სტატიები

სტატიები

21 აპრილი 2018

დღენაკლული ბავშვის თავისებურებები

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

 

დღენაკლ ახალშობილად ითვლება ბავშვი როდესაც გესტაციური ასაკი არის 37კვირაზე ნაკლები, დროული ახალშობილია, რომლის გესტაციური ასაკია 37-42 კვირა, ვადაგადაცილებულია 42 კვირაზე მეტი. ცოცხლადშობილად ითვლება ახალშობილი, რომლის გესტაციური ასაკია 22 კვირაზე მეტი და იწონის 500გრ-ს.

დღენაკლული ბავშვის თავი შედარებით დიდია - ტანის ერთ მესამედს შეადგენს. მცირე და გვერდითი ყიფლიბანდები თითქმის ყოველთვის ღიაა, თუმცა ქალას ძვლების ერთმანეთზე შეცურების გამო ეს არ ჩანს. ქვედა კიდურები და კისერი მოკლეა, ჭიპი უფრო ქვევითაა. გულმკერდის  გარშეწერილობა, მით უფრო ჩამორჩება თავისას, რაც უფრო დიდია თავი.

დღენაკლული ბავშვი, მოდუნებულია, არ ყვირის ან სუსტი ხმით ტირის.

კანი თხელია, დანაოჭებული და გამჭირვალე, გამოხატულია სისხლძარღვები (კოლატერალები და კაპილარები). ხშირია კანქვეშა სისხლჩაქცევები - სისხლძარღვის კედელში ელასტიური ქსოვილის სიმცირისა და ჰიპოპრეტეინემიის გამო. კანქვეშა ქსოვილი განლეულია, ამის გამო სითბოს გაცემა გაძლიერებულია, ხოლო სითბოს წარმოქმნა - გაძნელებული (მურაცხიმივანი ნივთიერების სიმცირის გამო). საოფლე ჯირკვლები არასრულფასოვანად განვითარებულია. ეს ყველაფერი აადვილებს ბავშვის გადახურებას ან გადაციებას.     მათ ხშირად არ უნვითარდებათ სიცხე ადგილობრივი თუ ზოგადი ინფექციის დროს. ტემპერატურული რეგულაცია ყალიბდება მე-3 თვიდან.

ღინღლი - lanugo - აღენიშნება როგორც მხრის სარტყლის მიდამოში, არამედ სახესა და კუდურებზე. ფრჩხილები არ ფარავენ თითებს. სარძევე ჯირკვლები განუვითარებელია, ყურის ნიჟარები ძლიერ რბილი, ადვილად დრეკადი და მიკრული ქალას ძვლებზე.

ვაჟთან სათესლე პარკში არ არის ჩამოსული სათესლე ჯირკვლები, ხოლო გოგონებთან დიდი სასირცხო ბაგეები ვერ ფარავენ მცირე სასირცხო ბაგეებს.

 

კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. დამახასიათებელია ჰიპიტონია და შენელებული  მოტორიკა, ბავშვს თითქმის სულ ძინავს. სუსტადაა გამოხატული ყველა რეფლექსი. შეიძლება განუვითარებელი იყოს წოვის, ავტომატიზმისა და ზოგჯერ ყლაპვის რეფლექსებიც.

სუნთქვა ზერელეა. სუნთქვის ფაზები - ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა - გახანგრძლივებულია. ძილის დროს შეიძლება განვითარდეს აპნოე - სუნთქვის შეჩერება 15-20 წმ-ით. მაჯა - ლაბირულია - 140-160 წუთში, ტირილის დროს ადის 200-მდე. ხშირია არითმია, ტონების მოყრუება, ფუნქციური შუილი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სახეზეა მოტორულ-სეკრეციული ფუნქციის დაქვეითება - დისპეფსიური მოვლენები.

დაქვეითებულია თირკმლის რეაბსორბციის უნარი, კონსენტრაციული და სეკრეციული ფუნქცია.

ყოველივე ამის შედეგად დღენაკლულ ბავშვთა სიკვდილიანობა 15-20ჯერ მეტია დღესრულ ახალშობილებთან შედარებით.

დღენაკლულები, ახალშობილობის პერიოდში, ვერ ახერხებენ ადაპტაციას გარემოსთან და ადვილად უნვითარდებათ ანემია - 5-6 კვირაზე, რაქიტი, კვების ქრონიკული მოშლილობა. წონის ფიზიოლგიური კლება უფრო მეტია, ვიდრე დღესრულ ახალშობილებთან და სხეულის მასის 9-14% შეადგენს. მათ წონა აღუდგებათ 2-3 კვირის ასაკში, ხოლო დაბადების წონას იორმაგებენ 2,5-3,5 თვის ასაკში.

სიყვითლე გამოხატულია და გახანგრძლივებული. სიყვითლე ადვილად ვითარდება ბილირუბინის შედარებით დაბალ მაჩვენებელზე.

დღენაკლულ ბავშვებთან ხშირია სკლერემა - კანი შეხებისას ცივია, მბრწყინავი, მკრთალი ან ციანოზური. კანქვეშა ქსოვილი გამაგრებულია, თითის დაჭერისას ჩანაჭდევი არ ვითარდება. უფრო ხშირია სკლერედემა - კანისა და კანქვეშა ქსოვილის ცომისებური შეშუპება, რომლის დროს თითის დაჭერისას ჩნდება ჩანაჭდევი. თითის დაჭერის ადგილას კანი ციანოზურია. სკლერედემა უფრო მეტად ლოკალიზდება წვივებზე, ლოყებზე ან დუნდულოებზე.

ასეთი ბავშვები განსაკუთრებულ მეთვალყურეობასა და მოვლას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია მშობლების, პედიატრისა და მომვლელის შეთანხმებული მუშაობა.

 

21 აპრილი 2018

11-12 თვის(ერთი წლის) ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

ბავშვის განვითარების ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან  ჰორიზონტალური მდგომარეობიდან გადადის ვერტიკალურში. ის დგება ფეხზე და თავისი სიმაღლიდან გადაჰყურებს საკუთარ მიკროსამყაროს. მისი ცნობიერებაც იცვლება - ის უკვე პიროვნებაა, დამოუკიდებელი ინდივიდუალური ადამიანი, აქვს საკუთარი სურვილები, მოთხოვნები. მისწრაფებები.

ბავშვს ესმის თითქმის ყველაფერი და  შეუძლია წარმოთქვას პირველი ნამდვილი სიტყვაც.  მაგრამ ამისათვის მომზადება ახალშობილის პირველი ყვირილიდან იწყება. ერთი წლისთვის, როდესაც ბავშვი დგება კარგად, .. ძლევს სიმძიმის ძალას, ამ დროს ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბავშვი და სამყარო ემიჯნებიან ერთმანეთს. ჩნდება ზღვარი შინაგანსა და გარეგანს შორის. ის უკვე ცალკეულ სიტყვებს აკავშირებს შესაბამის საგნებთან, მაგალითად: და-და-და  ან დე-დე-დე - ამბობს დედის დანახვისას და .. 12 თვისთვის ბავშვი უკვე კარგად ამბობს პირველ სიტყვებს, მაგრამ ისინი არ ასახავენ კონკრეტულ საგანს, არამედ მოიცავენ უფრო ბევრს, დიდ მთლიანობას, მაგ: ნტანიშნავს არა მარტო წყალს, არამედ ყველაფერს თხევადს. ნელ-ნელა სიტყვების წარმოქმნა იხვეწება და გასაგები ხდება. ამ პერიოდს შეიძლება ვუწოდოთ ,,ერთი სიტყვის, წინადადებისეტაპი. ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს 18 თვემდე.

 

ერთი წლის ბავშვი უკვე დამოუკიდებლად დგება. ადგომის პროცესი არის ნელი, ფრთხილი - მჯდომარე მდგომარეობიდან ნელ-ნელა წევს ზევით ,,ტაკოს“, ეყრდნობა ხელებს, განზე დგამს ფეხებს და წელში სწორდება. ეს არის სერიოზული წარმატება. ბავშვს აქვს გაბადრული სახე და ბედნიერია. მან თავისი განვითარების გზაზე სერიოზული ნაბიჯი გადადგა. სულ მალე, როდესაც დგომისას აამყარებს მუხლს, გაბედავს ერთი ნაბიჯის გადადგმასაც, რომელსაც მეორე და მესამე ნაბიჯები მოჰყვება. ერთი-ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, მალევე სწავლობს გაჩერებას, მოტრიალებას, ისე რომ არ წაიქცეს. მიხედავად ამისა, რომ ბავშვმა ისწავლა სიარული, სასურველ მიზნამდე გადაადგილების მეთოდად ჯერ კიდევ ხოხვას ამჯობინებს, რადგან სწრაფი და უსაფრთხოა.

 

წონაში მატების ტემპი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად კლებულობს, ვინაიდან ის უფრო მეტ კალორიას ხარჯავს. ყალიბდება მისი ნერვულ-მგრძნობელობითი და ნივთიერებათა ცვლის სისტემები. ბავშვი უფრო კაპრიზული ხდება ძილისა და საჭმლის მიმართ. ამ ასაკში ჯერ კიდევ ორჯერ იძინებს, მაგრამ ნელ-ნელა გადადის ერთჯერად ძილზე. მისი ხასიათი სწრაფად იცვლება - თვინიერი და დამჯერი ბავშვი უცბად გადაიქცევა მტირალა და მჩხავანა ბავშვად და პირიქით. ამ დროს არ უნდა გამოვიყენოთ აღზრდის მკაცრი მეთოდები, პირიქით, ყურადღების გადატანა უნდა ვცადოთ სხვა საგანზე თუ მოვლენაზე, ანდა სწრაფად უნდა შევუცვალოთ გარემო და გავიყვანოთ სასეირნოდ. მას არ უყვარს მარტო ყოფნა, სურს რომ მასზე მზრუნველი ადამიანები მუდმივად მის გვერდით იყვნენ. იცის უცხოობა და ადვილად არ შედის კონტაქტში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა სისტემატურად ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

 

 

21 აპრილი 2018

რვა-ცხრა-ათი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

ამ სამი თვის განმავლობაში ბავშვი ვითარდება ერთნაირად, ნელ-ნელა ხვეწავს და ანვითარებს თავის შესაძლებლობებს, იზრდება მისი მიერ წარმოთქმულ ბგერათა მარაგი და მოძრაობის დიაპაზონი. უფრო და უფრო ცნობისმოყვარე ხდება. მოწონს თავის ჭურჭელი, ცდილობს თავად ჩაიდოს კოვზი პირში და ასევე ჯამში ჩაყოს თავისი ფუნთუშა ხელები. ამ თვეებში ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლად წამოდგეს მწოლიარე მდგომარეობიდან და აღწევს კიდეც ამას. მიუხედავდ იმისა, რომ თავად ბავშვი ცდილობს  ფეხზე დადგომას ჩვენ არ უნდა დავაძალოთ, რადგან ჯერ კიდევ ადრეა ამ უნარის სრულყოფილად წარმოდგენა.  მისი გადაადგილება უფრო აქტიური ხდება, დღეში რამოდენიმეჯერ მოივლის ოთახებს. იცის რომელ ოთახში ,,გართობის’’ რა შესაძლებლობები ექნება. როგორც დედები ამბობენ - ,,სულ გაფაციცებულია რა გააფუჭოს’’. დახვეწილია მისი მოძრაობა, კერძოდ, ადვილად ხმარობს საჩვენებელ და ცერა თითს და იღებს საგნებს. ცოცვის დროს კარგად უჭირავს სათამაშო და ისე ხოხავს. დგება ფეხზე და დაყრდნოით გამართულად დგას. ყველაფერს იდებს პირში და ასე განაგრძობს სამყაროს შეცნობას.

