის ჩვენ ვიყენებთ: ვარდის, ლავანდულის, როზმარინის, კრაზანას, ევკალიპტის, არნიკის, არყის, ბარამბოს, ლიმონის, ბალბას და სხვა მცენარეების ეთერზეთებს. სამკურნალო აბაზანის შემდეგ თერაპიის სახლში უზრუნველყოფილია თბილი, მშვიდი და მეგობრული გარემო დასვენებისათვის სულ ცოტა ნახევარი საათის განმავლობაში. სამკურნალო აბაზანის შემდგომი დასვენება პროცედურის შემადგენელი აუცილებელი ნაწილია და მის გამაჯანსაღებელ მოქმედებას აძლიერებს.

 

თერაპიის სახლში სამკურნალო აბაზანის ჩასატარებლად არ არის აუცილებელი ავად ყოფნა. ის, როგორც იმუნური სისტემის გამაძლიერებელი ღონისძიება დიდი წარმატებით ინიშნება პრევენციის მიზნითაც. ეს ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც მკურნალობა და პროფილაქტიკა ძალიან სასიამოვნო პროცედურებთანაა დაკავშირებული.

 

დაინტერესებულთათვის შესაძლებელია საცდელი აბაზანის მიღება თერაპიის სახლში.

ლიმფის მანუალური დრენაჟი არის მასაჟის განსაკუთრებული ფორმა, რომელიც სრულდება ძალიან მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით. მისი მიზანია:

 

  • ლიმფურ სადინართა კედლის ტონუსის გააქტიურება
  • შეგუბებული ლიმფის ტრანსპორტირება ფიზიოლოგიური მიმართულებებით
  • რეგიონალური ლიმფური კვანძების უკმარისობის ან არარსებობის შემთხვევაში, ლიმფური სისტემის ანატომიური თავისებურებები იძლევა პროცესის ჯანმრთელი ლიმფური კვანძების მიმართულებით ნაწილობრივი გადაწყობის შესაძლებლობას.

 

ლიმფის მანუალური დრენაჟის წარმატებულ პროცედურებს აუცილებლად მოსდევს კომპრესიული გადახვევა სპეციალური ელასტიური ბინტებით ან მორგებული კომპრესიული ტრიკოტაჟის ჩაცმა. კომპრესიული თერაპია ლიმფის მანუალური დრენაჟის მეშვეობით მიღებული შედეგის შემანარჩუნებელია.

 

ლიმფის მანუალური დრენაჟის და კომპრესიული გადახვევის მეშვეობით ხდება, პირველ რიგში, სხვადასხვა წარმოშობის ლიმფედემის მკურნალობა.

 

ამ ორი თერაპიული მეთოდის გარდა შეგუბების საწინააღმდეგო კომპლექსური მკურნალობა მოიცავს:

  • მოძრაობით თერაპიას (სპეციალური სამკურნალო ვარჯიშები)
  • კანის სწორ მოვლას

 

მკურნალობის შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიების კომპლექსი ხარისხობრივად გაცილებით მეტია, ვიდრე მათი უბრალო ჯამი.

 

თერაპიის სახლის ფიზიოთერაპიული განყოფილება გთავაზობთ ლიმფური შეგუბების მკურნალობას ამბულატორიისა და დღის სტაციონარის პირობებში შემდეგი დაავადებების დროს:

  • ლიმფედემა (პირველადი და მეორადი);
  • სპილოვნება (ლიპედემა);
  • ქრონიკული ლიმფო-ვენური უკმარისობა;
  • ფლებო-ლიპო-ლიმფედემა;
  • ციკლურ-იდიოპათიური სინდრომი;
  • რევმატიული დაავადებები;
  • ტრავმული დაზიანების ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
  • სკლეროდერმია (დამხმარე მეთოდად)

 

მკურნალობა აუმჯობესებს:

  • ლიმფის და ქსოვილოვან სითხეთა მოძრაობას;
  • ლიმფურ სადინართა ანგიომოტორიკას;
  • ლიმფის დინების წუთ-მოცულობის გაზრდას;
  • ნაწიბუროვანი ქსოვილის გაშლა-დარბილებას.
  • ლიმფის მანუალური დრენაჟის უკუჩვენებებს წარმოადგენს:
  • მწვავე ანთებები (პათოგენური წარმოშობის);
  • მალიგნური პროცესები;
  • კარდიალური შეგუბებები;
  • ზოგიერთი კონკრეტული მანიპულაციისთვის შეიძლება იყოს ასაკი.