ბავშვი ხდება კაპრიზული ძილისა და კვების მიმართ. სტუმრიანობის შემთხვევაში შეიძლება ისე აღიგზნოს, რომ ღამით ძილი გაუჭირდეს. კბილების ამოჭრასთნ დაკავშირებით მადა უქვეითდება, შეიძლება ჰქონდეს ტემპერატურული რეაქცია, დიარეა, უძილობა. ნორმალურ მდგომარეობაში იძინებს დღის განმავლობაში 2-3ჯერ. დაძინებისა და გაღვიძების რიტმი მკაცრად ინდივიდუალურია.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

21 აპრილი 2018

შვიდი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღძე

შვიდი თვის ბავშვის მოძრაობები აქტიურდება. ის დამოუკიდებლად ზის და კარგად ინარჩუნებს წონასწორობას და ამ ჯდომასთან ერთად, რომელიც მის განვითარებაში სერიოზული, წინ გადადგმული ნაბიჯია, შეუძლია ითამაშოს. კარგად ახერხებს, მდგომარეობის შეცვლით, სასურველ საგანთან მიახლოებას მდგომარეობის შეცვლის ერთ-ერთი საშუალებაა მუცელზე ხოხვა. სამწუხაროდ ყველა ბავშვი ამას არ აკეთებს, თავისი თუ უფროსების მიზეზით. ყველანაირი ხერხით ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ ბავშვმა სულ მცირედით მაინც იხოხოს. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც ჯდომა, დგომა და სიარული. გაზრდილი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ბავშვი იყენებს გადაადგილების ამ ხერხს. ხოხვა-ცოცვა ხდება სხვადასხვანაირად და უფროსებმა ეს მათ არ უნდა დავუშალოთ.

ამ პერიოდში ხშირად შეიმჩნევა მშობლების დაუოკებელი სურვილი იმისა რომ ბავშვი დადგეს კარგად და რამოდენიმე ნაბიჯის გადადგას, თუნდაც დახმარებით.   ნუ ეცდებით ამას! განვითარების პროცესის დაჩქარება (ამ შემთხევაში იგულისხმება დგომა და სიარული) თავად ამ განვითარებას შეუშლის ხელს, რადგან მას ჭირდება ძალა, რომელიც ჯერ არ აქვს და მას, ამ ასაკისათვის უფრო მნიშვნელოვან პროცესს წაართმევს. ბავშვის არსებაში ყველაფერი გარკვეული თანმიმდევრობითა და ჰარმონიულობით არის დაკავშირებული, ერთი გამომდინარეობს მეორისგან და ორივე ერთი მთლიანობის ნაწილია. ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან ნებელობით საწყისთან და არა ცნობიერთან. ეს პროცესები მანამ უნდა დასრულდეს, სანამ ბავშვი დაჯდება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს სხეულისა და მისი ორგანოების ფორმირება და შემდეგ მისი გამოყენება! ნაადრევად დასრულებულ პროცესებს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. მათი გამოსწორება შემდეგ უფრო ძნელია. ის ხანგრძლივი დროით ართმევს ბავშვს ზრდის ძალებს. შესაძლებელია მოგვიანებით ასაკში განვითარდეს ემოციურ სფეროში სისუსტეები.

შვიდი თვის ბავშვის ხელები აქტიურდება. თავისუფლად იჭერს საგნებს, აკვირდება, იდებს პირში, აგემოვნებს და ასე ცდილობს შეიმეცნოს და გაიგოს თავისი მიკროსამყარო. ჭმუჭნის ფურცელს, ურტყამს საგნებს, ხელებით თავისუფლად იმეორებს ერთიდაიგივე მოძრაობებს, მაგალითად უკრავს ტაშს, ხელს წევს ზევით და მაჯის სახსარში მთელს მტევანს ატრიალებს ორივე მიმართულებით. სათამაშო უჭირავს ორივე ხელში და ყურადღების მისაქცევად შეიძლება შორს მოისროლოს. ცოცვის დროს დიდ მანძილს არ გადის, რადგან შიშის გრძნობა უშლის ხელს. ოთახში მარტო  დატოვება არ მოწონს და ხოხდება იქით, სადაც უფროსები არიან ან თავისი ,,საზღვრების’’ გადაკვეთისთანავე მალევე ბრუნდება უკან. ამ ასაკში უკვე მცდელობებია, რომ დადგეს, ზოგი პატარა ,,ლოტოსში’’ ჯდება და ისე დგება მუხლებზე. ამ დროს ბავშვი უდიდესს სიხარულს განიცდის. აქტიურად შემოდის აღმართულობის სურვილი.

უკვე კარგად გამოთქვამს ბგერებს - მიახლოებულს ჟღერადობით დედა-სთან და მამა-სთან. ესმის უფროსების ინტონაცია, ადვილად იმეორებს უფროსების მიერ წარმოთქმულ სიტყვებს ტონალობას. გამოხატავს უკმაყოფილებას და სიხარულს. კარგად ცნობს საკუთარ სახელს.

ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ძილ-ღვიძილისა და კვების რიტმი. თუ გვინდა ბავშვი ფსიქო-მოტორულად კარგად განვითარდეს  უნდა ვეცადოთ მისი დღის რეჯიმის დაცვას. შვიდი თვის ასაკში მისი კვებითი რაციონიც იზრდება და უფროსებმა უფრო აქტიურად შეიძლება შეთავაზონ ბავშვს ახალი კერძები, აუცილებლად მცირე ულუფებით.

შვიდი თვის ასაკში, ბავშვს შეიძლება ამოეჭრას პირველი კბილი, ან ამისთვის მზაობა გამოიხატოს, კერძოდ, შესიებული და გაწითლებული ექნება ღრძილები, გაძლიერებული ნერწყვდენა გამოიხატება, იწყებს ქვედა ტუჩისა და საჩვენებელი თითის წოვას, მეტად მტირალა და გაღიზიანებული ხდება. თუმცა ეს მოვლენები ყველა ბავშვთან არ ვითარდება და კბილების ამოჭრის პროცესი უმტკივნეულოდ იწყება. რაც იყო ექვსი თვის ბავშვის ძილ-ღვიძილისა და კვების რიტმი, ის რჩება და არ იცვლება.

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

21 აპრილი 2018

ექვსი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

თქვენი პატარა ძალიან გააქტიურებულია. აკვირდება გარემოს და სწავლობს ბევრ ახალს. ითხოვს ყურადღებას და ხალისიანია, როდესაც ეთამაშებიან. ღუღუნი იცვლება სიტყვების მსგავი ბგერებით. ამეტყველების პირველი ელემენტები სწორედ ამ ასაკიდან იწყება. ბავშვის ენის სამყაროსთან სწორი კავშირი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესაუბრებიან მას. უნდა ეცადოთ რომ ბავშვს გამართულად ელაპარაკოთ. არ გაიმეოროთ მის მიერ წარმოთქმული ბგერები და სიტყვები, არ უნდა ,,მოიჩლიფოთ“ ენა. ბავშვი ყველაფერს სწავლობს მიბაძვით და ასეთ შემთხვევაში სწორი მეტყველების დაწყება არ გაუძნელდება. ექვსი თვის ბავშვთან აქტიურად იწყებს მუშაობას მეტყველების ორგანოები. რაც უფრო ცოცხალია ეს პროცესი, მით აქტიურია მისი ჩართულობა გარემოში.

ექვსი თვის ბავშვს, უნდა ჰქონდეს განმარტოების, სიმშვიდისა და თამაშის პერიოდი მისთვის უსაფრთხო ადგილზე. ეს არის მისი საწოლი. ის წევს თავის საწოლში, სიამოვნებით და ღუღუნით ეთამაშება თავის ხელებსა და ფეხებს. ისინი ბავშვის პირველი სათამაშოები არიან. ბავშვი ადვილად ტრიალდება საწოლში. ფეხებს აყრდნობს ან ურტყამს საწოლის კიდეებს. საფენის გამოცვლის დროს მისი, უკვე ძლიერი, ფეხები შეიძლება მომვლელს მტკივნეულადაც კი მოხვდეს მუცელში. ზურგზე წოლისას ადვილად ტრიალდება მუცელზე და იწყებს ხოხვას. სამწუხაროდ ყველა ბავშვი ამას არ აკეთებს, თავისი თუ უფროსების მიზეზით. ყველანაირი ხერხით ხელი უნდა შეუწყოთ იმას, რომ ბავშვმა სულ მცირედით მაინც იხოხოს. ეს არის მისი განვითარების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც ჯდომა, დგომა და სიარული.

ექვსი თვის ბავშვს შეუძლია ჯდომა. მართალია ეს დახმარებით  ხდება, მაგრამ ის ზის და ეს მას დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ჯდომის დროს იწყებს თამაშს და როგორც კი მისი ყურადღება სათამაშოსკენ გადაინაცვლებს ის კარგავს წონასწორობას. სწორედ ამიტომ, ამ ასაკში განსაკუთრებული  სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო!

ბავშვი ხელებით აკეთებს რიტმულ მოძრაობებს, კერძოდ, ერთ საგანს ამოძრავებს მეორე უძრავი საგნის მიმართ, მაგალითად, ურტყამს კოვზს მაგიდას. კარგად იჭერს დიდ საგნებს. შეიძლება რამოდენიმე საგანიც კი ერთდროულად დაიჭიროს. ძირს აგდებს ნივთებს და ეს მას ახალისებს.

ბავშვი კარგად გრძნობს გარშემომყოფის ხასიათს, მკაცრი ლაპარაკი ტირილს აწყებინებს და შეიძლება გაგებუტოთ კიდეც. გრძნობს თქვენი საუბრის ინტონაციას. ესმის სახელები. დაძახებაზე რეაგირებს.

ხელებისა და თითების შეხებით და პირში ჩადებით შეიმეცნებს სამყაროს. იწყებს თქვენი სახის შესწავლას, აღებს დიდი პირს და უნდა რომ ,,ჩაგკბიჩოთ“. ასეთი ქმედებებით ის კარგად შეგიგრძნობთ და თქვენ, მისთვის უკვე ძალიან ახლობელი ხდებით.

ამ პერიოდში ამოჭრას იწყებს კბილები, რასაც წინ შეიძლება უძღოდეს ბავშვის დისკომფორტი, რაც გამოიხატება მისი მოუსვენრობით, უძილობით, უმადობით, შესაძლებელია აღინიშნოს ტემპერატურული რეაქცია. გაზლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია).

ექვსი თვის ბავშვი კარგად ცნობს საგნებს. განსაკუთრებით იმ საგნებს, რომლებიც მის კვებასთან არიან დაკავშირებული.

ხშირად გაიყვანეთ ჰაერზე სასეირნოდ, ზამთრის პერიოდში ჩაცმის პროცესი მისთვის არასასიამოვნოა და იწყებს ტირილს. გარეთ გაყვანისთანავე ტირილს წყვეტს. შინ ყოფნის დროს ეცადეთ ბევრი არ ჩააცვათ ბავშვს. ის ,,კომბოსტავით“ არ უნდა გამოიყურებოდეს.

ექვსი თვე ის ასაკია, როდესაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება კვების თვალსაზრისით, განსაკუთრებით ბუნებრივ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის. ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს დამატება უკვე მიღებული აქვთ. ძუძუზე მყოფ ბავშვს ექვს თვემდე არანაირი საკვების დამატება არ უნდა. ახლა კი მან ახალი საკვები უნდა მიიღოს. კვების საკითხებთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს პედიატრს.

ექვსი თვის ბავშვის წონაა 7-7,5კგ. სიგრძე 65-70სმ.

ექვსი თვის ბავშვთან ძილის მხრივ რადიკალური ცვლილებები არ ხდება, შედარებით ხუთი თვის ბავშვთან. ღამით ძინავს 10 საათი, დღის განმავლობაში 2-3ჯერ. ხანგრძლივობა და ხარისხი ინდივიდუალურია. საღამოს ძილის წინ ეცადეთ, რომ არ ეთამაშოთ აქტიურად და ენერგიულად. სიმშვიდით, სიწყნარითა და სიმღერით ხელი შეუწყეთ ძილის სამყაროში მის გამგზავრებას. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ პედიატრს.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

21 აპრილი 2018

ხუთი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

ხუთი თვის ბავშვთან უკვე კარგად ჩანს იმ უნარების განვითარება, რაც წინა თვეებში განივითარა და ახალი შესაძლებლობებიც. მისი ფსიქო-ემოციური სფერო აშკარად განვითარებულია, ის იწყებს სტუმრებზე უცხოობას. თავს ავლენს მისი სიმპათია-ანტიპათიური დამოკიდებულება სხვადასხვა ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით უცხო პირების მიმართ. თუ მასთან გულწრფელად და მთელი არსებით შედიან კონტაქტში, უღიმიან და უცინიან, ისიც იგივე სიცილით პასუხობს, თუმცა მასთან შეიძლება არ მივიდეს და აყვანის შემთხვევაში გაიწიოს ოჯახის წევრისკენ, შემდეგ კვლავ გამოხედოს და გაუღიმოს.

მუცელზე წოლისას წევს თავსა და მხრებს, ბრუნდება ზურგიდან მუცელზე და პირიქით. თუ მტევნებზე ხელს მოვკიდებთ და წამოვწევთ, ადვილად წამოჯდება და წამოჯდომის მცდელობები ხშირია. ხუთი თვე არ არის ის ასაკი, რომ უფროსების მხრიდან იყოს მისი დაჯდომის მცდელობები - ეს ჯერ ადრეა! განვითარების პროცესის დაჩქარება (ამ შემთხევაში იგულისხმება დაჯდობა), თავად ამ განვითარებას შეუშლის ხელს, რადგან მას ჭირდება ძალა, რომელიც ჯერ არ აქვს, ამიტომ ძალას სხვა, ამ ასაკისათვის უფრო მნიშვნელოვან პროცესს წაართმევს. ბავშვის არსებაში ყველაფერი გარკვეული თანმიმდევრობითა და ჰარმონიულობით არის დაკავშირებული, ერთი გამომდინარეობს მეორისგან და ორივე ერთი მთლიანობის ნაწილია. ბავშვის ორგანიზმში მიმდინარეობს პროცესები, რომლებიც დაკავშირებული არიან ნებელობით საწყისთან და არა ცნობიერთან. ეს პროცესები მანამ უნდა დასრულდეს სანამ ბავშვი დაჯდება, რადგან ჯერ უნდა მოხდეს სხეულისა და მისი ორგანოების ფორმირება და შემდეგ მისი გამოყენება! ნაადრევად დასრულებულ პროცესებს ბავშვისთვის ზიანი მოაქვს. მათი გამოსწორება შემდეგ უფრო ძნელია. ის ხანგრძლივი დროით ართმევს ბავშვს ზრდის ძალებს. შესაძლებელია მოგვიანებით ასაკში განვითარდეს ემოციურ სფეროში სისუსტეები. მშობლები ამ პერიოდში ხშირად მიმართავენ გიმნასტიკურ უხეშ ფიზიკურ ჩარევებს, რაც არა სასურველია! ჩემი რჩევა იქნება თავი შეიკავოთ ამისგან. მოგვიანებით ასაკში ჯანსაღი ფიზიკური ქმედებები, პირიქით, ხელს უწყობს ბავშვის კარგ განვითარებას.

ხუთი თვის ბავშვი აკვირდება თავის მტევნებს (მუშტად შეკრულს თუ გაშლილს), თამაშობს კიდურებით. განსაკუთრებით ფეხებით, რომლებიც ხან ჩნდებიან და ხან ქრებიან. იჭერს მას და ფეხის თითებს იდებს პირში. ადვილად იტაცებს საგნებს, ერთი ხელიდან მეორეში გადააქვს და პირისკენ მიაქანებს. ის მას აგემოვნებს და ამით ,,შეიმეცნებს“.

 ხუთი თვის ასაკის ბავშვი წარმოთქვამს ბგერებს და ღუღუნი ძლიერდება, მაშინ როდესაც უფროსები ესაუბრებიან ან ესმის სასიამოვნი მუსიკა. ამ ასაკში იდება საფუძველი სმენის განვითარების. მისი კეთილგანწყობა დამოკიდებულია გარშემომყოფებზე. ის უკვე კარგად გრძნობს უბრაზდებით თუ ეფერებით. მისი რეაქციაც შესაბამისია.

ხუთი თვის ასაკში ბავშვი დაბადების წონას იორმაგებს. მისი წონა დაახლოებით 7-8კგ,-ია, სიგრძე 65-67სმ.

ღამის ძილი 10-11 საათი გრძელდება, მაგრამ შედარებით ადრე იღიძებს და ითხოვს თამაშს. შესაძლებელია რომ საკვების მიღების შემდეგ მალევე დაიძინოს. მთელი დღის განმავლობაში 2-3 ჯერ იძინებს. შესაძლებელია, რომ ერთ-ერთი ძილი იყოს ხანგრძლივი და ღრმა. ორი მათგანი კი ხანმოკლე და ზედაპირული.

გაასეირნეთ ბავშვი ინტენსიურად ჰაერზე. დღის ძილი სასურველია იყოს გარეთ. საღამოს ძილის წინ ეცადეთ, რომ არ ეთამაშოთ აქტიურად და ენერგიულად. სიმშვიდით, სიწყნარითა და სიმღერით ხელი შეუწყეთ ძილის სამყაროში მის გამგზავრებას.

ხუთი თვის ბავშვის კვების შესახებ მშობლებმა პედიატრს უნდა დაუსვან შეკითხვები, განსაკუთრებით ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

21 აპრილი 2018

რაქიტის პროფილაქტიკისთვის D ვიტამინის მიცემა დახმარებაა, თუ ხელის შეშლა ძვლების ინდივიდუალური ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ჩარევის გარეშე შეიძლებოდა ნორმალურად წარმართულიყო

სტატიის ავტორი - ოჯახის ექიმი თამარ ვაშაკიძე

რაქიტი სინათლის ნაკლებობით განპირობებული დაავადებაა.  მას ცივილიზაციის დაავადებაც შეიძლება ვუწოდოთ, რადგან სტატისტიკურად  ზომიერი ზონის ინდუსტრიულ ცენტრებში ფიქსირდება. პათოფიზიოლოგიურად დადასტურებულია, რომ მზის სინათლეზეა დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმში საკუთარი D ვიტამინის წარმოქმნა; ეს უკანასკნელი კი პასუხისმგებელია როგორც ჩონჩხის ძვლოვანი სტრუქტურის ფორმირებაზე, ისე იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაზე. სინათლის ნაკლებობის შედეგად თავს იჩენს ალციუმის და ფოსფორის ცვლის დარღვევა, მკურნალობის გარეშე მინერალური ცვლის დარღვევის გამო ხდება ძვლების  დეფორმაციები, კბილების დაზიანება და იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება. რაქიტი შეიძლება ნებისმიერ ბავშვს დაემართოს, თუ მზის სინათლეს და სითბოს მოვაკლებთ. განსაკუთრებით რისკის ქვეშ იმყოფებიან ახალშობილები პირველი გამოზამთრების დროს, დღენაკლულები და ბავშვები თანდაყოლილი ნივთიერებათა ცვლის პათოლოგიით.

რაქიტის პირველი ნიშნებია: გადაჭარბებული, პროგრესირებადი ოფლიანობა განსაკუთრებით თავის მიდამოზე (სპეციფიური მჟავე სუნის ელფერით) და ხელ-ფეხის სინოტივე, რასაკვირველია მანამდე გამოვრიცხავთ ზედმეტად თბილ ჩაცმულობას.  თვალშისაცემია შფოთიანი ძილი,  ზოგადი ჭირვეულობა და ძუძუს წოვის სისუსტე განსაკუთრებით საღამოს, გახშირებული და რთულად მიმდინარე რესპირატორული ინფექციები. რაქიტის დროს სისხლში კალციუმის ნაკლებობის გამო შეიძლება მოიმატოს კრთომებმა და კრუნჩხვისადმი მიდრეკილებამ. შორსწასულ შემთხვევაში რაქიტის შედეგად შეიძლება განვითარდეს ტეტანიაც. ბოლოს   ყალიბდება ძვლების დეფორმაცია.

ამგვარად, რაქიტი არის დაავადება, რომელიც როგორც იმუნური სისტემის ვიტალურ ფუნქციას, ისე ჩონჩხის გამოკრისტალებას, ფიზიკური ფორმის მიცემას უქმნის საფრთხეს. რაქიტი გვევლინება, როგორც ბავშვის მიერ საკუთარი სხეულის ფორმირების უნარის ნაკლებობა. ამ დაავადების პროფილაქტიკისთვის მოწოდებულია ახალშობილთათვის  D ვიტამინის  რუტინული მიცემა. ეს კი  არც თუ ისე უსაფრთხოა, რადგან  ბავშვს მზა სუბსტანციას ვაწვდით და თანაც ფიზიოლოგიურად დღიური მოთხოვნილების ორმაგ რაოდენობას.  D ვიტამინი აქტიური ჰორმონულად ქმედითი სუბსტანციაა, მისი მიცემა საკმაოდ შორს მიმავალი ხელოვნური მანიპულაციაა, რომლსაც ოსიფიკაციის, გაძვალების დაჩქარებამდე მივყავართ. არ არის სადავო ის ფაქტი,რომ დღესდღეობით ყიფლიბანდის დახურვა უფრო ადრე ხდება, ვიდრე ეს ძველ ლიტერატურაში იყო მითითებული. ეპიფიზებზე გადაღებულ რენტგენის სურათებზეც სუბსტიტუირებულ ბავშვებში ზრდის ზონების ნაადრევი დახურვა ფიქსირდება, ეს  D ვიტამინის პროფილაქტიკური მიცემის შედეგია.