 

თერაპიის სახლი ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ხდება ექიმის დანიშნულებით მკაცრი დიაგნოსტიცირების შემდგომ და მიმდინარებს მისივე ზედამხედველობის ქვეშ. კომპრესიული გადახვევისთვის ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის გერმანული ფირმა "ლომან როშე"-ს მასალას.

 

საინტერესო შემთხვევა:

ჩვენ უკვე მოგახსენეთ, რომ ლიმფედემის მკურნალობის კომპლექსში ლიმფის მანუალურ დრენაჟთან ერთად უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია კომპრესიულ თერაპიას (კომპეტენტურად შერჩეულ კომრესიულ ტრიკოტაჟს). ამის დასტურად გვინდა ერთი საინტერესო შემთხვევა წარმოგიდგინოთ.

 

პაციენტი - 26 წლის ქალი, შემოვიდა ჩვენთან 2008 წლის აპრილის თვეში I -დი (მემკვიდრული) ლიმფედემის დიაგნოზით. ჩაუტარდა კომპლექსური მკურნალობის კურსი - ლიმფის მანუალური დრენაჟი, სამკურნალო აბაზანები, სამკურნალო ევრითმიული ვარჯიშები და რა თქმა უნდა მკურნალობის პროცესში განსაკუთრებული როლი ეკავა კომპრესიულ თერაპიას.

 

როგორც სურათებიდან ჩანს მკურნალობის შემდეგ დაფიქსირდა ფეხის გარშემოწერილობის მკვეთრი შემცირება, მაგალითად წვივის მიდამოში თუ თერაპიის დაწყებამდე გარშემოწერილობა იყო 77,5 სანტიმეტრი, თერაპიის შემდეგ იგი გახდა 39 სანტიმეტრი, შესაბამისად ბარძაყი მკურნალობის დაწყებამდე 80 სმ. და შემდეგ 50,5 სმ. და ა. შ. მკურნალობამდე მისი წონა იყო 104 კგ. პირველი-ინტენსიური კურსის (29.04.08 - 30.06.08) შემდეგ გახდა 75 კგ. ხოლო მეორე-შემანარჩუნებელი კურსის (20.10.08 - 22.12.08) დასრულებისას პაციენტი იწონიდა 62 კილოგრამს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და მისი წონა არის 58 კგ.

 

მკურნალობის შემდეგ პაციენტი დაუბრუნდა ჩვეულ ცხოვრების რიტმს, გახდა ფიზიკურად აქტიური. რეციდივის თავიდან აცილების მიზნით იგი ყოველდღიურად ხმარობს მაღალი ხარისხის, მესამე კომპრესიის ტრიკოტაჟს.

 



პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:59

სამკურნალო ვარჯიშები

"თერაპიის სახლში" სამკურნალო ვარჯიშები ხორციელდება როგორც ბავშვებში, ასევე მოზარდებსა და ზრდასრულ პაციენტებთან, როგორც სტაციონალურად და ამბულატორიულად ასევე ბინაზე გამოძახებით.

 

სამკურნალო ვარჯიშები გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დროს, როგორებიცაა: ბრყელტერფიანობა და მის მიერ გამოწვეული შემდგომი ასიმეტრიები; ხერხემლის გამრუდებები: სქოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი;  საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები და ა. შ.

 

მათი საშუალებით ხდება ზურგისა და თავის ტვინის ტრამვული და პოსტტრამვული რეაბილიტაცია, კუნთური დაძაბულობის მოხსნა და მოდუნებული კუნთების გააქტიურება და ა. შ. ისინი, ასევე, მიზანშეწინილია პროფილაქტიკური თვალსაზრისით, რაც ხელს უწყობს ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჰარმონიულ განვითარებას.

 

სამკურნალო ფიზკულტურა გულისხმობს მწოლიარე და ეტლით მოსარგებლე პაციენტები გახდნენ მეტად მობილურები,  ასევე სპეციალური მეთოდებით მოხდეს მათი უსაფრთხო გადაადგილება (საწოლიდან სკამზე, სკამიდან აბაზანაში და ა. შ.). ასეთი ღონისძიებები ეხმარება პაციენტებს თავიდან აიცილონ ჯდომით და წოლით გამოწვეული დამატებითი პრობლემები და გახდნენ მაქსიმალურად დამოუკიდებლები.