 რას ნიშნავს ასეთი ჩარევა ადამიანისთვის?  სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით ადამიანის ქალასარქველის გაძვალება ბევრად ნელა მიმდინარეობს და ამ პროცესის გახანგრძლივება სჭირდება თავის ტვინს ზრდა-განვითარებისთვის. ძაღლ-მაიმუნებთან  ყიფლიბანდი  დაბადებამდე იხურება, ადამიანის მსგავს მაიმუნებთან - დაბადებიდან მალევე , ხოლო ადამიანისთვის 1-1,5 წელია საჭირო.

რას ნიშნავს ის, როცა მაგ. D ვიტამინის პროფილაქტიკური მიცემით ნაადრევად ვამკვრივებთ თავის ქალას, როგორ ცვლის ეს ტვინის განვითარების პროცესს? 

D ვიტამინის მიცემა დახმარებაა, თუ ხელის შეშლაა ძვლების ინდივიდუალური ჩამოყალიბებისთვის, რომელიც ჩარევის გარეშე შეიძლებოდა ნორმალურად წარმართულიყო ?

მშობლებს ხშირად ძალიან კარგად ესმით ყველაფერი, მთავარია ავუხსნათ, რომ ერთის მხრივ სერიოზულ და ახალშობილობის პერიოდში შესაძლო გართულებების მქონე დაავადების რისკთან გვაქვს საქმე და მეორეს მხრივ ვიტამინი D-ს რეფლექსური მიცემა პროფილაქტიკისთვის არ არის ის, რაც არ გამოიწვევს ბავშვის დაზიანებას, რომ ეს საკმაოდ მძიმე ჩარევაა, რომლის შედეგების ბოლომდე ამოცნობა ძნელია. ნორმალურ შემთხვევაში ბავშვს უნდა დავაცადოთ საკუთარი სხეულის შენება და მხოლოდ მაშინ ჩავერიოთ, როცა თავისი ძალებით ეს ვერ ხდება. სინამდვილეში კითხვა რაქიტის პროფილაქტიკასთან დაკავშირებით ასე უნდა ისმებოდეს: თუ შეუძლია ჩემს შვილს თავისით ჩონჩხის და კბილების საკმარისი მინერალიზაცია და ფორმირება? როგორ შემიძლია მე ხელი შევუწყო ამ პროცესს?  თუ კითხვას ამგვარად დავსვამთ, საექიმო აზროვნებიდან გამომდინარე პასუხი ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა იქნეს გაცემული. ნათელია, რომ ბევრ ბავშვს საერთოდ არ სჭირდება სამედიცინო ჩარევა და მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობა საკმარისია.

მეორე მნიშვნელოვანი მოსაზრებაა, რომ ადამიანთა ინდივიდუალური განვითარების დინამიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, და თუკი ინდივიდუალობას იმდენი დრო ეძლევა თავისი სხეულის ჩამოყალიბებისთვის, რამდენიც მას ამისათვის ესაჭიროება, მაშინ შეუძლია სხეულს იყოს ამ პიროვნებისთვის შესაბამისი. აქ იწყება ინდივიდუალური ქმედება: საკუთარი სხეულის ქმნადობა პირველი, ჯერ კიდევ ბავშვის ქვეცნობიერში არსებული ნებითი აქტია, რომელიც მერე პიროვნულ გამართულობაში, მეტყველების განვითარებაში და შემდგომ თანდათან გაცნობიერებულ ნებით ქმედებაში გადადის.

ვიტამინი D-ს პროფოლაქტიკის მიზნით ყველა ბავშვისთვის მიცემის პრინციპი არ ითვალისწინებს , რომ ხშირ შემთხვევაში სრულიად არასაჭირო ჰორმონალურ სუბსტანციას ორგანიზმი საკუთარი აქტივობის დასუსტებამდე მიჰყავს, და ეს კი ბავშვისათვის ინდივიდუალიზაციის წართმევაა, მისი ზოგადი განვითარების დაჩქარებაა, რაც არის ბავშვის ინდივიდუალური დროის სივრციდან ამოგდება და მისთვის თვითრეგულაციის უნარის წართმევა.

შემაჯამებლად უნდა ვთქვათ, რომ რაქიტი ბავშვის განვითარება-გაფურჩქვნისთვის საშიშია, მაგრამ არანაკლებ საშიშია პროფილაქტიკურად ვიტამინი D-ს მიცემით ხელოვნურად გამოწვეული   საპირისპირო პროცესის დაჩქარება - ძვლების არაინდივიდუალური, სწრაფი მინერალიზაცია .  ამიტომ რაქიტის პროფილაქტიკის საკითხს ექიმი და მშობელი ერთობლივად უნდა წყვეტდეს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოხდეს  D ვიტამინის დანიშვნა თუ ვირჩევთ რაქიტის ინდივიდუალური პროფილაქტიკის გზას. ეს უკანასკნელი  გულისხმობს ექიმთან მიბმულობას. მხოლოდ  იმ შემთხვევაში შეიძლება ატაროს ექიმმა ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა, თუ პირველი წლის პირველი 6 თვის განმავლობაში       4 კვირაში ერთხელ,  ხოლო  მეორე ნახევარწლეულში 6 კვირაში ერთხელ აჩვენებენ ბავშვს ექიმს.  ეს იძლევა ბავშვზე ნატიფი დაკვირვების საშუალებას.

რაქიტის ინდივიდუალური პროფილაქტიკა უნდა იყოს პრიორიტეტი, განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, სადაც საკმაოდ მაღალია მზის აქტივობა და ხშირია მოწმენდილი ცა. ბუნებრივი პირობების და ექიმის მიერ საჭიროების შემთხვევაში ნატურალური (ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური) საშუალებების გამოყენების წყალობით შეგვიძლია დავიცვათ ბავშვი ზედმეტი და შესაძლო დამაზიანებელი ჩარევისგან. ეს პოზიცია რასაკვირველია არ გამორიცხავს ექიმის მიერ აუცილებლობის შემთხვევაში D ვიტამინის დანიშვნას. ამისათვის   ექიმის ხელოვნებაა საჭირო ,რათა მან ისე იზრუნოს ბავშვზე, რომ რისკების გარეშე შეძლოს ბავშვმა  ჰარმონიული განვითარება ნაადრევ და დაგვიანებულ გაძვალებას შორის წონასწორულ მდგომარეობაში. 

 

  

21 აპრილი 2018

ოთხი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი ლია ბუღაძე

ოთხი თვის ბავშვი იწყებს იმ უნარების უფრო მეტად განვითარებას, რომლებიც მანამდე ჰქონდა. თქვენ აშკარად ამჩნევთ ცვლილებებს. ის აქტიურად გამოხატავს თავის სურვილებს, როგორც მიმიკით, ასევე ფიზიკური აქტიურობით. უყვარს როდესაც მას ელაპარკებიან. ხმამაღლა იწყებს სიცილს და როდესაც წყვეტენ მასთან ლაპარაკს, შეიძლება ტირილი დაიწყოს. შთაბეჭდილებებზე თავისუფლად რეაგირებს. ბავშვი უკვე ძალიან კარგად ანსხვავებს ოჯახის წევრებს და სტუმრებს. იწყებს სხვადასხვა ბგერების წარმოთქმას, შესაძლებელია აგყვეთ ლაპარაკში. ჩუმდება როდესაც ესმის მუსიკა.

ძლიერდება ბავშვის კუნთოვანი სისტემა და წესრიგდება მოძრაობა. ხმაზე ადვილად ატრიალებს თავს. აქვს შესაბამისი რეაქცია სხვადასხვა ხმაზე. მისი თითები მუდმივად გაშლილია და კარგად ერთობა მათი თამაშით. მუცელზე  წოლისას ეყრდნობა მტევნებს, განსხვავებით სამი თვის ბავშვისაგან, რომელიც ეყრდნობა მკლავებს. ასეთ მდგომარეობაში ის ერთვება ახალ სიტუაციაში, აქტიურად ათვალიერებს გარემოს, ცდილობს მიწვდეს და შეეხოს საგნებს, რომლებსაც ხედავს, ცდილობს ჩაებღაუჭოს მათ. შეუძლია ხელების ერთმანეთთან მიტანა, ისე რომ თითები არ დაიხმაროს. ადვილად იჭერს ბოთლს ორივე ხელით. ზურგზე წოლისას არის მცდელობები ფეხების ზევით აწევის, რომელსაც ხშირად ახერხებს და ამით კარგად ერთობა. ზურგზე წოლისას შესაძლებელია, რომ გადაბრუნდეს გვერდზე და ეს მოხდეს ძალიან სწრაფად. თუ მანამდე ბავშვს თავისუფლად ტოვებდით მარტო საწოლზე, რომელსაც არ აქვს დამცავი ხარიხები, ოთხი თვის ასაკში მისი დატოვება უკვე საშიშია!

ამ ასაკში იწყება კბილების ამოჭრისთვის მზადება, ამიტომ  გაძლიერებულია ნერწყვდენა (ჰიპერსალივაცია). შესაძლებელია, თუმცა ძალიან იშვიათად, რომ წინა საჭრელმა კბილმა ამოყოს თავი.

თმის ფერი იცვლება. დაცვენილი ღინღლის მაგივრად ამოსვლას იწყებს შედარებით სქელი თმა. თმის ამოსვლისა და ინტენსივობის საკითხი ინდივიდუალურია.

ბავშვი აქტიურად გაიყვანეთ სასეირნოდ და თუ დღის ძილი ხერხდება  ჰაერზე,  ეს ძალიან სასარგებლოა! ოთხი თვის ბავშვს ღამით ძინავს 10-11 საათი. დღის განმავლობაში 3 ჯერ უნდა იძინებდეს. სიფხიზლის პერიოდებში თავის თავთან თამაშიც უნდა შეეძლოს.  დღის ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია. ერთ-ერთი ძილი შეიძლება იყოს მხოლოდ ხანგრძლივი (3საათი) და ღრმა. დანარჩენი ორი ხანმოკლე და ზედაპირული.

ოთხი თვის ბავშვი იწონის  6,5 - 7,5კგ. მისი სიგრძე მერყეობს 60-65 სმ-ის ფარგლებში. ეს მონაცემები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე.

ოთხი თვის ბავშვის კვების შესახებ მშობლებმა პედიატრს უნდა დაუსვან შეკითხვები, განსაკუთრებით ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების შემთხვევაში.

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები გაწონასწორებული იქნება, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

21 აპრილი 2018

ჰიპერთირეოზი- დაავადება თუ სასიცოცხლო-ეთერული ძალების გამოფიტვის შედეგად მიღებული მდგომარეობა?

სტატიის ავტორი ლალი ანდრიაშვილი


ფარისებრი
ჯირკვალი ენდოკრინული სისტემის უმნიშვნელოვანესი ორგანოა, რომელიც ორ ჰორმონს თიროქსინს და ტრიიოდთირონინს გამოიმუშავებს, რომლებიც ჩვენში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს და ამ ცვლის გაკვეული დირიჟორია,მათი ჭარბი რაოდენობის გამომუშავებას ეწოდება ჰიპერთირეოზი -ამიტომ სიმპტომები, რომლებიც ამ პათოლოგიური მდგომარეობის დროს გამოვლინდება- განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის გადაჭარბებული მოქმედებით:
- გულისცემის გახშირება (ტაქიკარდია)
- ხელების ოფლიანობა და კანკალი (ტრემორი)
- თვალების წინ წამოწევა (ეგზოფთალმი)
- ადვილად გაღიზიანებადობა,აგზნებადობა
- ძილის დარღვევა
- გახშირებული შარდვა და დეფეკაცია
- წონაში კლების ტენდენცია და სხვა
კლასიკური კონვენციონალური მედიცინა პრობლემის გადაწყვეტას ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბლოკვით ახორციელებს ( მედიკამენტები -თიონამიდები, რადიოიოდინური მკურნალობა, ოპერაციული ჩარევა). რატომ გამოვიდა ორგანიზმი ჩვეული წონასწორობიდან, რატომ გააქტიურდა ფარისებრი ჯირკვალი, აქვს თუ არა ორგანიზმს რესურსი კვლავ აღიდგინოს დარღვეული წონასწორული მდგომარეობა - ამ კითხვებზე პასუხს, სამწუხაროდ საბუნებისმეტყველო მედიცინა ვერ იძლევა- რადგან მისი მიზანი სიმტომების მოშორებით ამოიწურება.
ჰიპერთირეოზის ამოცნობა რთული არ არის, პაციენტი ზედმეტად გააქტიურებულია, სწრაფად და ბევრს საუბრობს, გაძლიერებულია გულისცემათა სიხშირე, დარღვეულია ძილია და ამ ყველაფრის გამო არის გადაღლილი და გამოფიტული. დიაგნოზის დასმამდე ხშირად ამბობს რომ აქვს ნევროზი, მაგრამ დღეს ხომ ნევროზი ყველას აქვს -არის დამამშვიდებელი პასუხი, მაგრამ ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა და დრული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა აუცილებელია!
თერაპიის სახლი 28 წლიანი გამოცდილებით, მრავალი პაციენტის მადლიერებაზე დაყრდნობით და ევროპელი კოლეგების შედეგების გათვალისწინებით გთავაზობთ უსაფრთხო და ეფექტურ მკურნალობის მეთოდს - ბუნებრივი მედიკამენტების გამოყენებით ( საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა თიონამიდების დანიშვნაც, მაგრამ მინიმალური დოზებით) და ასევე დარღვეული ბალანსის და სასიცოცხლო- ეთერული ძალების სწორად აღდგენას- სამკურნალო ევრითმიის და რიტმული მასაჟის ელემენტების გამოყენებით.

21 აპრილი 2018

ონკოლოგიურ დაავადებათა ინტეგრაციული თერაპია

სტატიის ავტორი თამარ ვაშაკიძე

კიბო არის დაავადება, რომელიც წარმოადგენს  უამრავი სპეციალისტის მრავალმხრივი კვლევისა და შესწავლის საგანს, რადგან ამ დაავადებას სოციალური თვალსაზრისითაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს ავადმყოფობა დაავადებულ ადამიანს სცდება და მისი ოჯახის წევრებს და მეგობართა წრესაც მოიცავს, მას თან ახლავს შიშის და ტრაგედიის განცდა.

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი კვლევის შედეგად დიდი მიღწევებია მედიცინაში, შეიძლება ითქვას, რომ ეს დაავადება იშვიათი გამონაკლისების მიუხედავად  დაუძლეველ პრობლემად რჩება.

ამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კონვენციონალურ მედიცინაში მიღებულ მყარად განსაზღვრულ მიდგომასთან და მკურნალობის სქემებთან ერთად, რაც დაავადებას ითვალისწინებს და არა დაავადებული ადამიანის ინდივიდუალურ თვისებებს, მოთხოვნილებებს და საჭიროებებს, მკურნალობის პროცესში გამოყენებულ იქნას  „ინტეგრაციული ’’ მიდგომა. ინტეგრაციული ნიშნავს ყველა კონკრეტული სიტუაციისთვის აზრიანი თერაპიული ღონისძიების ერთად თავმოყრას და დაავადების წინააღმდეგ შეძლებისდაგვარად მრავალი მხრიდან შეტევას. მხოლოდ ამ შემთხვევაში არის შესაძლებელი წარმატებული გამოსავალი.

კიბო შეიძლება ბევრი რამ იყოს: დაავადება, ბედისწერა, შანსი, ცხოვრების დრამა ან ტრაგედია, ბიოგრაფიული გარდატეხის წერტილი. მიუხედავად ყველაფრისა, კიბო არის ბიოლოგიური პროცესი, რაც ცხოვრებას მიეკუთვნება. ადამიანის სხეულში დღის განმავლობაში მილიონობით უჯრედი კვდება, მათი ჩანაცვლება ხდება ახლით.  უჯრედები მრავლდებიან და შვილეულ უჯრედებს გადასცემენ მემკვიდრეულ ინფორმაციას. ამ მასშტაბურ პროცესში ხდება შეცდომებიც და არანორმალური, სიმსივნური უჯრედებიც წარმოიქმნება. იმუნური სისტემა მათ ამოიცნობს და ანადგურებს, მაგრამ თუ გადაგვარებული უჯრედები ბევრია, ან იმუნური სისტემა არის სუსტი, ის ამ ბრძოლაში წაგებული რჩება და ერთეული სახეშეცვლილი უჯრედი სიმსივნის განვითარებას უდებს საფუძველს. ეს პროცესი ბევრი ფაქტორით შეიძლება იქნას ხელშეწყობილი. ასეთი გარეგანი ფაქტორებია  მაგ. შემცირებული მიკროელემენტების, ვიტამინების, სასარგებლო საკვები ნივთიერებების მიღება. ალკოჰოლი, ნიკოტინი, საკვების მავნე დანამატები, დაბინძურებული გარემო, ვირუსები. შინაგანი ფაქტორებია: სტრესი, ემოციური დატვირთვა, ქრონიკული გადაღლა. ასევე ცნობილია ზოგიერთი სიმსივნის მემკვიდრეული ხასიათი.

კიბოთი დაავადება ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ სიმსივნე. ეს დაავადება ერთი ორგანოს ფარგლებს სცდება და მთელ ადამიანს მოიცავს, მის არა მხოლოდ ფიზიკურ დონეს, არამედ ემოციურ და სულიერ სფეროსაც. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ თანადგომას, რათა შენარჩუნდეს შინაგანი წონასწორობა და სიმშვიდე.

სასკოლო მედიცინის მიზანია სიმსივნის განადგურება. ამისათვის 3 კლასიკურ ხაზს იყენებს: მეტალს(სკალპერი), სხივს(რადიაციული თერაპია) და ქიმიას (ქიმიოთერაპია). ამ მეთოდებთან დაკავშირებით არსებობს დიდი გამოცდილება და კვლევების შედეგებზე დაყრდნობილი სტატისტიკა.

ოპერაცია სასურველია შეძლებისდაგვარად რადიკალური იყოს. შემდგომი ქიმიოთერაპია მოწოდებულია დარჩენილი პათოლოგიური უჯრედების გამრავლება-გავრცელების საწინააღმდეგოდ. რადგან მისი მოქმედება მთელ ორგანიზმზე ვრცელდება, კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დანიშვნის რეჟიმი. ადგილობრივი რეციდივის პროფილაქტიკისთვის , ან დარჩენილი სიმსივნის დესტრუქციისთვის გამოიყენება სხივური თერაპია. მისი ზემოქმედებით სამწუხაროდ პათოლოგიურ კერასთან ერთად მიმდებარე ჯანსაღი ქსოვილებიც ზიანდება.  ჩატარებული ღონისძიებების შედეგის შენარჩუნებისთვის შედარებით ხანგრძლივად ინიშნება ჰორმონოთერაპია ან იმუნოთერაპია.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიმსივნის გამანადგურებელ თერაპიას თან ახლავს არასასურველი გვერდითი მოვლენები და თანმხლები გართულებები, რაც პაციენტის ზოგად მდგომარეობას თრგუნავს ,  აუარესებს როგორც იმუნურ სისტემას, ისე გუნება-განწყობილებას. ამიტომაც თანამედროვე ონკოლოგიაში კონვენციონალური მეთოდი განივრცობა კომპლემენტარული მეთოდებით. მათ შორის ანთროპოსოფიული მედიცინა მოწინავე ადგილზეა. როგორც სამეცნიერო კვლევებით, ისე ექიმების და პაციენტების ხანგრძლივი პოზიტიური გამოცდილებით დასტურდება მისი ეფექტურობა. ეს მეთოდი არ არის ალტერნატიული, არამედ განავრცობს სასკოლო მედიცინას.

ონკოლოგიური დაავადების მქონე ადამიანს ანთროპოსოფიული მედიცინა სთავაზობს როგორც მედიკამენტოზურ , ისე არამედიკამენტოზურ თერაპიებს. ცენტრალური სამკურნალო საშუალებაა მცენარე ფითრი. უკვე ასწლიანი ევროპული გამოცდილების არის ფითრის წვენისგან ქარხნული წესით დამზადებული შვეიცარული წარმოების კანქვეშ საინექციო ამპულები ისკადორი. არსებობს აგრეთვე გერმანული წარმოების ფითრის სხვა პრეპარატები: აბნობა, ისკუცინი ან ჰელიქსორი.

 ფითრის ექსტრატში არსებული აქტიური ნივთიერებები (ლექტინები და ვისკოტოქსინი) ციტოტოქსიურია, პათოლოგიურად შეცვლილი უჯრედების აპოპტოზს იწვევს , ამით  ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედთა ზრდას და გავრცელებას. ამდენად ფითრის პრეპარატები ეხმარება კონვენციალურ მეთოდებს მიზნის მიღწევაში (სიმსივნის განა დგურებაში), და ამავე დროს იმის გამო, რომ მათ იმუნომოდულატორული მოქმედება აქვთ, პაციენტის ზოგად მდგომარეობას აუმჯობესებს. ძლიერდება ორგანიზმის ბრძოლის უნარი.ფითრით თერაპია ხელს უწყობს ენდორფინების გადმოტყორცნას, რისი წყალობითაც უკან იხევს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, უძილობა, უმადობა, ტკივილი. უმჯობესდება გუნება-განწყობილება. მსუბუქდება ქიმიოთერაპიის თანმხლები გვერდითი მოვლენები და შესაძლებელი ხდება ქიმიოთერაპიის სრული კურსის გავლა.

ფითრის პრეპარატების დანიშვნა და დოზირების რეჟიმის წარმართვა ხდება შესაბამისი გამოცდილების მქონე ექიმის მიერ. მკურნალობის დაწყება სასურველია დიაგნოზის დასმისთანავე და გრძელდება როგორც ქიმიოთერაპიის პარალელურად, ისე მისი დასრულების შემდეგაც რეციდივის პრევენციისთვის. არამედიკამერტოზური თერაპიები: სამკურნალო ევრითმია, ხელოვნებითი თერაპია, რიტმული მასაჟი და მრავალფეროვანი გარეგანი ზემოქმედებები შესაძლებელს ხდის, რომ თვითგანკურნების ძალების გააქტიურებით დაიძლიოს ამ დაავადების ტენდენცია და სამკურნალო ზემოქმედების არეალი ფიზიკური სხეულის გარდა გავრცლდეს მთელ ადამიანზე, მის ემოციურ და სულიერ სფეროზეც. ონკოლოგიური დაავადებაც ხომ მთელ ადამიანს მოიცავს.