 


პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:58

თერაპიები და რეაბილიტაცია

ინდივიდუალურად თქვენზე მორგებული უნიკალური თერაპიული კომპლექსი




პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:56

შინ მოვლა

კვალიფიციური საექთნო მომსახურება ბინაზე საექთნო მომსახურების განყოფილება გთავაზობთ კვალიფიციურ საექთნო მოვლასა და სამედიცინო დახმარებას, რომლის მიზანია, ეფექტურად დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებსაც ხანდაზმულობის, ინვალიდობისა თუ ავადმყოფობის გამო შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. თანადგომა გაუწიოს და იზრუნოს მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე სახლის პირობებში. მათთვის ჩვეულ გარემოში დაიცვას ისინი მოსალოდნელი თანმხლები დაავადებებისა და გართულებებისგან.

ვემსახურებით:

  • ყველა ასაკის მწვავე და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს;
  • ხანდაზმულებს;
  • მძიმე ავადმყოფებს;
  • უნარშეზღუდულებს (ინვალიდებს);
  • განვითარება შეფერხებულ ბავშვებს;
  • რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ადამიანებს (ინსულტის, სხვადასხვა მოტეხილობის, ოპერაციის შემდგომი პერიოდისა და სხვა დაავადებების შემთხვევაში).

ღონისძიებები, რომელთაც საექთნო საქმე მოიცავს:

  • ჰიგიენური მოვლა
  • საწოლის მოწესრუგება;
  • სხეულის დაბანა;
  • კანის მოვლა;
  • ჩაცმაში დამარება;
  • საკვების მიღებაში დახმარება;
  • წოლითი მდგომარეობების შერჩევა.

სამედიცინო მოვლა

  • სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი  (სუნთქვა, პულსი, წნევა, ტემპერატურა, ცნობიერების მდგომარეობა);
  • სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით (ინექციები, ჭრილობის მოვლა, კუჭის ზონდის ჩადგმა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ოყნა, სტომის მოვლა);
  • სარეაბილიტაციო ღონისძიებები: მასაჟი, სამკურნალო ვარჯიშები;
  • გარეგანი თერაპიული ზემოქმედებები: მცენარეული ზეთების და მალამოების შეზელვა, საფენები, სახვევები, სამკურანლო აბაზანები.

პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება ისეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორებიცაა:

  • ნაწოლები
  • შეგუბებითი პნევმონია (ფილტვების ანთება)
  • კონტრაქტურა (სახსრების ჩაკეტვა)
  • თრომბოზი
  • სოკოვანი დაავადებები
  • კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის მომვლელი და ახლობელი ადამიანებისათვის მოვლის უნარ-ჩვევების სწავლება.

საექთნო მომსახურების გარდა, გთავაზობთ:

  • ექიმის კონსულტაციას;
  • ლაბორატორიულ გამოკვლევებს;
  • ელექტროკარდიოგრაფიას;
  • ექოსკოპიას.

მუშაობის პროცესს უზრუნველყოფს მაღალკვალილფიციური გუნდი: ექიმის, ექთნის და რეაბილიტოლოგის შემადგენლობით.

პირველ ვიზიტზე პაციენტთან მიდის კოორდინატორი ექთანი, იგეგმება მოვლითი ღონისძიებები, რომელსაც ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ანხორციელებს შესაბამისი მომვლელი ექთანი ან რეაბილიტოლოგი.

თანამშრომლები სტაჟირებისათვის იგზავნებიან გერმანიის საავადმყოფოებსა და შინმოვლის სამსახურებში, სადაც ეცნობიან, იმაღლებენ კვალიფიკაციას ამ სფეროში და ცდილობენ ჩვენს ქვეყანაშიც განავითარონ ეს სერვისი.

 

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:55

დღის სტაციონარი

"თერაპიის სახლთან" არსებული დღის სტაციონარი გთავაზობთ ბავშვთა და მოზრდილთა მკურნალობა-რეაბილიტაციას შემდეგი დაავადებების დროს:

 

  • თავისა და ზურგის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის (ინსულტის და ტრავმის) შემდგომი პერიოდი;
  • ბავშვთა ცერებრალური დამბლა;
  • პარკინსონის დაავადება;
  • გაფანტული სკლეროზი;
  • ბრონქული ასთმა;
  • ღამის ენურეზი;
  • ხერხემლის დეფორმაციები და ოსტეოქონდროზი;
  • ქვემო კიდურთა სისხლძარღვების ვარიკოზული დაავადება;
  • პირველადი და მეორადი ლიმფოსტაზი;
  • ვეგეტო-სოსხლძარღვოვანი დისტონია;
  • ნევროზები;
  • სხვადასხვა ფსიქო-სომატური დაავადებები.