თუ სიმსივნის განადგურება ხერხდება, ინტეგრაციული ჩარევით ვეხმარებით ადამიანს ძალების აღდგენაში და ვიცავთ რეციდივისგან. ხოლო თუ სიმსივნის განადგურება  ვერ  ხერხდება, პალიატიურ სამსახურში ფასდაუდებელია ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების გამოყენება.

ამ მეთოდით მკურნალობის 25 წლიანი გამოცდილება არსებობს თერაპიის სახლში. ჩვენი პაციენტებიც დაგვეთანხმებიან იმაში, რომ ინდივიდუალურად და ოპტიმალურად დაგეგმილი ინტეგრაციული მიდგომა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის, არამედ ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

 

ექიმი  თამარ ვაშაკიძე

25 თებერვალი 2017

სამი თვის ბავშვი

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

სამი თვის ბავშვს აშკარად ამჩნევთ ხასიათის ცვლილებას. სიფხიზლის პერიოდებში, რომელიც უკვე ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე ერთი ან ორი თვის ასაკში იყო, ითხოვს ყურადღებას. თუ მანამდე იღვიძებდა მხოლოდ ჭამისთვის და შემდეგ კვლავ იძინებდა, ახლა მალევე აღარ იძინებს და  უკვე გაცილებით მეტი რამ აინტერესებს.  კარგად შემოდის კონტაქტში, უფრო კარგად გესმით მისი სურვილები. კმაყოფილების ბგერებს გამოთქვამს, როდესაც ელაპარაკებით და ეთამაშებით. უფრო მეტად არის გამოხატული მიმიკა. ბავშვის მზერა უკვე ფიქსირდებას გარკვეულ საგნებზე. კარგად აღიქვამს ასევე ბგერებს და თავს ატრიალებს იმ მხარეს საიდანაც მოდის ეს ხმა. თუ უმღერით, ცდილბს რომ აგყვეთ. ის, სიფხიზლის დროს, მუდმივად ითხოვს ყურადღებას, ცნობს გარშემომყოფებს და უღიმის, ანსხვავებს ოჯახის წევრებსა და უცხო პირებს. თავის კმაყოფილება შეიძლება გამოხატოს ღუღუნით და უკმაყოფილება ხმამაღალი ბგერებით ან ,,ნებრიცუცით“(თვალებზე ცრემლების მოდგომით, ტუჩების მოკუმვითა და ქვედა ტუჩის გადმობრუნებით). მუცელზე წოლისას თავს და მხრებს წევს და რამოდენიმე წამი ასე ჩერდება. საკუთარი ხელებით თამაშობს, რომლებიც ხან ქრებიან, ხან ჩნდებიან. ზურგზე წოლისას თუ ორივე მტევანზე ხელს კარგად მოვკიდებთ და წამოვწევთ ადვილად მოგყვება და ცდილობს თავადაც წამოიწიოს. 

 

აქტიურად უნდა გაასეირნოთ!!!

 

კარგია თუ დღის ძილი ხდება ჰაერზე. სამი თვის ბავშვს სიფხიზლის პერიოდი ეზრდება და მას ძინავს დაახლოებით 10-11 საათი.  ამ ასაკში ბავშვი ღამის კვებას არ უნდა ითხოვდეს, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში ეს ასე არ არის. პედიატრთან ერთად უნდა დაიგეგმოს ღამით კვების გადაჩვევის ღონისძიებები! შესაძლებელია რომ ღამით გაიღვიძოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ბავშვი უნდა გამოკვებოთ. მის ოდნავ შეფხიზლებაზე არ არის საჭირო საკვების მიცემა. შევეცადოთ რომ ძილი შევუბრუნოთ!!! რაც შეეხება დღის ძილს,  ამ ასაკის ბავშვს 3-ჯერ უნდა ეძინოს. კარგია თუ ეს ხდება ჰაერზე. გარეთ გაუყვანლობა შეიძლება იყოს საღამოს აღგზნებადობისა და უძილობის მიზეზი.  ძილის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია, შესაძლებელია ნეხევარი საათიდან 2-3 საათამდე გრძელდებოდეს. ხანმოკლე ძილის დროს უნდა შევეცადოთ რომ ძილი შევუბრუნოთ. თუ ეს არ ხერხდება იძულებას არ უნდა შეეცადოთ და არ უნდა გაანერვიულოთ. შედით მასთან სასიყვარულო კონტაქტში და ხელი შეუწყვეთ მის ჯანსაღ სიფხიზლეს, რასაც ცოტა ხანში მოჰყვება ჯანსაღი ძილი. ღამის ძილის წინ არ არის საჭირო ბავშვთან აქტიური თამაში. ამით მას მხოლოდ გამოვაფხიზლებთ!!!

 

სამი თვის ბავშვთან უკვე ისახება მეხსიერების გარკვეული ელემენტები, კერძოდ, ჭამის დროის მოახლოებისას, როდესაც ხედავს რომ დედა იქვე ტრიალებს, ელოდება მას და ამას გამოხატავს ხელების და ფეხების ქნევით.

 

ბავშვი მესამე თვიდან იწყებს ლუღლუღს, რაც ბავშვის ფუნქციური თამაშია არტიკულაციის ორგანოებით. ეს არის სამეტყველო აპარატის კუნთების ვარჯიში. ლუღლუღი შედგება მარცვლებისაგან და არა სიტყვებისაგან. ამ დროს ბავშვი ემზადება სიტყვების აგებისათვის. ყველა ეროვნების ბავშვი ერთნაირად ლუღლუღებს. თითქოს ისინი მზად არიან ნებისმიერი ენის შესასწავლად, რადგან ბავშვი იბადება სამყაროს მოქალაქედ და არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის მოქალაქედ. სმენადაქვეითებული ბავშვიც კი ზუსტად ისევე ლუღლუღებს, როგორც ნორმალური სმენის მქონე ბავშვი. მეტყველების ჩამოყალიბებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ მასთან უფროსები. ბავშვს სიტყვის მნიშვნელობა არ ესმის. მნიშვნელოვანია უფროსები რა ჟესტებსა და ქმედებებს ახორციელებენ, როგორია შინაგანი განწყობა და მიდგომა. ბავშვი აღიქვამს ერთ მთლიან გარემოს და წარმოთქმული სიტყვები არ აღიქმება როგორც რაღაც გამოყოფილი ამ მთლიანობიდან, მთლიანობიდან, რომელიც არის მასზე მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი. ეს პროცესი გრძელდება ერთ წლამდე.

 

სამი თვის ასაკიდან იწყება თმის სტრუქტურისა და ფერის  შეცვლა. სხეულზე არსებული ღინღლი იწყებს ცვენას.

სამი თვის ბავშვი დაახლოებით 5,5-7 კგ-ს უნდა იწონიდეს.

 

ბავშვის სიგრძე უნდა მერყეობდეს 60-65 სმ-ის ფარგლებში.

 

თუმცა წონისა და სიგრძის მაჩვენებლები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე!!!

 

კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს!

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის განვითარების მართვის ძირითადი ღონისძიებები უნდა გაატაროთ თქვენ, თუმცა გარშემომყოფების აზრი მოსმენილ და განხორციელებული უნდა იქნას, იმ შემთხვევაში, თუ ეს თქვენთვის მისაღებია. სისტემატურად უნდა იკონტაქტოთ პედიატრთან და გაითვალისწინოთ მისი რჩევები, მაშინ თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე.

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

 

                       ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

 

 

22 თებერვალი 2017

ორი თვის ბავშვი

 

 

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

სიცოცხლის პირველი კვირები გადის სმასა და ძილში. დაბადებიდან რამოდენიმე კვირაში, როდესაც დედა დახედავს თავის პატარას საწოლში, შეამჩნევს რომ ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა. ეს არის დედისთვის სიხარულის წამი. ამ დროს ხდება დედა-შვილის პირველი განსაკუთრებული შეხვედრა, რადგან დედა ხედავს უკვე ბავშვის პიროვნულ მარცვლებს. ასეთი შეხვედრების რაოდენობა შემდეგ თვეებში ინტენსიური ხდება.

 

 

ბავშვი უკვე ნელ-ნელა ეგუება გარემოს, როდესაც არ ძინავს ყველაფერს ხედავს და ესმის. მისი სიფხიზლის პერიოდები იზრდება. კარგად ცნობს დედას, უღიმის კიდეც და დედის სიხარულს აღიქვამს. შეიმჩნევა გამოხატული მიმიკა. ორივე თვალი ერთდროულად მოძრაობს, თუმცა ხანდახან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იხედება, ამიტომ წაუელმებს, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც ეს ხდებოდა ერთი თვის ასაკში. თვალს აყოლებს საგნებს. ითხოვს უფრო მეტ კონტაქტს.

 

 

შეუძლია საგნების კარგად დაჭერა. ხელებისა და ფეხების მოძრაობა ისეთი ქაოტური აღარ არის, თუმცა ნაკლებად მიზანმიმართულია. იწყებს ღუღუნს. თანდათან იზრდება ,,აღუ“-ს თქმის სიხშირე, რაც ოჯახის წევრების აღფრთოვანებას იწვევს. გამოხატავს უკმაყოფილებას ტირილით, როდესაც შია ან საფენი გამოსაცვლელია.  ტირილის დროს დალაპარაკება ან ხელში აყვანა ამშვიდებს. ორი თვის ბოლოს მისი ღიმილი უკვე მიზანმიმართულია. ღიმილისა და სიცილის ინტენსივობა დღეებთან ერთად მატულობს. ბავშვი უფრო აქტიური ხდება,  თავს ამოძრავებს აქეთ-იქით, რეაგირებს დაძახებაზე, აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს.

 

 

ბავშვი თუ არ იცინის, ეს ნიშანია იმისა, რომ ის არ ვითარდება ნორმალურად. სიცილის პერიოდების მატება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების განვითარებასთან, რაც ასევე გამოიხატება სიფხიზლის დროის გაზრდაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძლება მშობლების მხრიდან პედაგოგიური მიმართებების განხორციელება: მოფერება, სიმღერა, საუბარი და ლოცვების კითხვა ძილის წინ. ახალშობილზე მოქმედებს არამშვიდი გარემო, სტუმრიანობა, სხვადასხვა სახის ხმაური. ბავშვი იწყებს ტირილს, ვერ იძინებს, წუხს. ამ დროს ბავშვს ამშვიდებს ძუძუს მოწოვება, მკერდზე მიხუტება და ტარება.

 

 

ორი თვის ბავშვთან ძილის ხანგრძლივობა 16-18 საათს შეადგენს. ღამით უჭირს ექვს საათიანი კვების შუალედის გაკეთება. საკვების მიღების შემდეგ ადვილად აგრძელებს ძილს. დღის განმავლობაში იძინებს ბევრჯერ, დაახლოებით 5-9 ჯერ, მაგრამ ეს ძილი არის ხანმოკლე. ბავშვს 24 საათის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა ეძინოს ხანგრძლივად 4-6 საათი. ორი თვის ასაკში ჯერ კიდევ  შესაძლებელია ძილის რიტმი არ იყოს დარეგულირებული. ამის შესანიშნავი საშუალებაა ბავშვის ხშირად სასეირნოდ გაყვანა ან თუ შესაძლებელია დღის ძილი ჰქონდეს ჰაერზე. პირველ თვეს არსებული აქტიური მეტეორიზმი, მეორე თვეს შემცირებულია.

 

 

შესაძლებელია, რომ შეამჩნიოთ პატარას სახეზე წვრილწერტილოვანი გამონაყარი, რომელიც 5-6 კვირაში გაქრება. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვის სისხლი თავისუფლდება დედის ჰორმონებისაგან.

 

 

კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შესაძლებელია აღენიშნოთ მოწითალო ლაქები, რომლებიც 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრება.

 

 

შესაძლებელია, ორი თვისთვის, ბავშვს თავზე გაუჩნდეს ქერცლები, რომელმაც შემდეგ თვეებში მოიმატოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ პედიატრს.

 

 

ორი თვის ასაკში პატარა უკვე ცდილობს თავი წამოწიოს, განსაკუთრებით მუცელზე წოლის დროს. მართალია, თავის დაჭერა სულ რამოდენიმე წამით ხდება, მაგრამ ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯია. თუ ეს ასე არ ხდება აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

 

ორი თვის ბავშვის წონა არის   5-6 კგ.   სიგრძე მერყეობს 57-60 სმ-ის ფარგლებში.

 

 

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის სოცოცხლის პირველი თვეები განსაკუთრებულად რთულია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ყალიბდება ახალი და ფაქიზი ურთიერთობები. რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეთ ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე. რაც უფრო ნაკლებად ჩართავთ გარშემომყოფებს, მით უფრო მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. თუმცა ეს არ გამორიცხავს რჩევების მოსმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინებას, თუ ის თქვენთვის მისაღებია.

 

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!      

 

              

 

                           ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

11 თებერვალი 2017

0-დან ერთი თვის ასაკის ბავშვი

სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

ცხრა თვის ლოდინის შემდეგ იბადება ბავშვი. ის გამოიყოფა დედის ორგანიზმს და იწყებს ამ ეტაპზე მისთვის რთული გარემოსა და ცხოვრების ადაპტირებას. ბავშვს დედის მუცელში განვითარებისთვის შესანიშნავი პირობები ჰქონდა. კერძოდ, ის დამოუკიდებლად არ იკვებებოდა, არ სუნთქავდა, არ განიცდიდა ატმოსფერული წნევის ზეწოლას, რადგან სუნთქავდა და იკვებებოდა პლაცენტის საშუალებით და ცურავდა ცილით გაჯერებულ სითხეში. მთლიანად დაცული იყო დედის მხრიდან, როგორც ფიზიკურად ასევე, ემოციურად. მოკლედ, ის დედის სხეულის განუყოფელი  შემადგენელი ნაწილი იყო.

 

დაბადებამდე ცოტა ხნით ადრე ბავშვის ტვინში ფუნქციონირებას იწყებს სუნთქვის ცენტრი. დაბადებისას ის ღრმად ჩაისუნთქავს. ეს ხორციელდება სუნთქვის ცენტრის აღგზნებით, მის სისხლში არსებული ნახშირმჟავების არსებობის გამო. ჩასუნთქვის შედეგად ფილტვები სრულად იშლება, რაც გამოიხატება აქტიური ტირილით. ეს ნამდვილად საჭირო ტირილია, რადგან ახალი ორგანო სწორედ, რომ ამ ტირილის მეშვეობით იწყებს ფუნქციონირებას. ჭიპლარის გადაკვეთის შემდეგ ბავშვის გულ-სისხლძარღვთა სისტემა იწყებს დამოუკიდებელ ქმედებას.  მარჯვენა და მარცხენა წინაგულებს შორის არსებული ხვრელი იხურება. პირველ ჩასუნთქვასთან ერთად, ასევე იბადება ბავშვის მშვინიერ-სულიერი არსება.

 

ბავშვი, დაბადების შემდეგ, ხვდება მისთვის უცხო და მძიმე პირობებში. დედის მუცელში სტერილური გარემოდან გადადის დაბინძურებულ გარემოში, სადაც ატმოსფერული წნევა ზემოქმედებს. ბავშვი იღებს შოკს გარემოს ტემპერატურის ცვლილების გამო, რომელიც არსებობს დედის თბილ, თხევად გარემოსა(სადაც ტემპერატურა 37,5 38 გრადუსია) და ჰაეროვან გარემოს შორის. ბავშვი იბადება სხეულის ტემპერატურით 36,6 გრად. (სწორ ნაწლავში), მშობიარობის პროცესში  ტემპერატურა 1,5-2 გრადუსით იკლებს.

 

ახალშობილი მოძრაობის უნარს დაბადებისას არ იძენს. ის აქტიურად მოძრაობს მუცლად ყოფნის პერიოდში, რომელსაც დედა კარგად შეიგრძნობს. დაბადებისას ბავშვს აქვს ზოგადი მოძრაობები, როგორიცაა წოვის, შიშისგან დამცველობითი, ხელებისა და ფეხების ქაოტური, არაკოორდინირებული მოძრაობები.  აქვს კრთომები,  მუშტები მჭიდროდ შეკრულია, თუ თითებს გავუშლით და ჩვენს თითს ჩავუდებთ, მოუჭერს, მაგრამ მალევე ხელს გაგვიშვებს. სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილის თვალები მოძრაობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ამიტომ შესამჩნევია როგორც გარეთა, ასევე შიგნითა სიელმე, რაც მშობლების შეშფოთებას იწვევს. ეს ფიზიოლოგიურია და გაგრძელდება მანამ, სანამ არ ისწავლის მზერის ფიქსაციას საგნებზე, რაც ნიშნავს, რომ ბავშვს უკვე შეუძლია სივრცითი ხედვა. თავის მხრივ, ეს მანიშნებელია იმისა, რომ მისი ცნობიერება ნელ-ნელა იბადება.

 

ბავშვი ადვილად პოულობს ძუძუს და იწყებს აქტიურ წოვას, რადგან ჯანმრთელ ბავშვს წოვის რეფლექსი დაბადებისთანავე კარგად აქვს განვითარებული. ახალშობილს ტუჩებზე აქვს ბორცვაკები, რომლების წოვაში ეხმარებიან. (ამ ბორცვაკების არსებობა მიუთითებს ჯანმრთელ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე.) ის პირველივე წუთიდან ცნობს დედას. დედასთან სიახლოვე ბავშვის ფსიქიურ განვითარებას უწყობს ხელს. ბავშვი დედას ცნობს სუნით, კანზე შეხებით, მოფერებით, რაც ატირებულ ბავშვს ამშვიდებს. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მოფერება აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და თავის ტვინის განვითარებას. ძუძუთი კვება ბავშვის ნერვულ-მგრძნობელობით სისტემაზე დამამშვიდებლად მოქმედებს და მის ნორმალურ განვითარებას უწყობს ხელს.

 

დროულ ახალშობილებს აქვთ ძლიერი რეაქცია ძლიერ ხმაურზე და სინათლეზე. ძლიერ სინათლეზე ვლინდება გუგის შევიწროვება, თვალების დახუჭვა, თავის უკან გადაწევა. ძლიერ ხმაურზე ბავშვი კრთება და შესაძლებელია, რომ ტირილიც დაიწყოს.

 

ბავშვის სიმშვიდეზე მოქმედებს დედის ემოციური მდგომარეობა. თუ დედა მშვიდადაა, ბავშვსაც შესაბამისად კარგად ძინავს და პირიქით, დედის ნერვიულობისას ბავშვი აგზნებულია და ხშირად ტირის. ბავშვის ტირილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს, კერძოდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის უმწიფრობის გამო,  გაძლიერებული მეტეორიზმი, შიმშილი, სველი საფენი, სიცივე, დაცხომა. ხშირად, განსაკუთრებით ვაჟებთან, შარდვის წინ ბავშვმა შეიძლება იტიროს, რაც განპირობებულია გარეთა საშარდე ხვრელის სივიწროვით და ჩუჩაზე მარილების დაგროვებით.

 

დაბადების შემდეგ ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებს და კვებისას იღვიძებს. ბავშვს გარე სამყაროს აღქმაში ეხმარება მისთვის განკუთვნილი გარემოს შემოსაზღვრა, როგორიცაა ძილი საკუთარ საწოლში. როდესაც მის სხეულში დედის რძე იღვრება,  ის კმაყოფილებას განიცდის არა მარტო პირის ღრუში, არამედ მთელი სხეულით, რომელიც ჩართულია გემოს შეგრძნებაში.  ძუძუთი კვებისას ბავშვი კვლავ განაგრძობს დედის ფიზიკური გარსის ქვეშ ყოფნას, რაც თავის მხრივ მის დაცულობასაც ნიშნავს. დანაყრებისა და ამობოყინების შემდეგ, ბავშვი მშვიდად წევს და იძირება არაცნობიერ კმაყოფილებაში, სანამ შიმშილის გრძნობა კვლავ არ შეაწუხებს. ბავშვი იწყებს ტირილს, ხელ-ფეხის ქნევას, როგორც კი ძუძუს მიცემენ, პატარა   აქტიურად იწყებს წოვას, ნელ-ნელა მშვიდდება, შეიძლება ცოტა ხნით წოვას თავი დაანებოს, მიმოიხედოს კმაყოფილებით, ერთი-ორჯერ თავი გააქნიოს, კვლავ ჩაიდოს ძუძუ პირში და გააგრძელოს აქტიურად წოვა. ჭამასა და ძილში გადის პირველი კვირები და დედა ერთი თვის თავზე აღმოაჩენს, რომ პატარა უღიმს. ეს არის დედისთვის უდიდესი სიხარულის წამი. პირველად ბავშვის თვალებიდან გამოაბრწყინა პიროვნების ასპექტმა. ეს არის პირველი სიცილი, რომლის ინტენსივობა დღეებთან ერთად მატულობს. ამ პერიოდისთვის ბავშვი უფრო აქტიური ხდება,  თავს ამოძრავებს აქეთ-იქით, რეაგირებს დაძახებაზე, აკვირდება უძრავ საგნებს, მაგრამ მათკენ არ მიიწევს.

 

ბავშვი თუ არ იცინის, ეს იმის ნიშანია, რომ ის ნორმალურად არ ვითარდება. სიცილის პერიოდების მატება პირდაპირ კავშირშია ცნობიერების განვითარებასთან, რაც ასევე გამოიხატება სიფხიზლის დროის გაზრდაში. სწორედ ამ პერიოდიდან შეიძლება მშობლების მხრიდან პედაგოგიური მიმართებების განხორციელება: მოფერება, სიმღერა, საუბარი და ლოცვების კითხვა ძილის წინ. ახალშობილზე მოქმედებს არამშვიდი გარემო, სტუმრიანობა, სხვადასხვა სახის ხმაური. ბავშვი იწყებს ტირილს, ვერ იძინებს, წუხს. ამ დროს ბავშვს ამშვიდებს ძუძუს მოწოვება, მკერდზე მიხუტება და ტარება, მუცლის მსუბუქი მასაჟი საათის ისრის მიმართულებით. თბილი წყლის აბაზანა წელს ქვევით.