 

სამკურნალო ღონისძიებები მედიკამენტური მკურნალობის გარდა მოიცავს ევროპაში აღიარებულ დამხმარე თერაპიებს:  

 

  • ფიზიოთერაპია
  • სამკურნალო აბაზანები (ზეთის დისპერსიული, მკვებავი და სხვა)
  • რიტმული მასაჟი
  • რიტმული შეზელვა
  • სამკურნალო საფენები, სახვევები
  • ლიმფის მანუალური დრენაჟი
  • სამკურნალო ვარჯიშები

 

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:53

პირველადი დიაგნოსტიკა

კლინიკური და ბიოქიმიური ექსპრეს-ლაბორატორია

საერთო კლინიკური გამოკვლევა:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჰემოგლობინი
  • რეტიკულოციტები
  • ეოზინოფილები
  • ლიმფოციტები
  • თრომბოციტები
  • კოაგულოგრამა
  • სისხლის შედედების დრო
  • პროთრომბინის ინდექსი
  • INR
  • შარდის საერთო ანალიზი
  • შარდის მცირე ანალიზი
  • გლუკოზის განსაზღვრა შარდში
  • ბილირუბინის განსაზღვრა შარდში
  • კეტონური სხეულების განსაზღვრა შარდში

ბიოქიმიური გამოკვლევა:

  • C-რეაქტიული ცილა (CRP)
  • გლუკოზა
  • ბილირუბინი (საერთო) და ბილირუბინი (პირდაპირი)
  • GGT-გლუტამილტრანსფერაზა
  • ALT/GPT-ალანინამინოტრანსფერაზა
  • AST/GOT-ასპარტატამინოტრანსფერაზა
  • ქოლესტერინი
  • HDL-ქოლესტერინი, VLDL-ქოლესტერინი, LDL-ქოლესტერინი, ათერიგენობის ინდექსი
  • ტრიგლიცერიდები
  • კრეატინინი

სეროლოგიური გამოკვლევა:

  • მარკერები
  • ჰორმონალური კვლევა
  • TORCH ინდექსი, STD ინფექცია
  • ვირუსემია-ბაქტერიემია

იმუნოფლუორესცენტური გამოკვლევა:

  • Chlamidia trachomatis
  • Ureaplazma
  • Mycoplazma
  • Herpes virus I, II
  • Citomegalovirus
  • Trichomona vaginalis

 

მაღალი/დაბალი რისკის პაპილომა ვირუსის (HPV) ქრომოგენული in situ ჰიბრიდიზაციის მეთოდით გამოკვლევა

საშვილოსნოს ყელის ნაცხის ციტოლოგიური გამოკვლევა (PAP-ნაცხი)

 

ეს მეთოდი წარმოადგენს საშვილოსნოს ყელის სხვადასხვა პათოლოგიის, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

 

პირის ღრუს ლორწოვანი გარსის პათოლოგიების ციტოლოგიური დიაგნოსტიკა (PAP-მეთოდით)

  • ვულგარული პემფიგუსი
  • ვირუსული სტომატიტი
  • ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული ცვლილებები
  • წყლული
  • ანთება
  • ლეიკოპლაკია
  • პირის ღრუს ბეწვიანი ლეიკოპლაკია
  • სხივური დაზიანება
  • კანდიდოზი
  • კეთილთვისებიანი სიმსივნე
  • ავთვისებიანი სიმსივნე

ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა 

  • მუცლის ღრუს და რეტროპერინო? სივრცის ორგანოები
  • თირკმელები
  • შარდის ბუშტი
  • წინამდებარე ჯირკვალი
  • ფარისებრი ჯირკვალი
  • სარძევე ჯირკვალი
  • საშვილოსნო და საკვერცხეები (ტრანსაბდომინალური, ტრანსვაგინალური)

ელექტროკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია

 

„თერაპიის სახლში“ მოგემსახურებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები 

პარტნიორები

  • გიდმედი
  • ალტრავიტა
  • ორთოდენტული ცენტრი
  • ალფამედი
  • ვისტამედი
  • პათჯეო

 

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:52

ოჯახში მომსახურება

პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 13:51

ნევროლოგია

აირჩიე პრევენციისა და მკურნალობის უსაფრთხო გზა თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.