 

ბავშვის ფიზიკური განვითარება მიმდინარეობს რიტმულად. დაბადებისას ბავშვი არის ერთი მრგვალი, კოსმიური არსება, სადაც წინ მოდის თავი, რომელიც ბურთს მოგვაგონებს და ყველაზე მეტად ფორმირებული ნაწილია, განსხვავებით ტანისგან და კიდურებისგან, რომელთა ქაოტური მოძრაობა თვალში საცემია. სიცოცხლის პირველ დღეებში სახეზეა დიდი თავი და ჩამოუყალებელი კიდურები, რომლებიც საფენებში შეფუთულ მდგომარეობაშია. თავზე კი შეიმჩნევა მშობიარობის პროცესის კვალი: შეშუპებული უბნები თვალის გარშემო, ჰიპერემიული ადგილები, თავის ქალას მცირედი დეფორმაცია, ჰემატომა, კეფის მიდამოში, ქუთუთოებზე ან კისერზე შესაძლებელია აღენიშნოთ მოწითალო ლაქები, რომლებიც 3-4 თვის ასაკში უკვალოდ ქრება.

 

ბავშვის ცხოვრების პირველი დღეების სიმრგვალეს 2-3 კვირიდან ენაცვლება კიდურების დაგრძელება, რომლის დროსაც საგრძნობლად იცვლება სხეულის ნაწილების ურთიერთთანაფარდობა. ჩვილი ბავშვის თავისა და სხეულის თანაფარდობაა 1:4. ზრდასრულთან ეს პროპორცია დაახლოებით 1:8 არის. აქედან გამომდინარე ვამბობთ, რომ ახალშობილის თავი დიდია. თვალების შემაერთებელი ხაზი თავის შუა ხაზზე საგრძნობლად დაბლაა, ანუ თავის ქალა აღემატება სახის ზომას. ქვედა ყბა პატარაა და უკან წაწეული. სახის შუა ნაწილი შედარებით განვითარებულია, თუმცა ცხვირი ოდნავ ჩანს. პაჭუა ცხვირის ფონზე კარგად გამოიკვეთება გუმბათისებური შუბლი. დიდი თვალების უდიდეს ნაწილს ფერადი გარსი შეადგენს. ყბები ქვემოთაა დაწეული. ნაკვთები მომრგვალებული და რბილი. ზედა ტუჩი გაბერილია, შეიმჩნევა გამობურცულობები, რაც წოვის შედეგია და ასევე, მიუთითებს კარგად მოფუნქციონირე საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. ახალშობილებს კისერი თითქმის არ აქვთ, ის დამალულია ფუმფულოვან ნაოჭებში და იქმნება შთაბეჭდილება, რომ მრგვალი თავი პირდაპირ აზის ტანს.

 

ახალშობილის თავის გარშემოწერილობაა 34-36სმ. შემდეგ 1სმ-ით მატულობს თვეში და წლის ბოლოს 46 სმ-ია.

 

ახალშობილის  გულმკერდის გარშემოწერილობაა 32-34 სმ. პირველი წლის განმავლობაში ის 13-15სმ-ით იზრდება და წლის ბოლოს ის შეადგენს 48სმ-ს. 14-15 წლის ასაკში - 75-78სმ-ია.

 

გულმკერდი ცილინდრულია და უფორმო, პირდაპირ გადადის მუცელში, რომელზეც კარგად შეიმჩნევა ნაწლავთა პერისტალტიკა. გულმკერდის გარშემოწერილობა დიდია თეძოებისაზე. მკლავები მოკლეა. საჯდომი და ფეხები ყველაზე ნაკლებადაა განვითარებული. ფეხები მთლიანი სიგრძის 1,5-ს შეადგებს. ისინი მრგვალია, განსაკუთრებით ბარძაყები და მის შიგნითა ზედაპირზე კარგად გამოხატული ნაოჭებია.

 

ჩვილის კანი გადაჭიმულია მსუქან ხორცზე, რომელიც ღინღლითაა დაფარული. ახალშობილის კანი ძალიან კარგად მარაგდება სისხლით. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის კანი არის ნივთიერებათა ცვლის სისტემის შემადგენელი ნაწილი. სწორედ ამიტომ, კანი ადვილად ზიანდება და ანთებითი ხდება. ამავე მიზეზით კარგავს ბავშვი დაბადებისას ტემპერატურას. კანის საშუალებით ხორციელდება პირდაპირი კონტაქტი გარემოსთან. პირველ დღეებში შეიმჩნევა კანის სიყვითლე, რაც ფიზიოლოგიურია. ახალშობილის სისხლი, განსხვავებით მოზრდილისაგან, დიდი რაოდენობით სისხლის წითელ უჯრედებს შეიცავს. დაბადების შემდეგ ერითროციტების რაოდენობა თანდათანობით მცირდება და დაახლოებით მე-14 დღეს ეს პროცესი სრულდება. ეს ნიშნავს რომ სისხლის წითელი უჯრედები იშლებიან, რის გამოც თავისუფლდებიან ფერადი ნივთიერებები, და კანი იღებს ყვითელ შეფერილობას. კანის სიყვითლე სხვადასხვა ბავშვთან შეიძლება სხვადასხვა ინტენსივობის იყოს. ძლიერი და გახანგრძლივებული სიყვითლისას აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

დაბადებისას ბავშვის კანი დაფარულია დამცველი ფენით,  რომელსაც თავად კანი გამოყოფს. მას ხაჭოსებრი საცხი ეწოდება. ის შედგება უპირატესად ცხიმისგან და კანის უჯრედებისაგან. ამ გარსის მეშვეობით ბავშვი გამოყოფს თავის თავს გარემოსაგან და ეს უკვე ორსულობის მეორე ნახევრიდან იწყება. ის გამოეყოფა იმ სითხეს რომელშიც ცურავს. ხაჭოსებრი საცხი იცავს ბავშვს მშობიარობისას, აადვილებს მის გამოძევებას საშვილოსნოსგან და პირველ დღეებში ეხმარება ადაპტაციაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს დამცველი გარსი მალევე არ მოვაშოროთ ბავშვს. ამით დავეხმარებით პატარას სწრაფად არ დაკარგოს სითბო. სწრაფად დაკარგულ სითბოზე რეაგირებს სისხლი და ხდება ინტენსიურად ერითროციტების დაშლა.

 

ხაჭოსებრი საცხის მოშორების შემდეგ, დაბადებიდან მე-2-3 დღეს, აღინიშნება კანის სიწითლე მოლურჯო (ციანოზური) ელფერით,  რასაც მოსდევს კანის აქერცვლა, განსაკუთრებით ხელისგულებზე და ფეხისგულებზე. ორივე მოვლენა ფიზიოლოგიურია.

 

ახალშობილებს ხშირად აღენიშნებათ ე.წ. ორსულთა რეაქცია, რომელიც დედისგან გადასული ჰორმონების მოქმედების შედეგია. ერთ-ერთია ქინძისთავისხელა მოთეთრო კვანძები, უპირატესად ცხვირზე და იშვიათად შუბლზე, ნიკაპსა და ლოყობზე და რაც ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებული ქმედების შედეგია.

 

ასევე, ახალშობილებს გამოხატული აქვთ სარძევე ჯირკვლები დვრილით, რომლებიც ხშირად ჯირჯვდება და შესაძლებელია ხელის დაჭერისას რძისებრი გამონადენი აღინიშნოს. მას ეშმაკის რძეს ეძახიან. არ შეიძლება სარძევე ჯირკვლებზე ზეწოლა. ეს შესიება ნელ-ნელა გაივლის. გართულებებისა და შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!!!

 

გოგონებს შეიძლება ჰქონდეთ სეროზული გამონადენი საშოდან, იშვიათ შემთხვევაში სისხლიანი გამონადენი, რომელიც 1-4 დღე გრძელდება.

 

ზოგიერთ ახალშობილ გოგონას აღენიშნება დვრილისირგვლივი რგოლის და ვაჟებს სათესლე პარკის პიგმენტაცია.

 

ახალშობილს ჭიპლარი მეორე კვირას ძვრება. ჭიპლარზე  დაკვირვება და მოვლა მნიშვნელოვანი პუნქტია. ფუფხის ძალით მოშორება კატეგორიულად არ შეიძლება. ჭიპლარის დამუშავება სისტემატურად უნდა ხდებოდეს ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვით და ექიმის რეკომენდაციით. დაბანვა არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ ჭიპი სრულად არ შეხორცდება.

 

კუნთოვანი სისტემა სუსტადაა განვითარებული. აღინიშნება მომხრელ კუნთთა ჰიპერტონია (დაჭიმულობა), განსაკუთრებით კიდურების კუნთების, ამიტომაც ბავშვს შენარჩუნებული აქვს ემბრიონის პოზა. კიდურები მოხრილია სახსარში, მტევნები შეკრულია მუშტებად. კისრის კუნთების ჰიპერტონუსი ხშირად განაპირობებს თავის უკან გადაწევას.

 

ახალშობილს  დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 20 საათი უნდა ეძინოს. ის მხოლოდ ჭამისთვის უნდა იღვიძებდეს, ე.ი. ბავშვი მთელს დროს ძილსა და ჭამაში უნდა ატარებდეს, რათა მან ნორმალურად შეძლოს განვითარება. პირველ ეტაპზე შესაძლებელია, რომ ძილ-ღვიძილის რიტმი არეული ჰქონდეს. მთელი დღის განმავლობაში ეძინოს და ღამის საათებში ფხიზლობდეს, რაც ცხადია მშობლებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მალე ეს რიტმი სწორდება. ხშირად დედები ჩივიან რომ მათ შვილს ძალიან ცუდად ძინავს. ექიმისგან ითხოვენ საძილე საშუალების გამოწერას და თან რაც შეიძლება ძლიერ მოქმედს, რომ ეს პრობლემა სწრაფად მოიხსნას. ხშირ შემთხვევაში მედიკამენტი არ შველის, პირიქით შეიძლება უკურეაქცია გამოიწვიოს კიდეც. პირველი და მნიშვნელოვანი ქმედება ძილის დასარეგულირებლად არის ბავშვისთვის მშვიდი გარემოს შექმნა. ჩემი ხანგრძლივი პრაქტიკიდან გამომდინარე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაწონასწორებულ და მშვიდ დედებს ბავშვებიც წყნარები ჰყავთ. ბავშვი ხომ, განაგრძობს დედასთან მჭიდრო კავშირს, განსაკუთრებით თუ ბუნებრივ კვებაზეა. ჩვილმა, მართალია დატოვა დედის ორგანიზმი, მაგრამ ის, რძის საშუალებით,  კვლავ იმყოფება დედის გარსების ქვეშ, რომლის შემადგენლობა ბავშვის სისხლის შემადგენლობის მსგავსია.

 

მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 22-24 გრადუსს. თუ ოჯახი ახერხებს ბავშვის გარეთ, ჰაერზე ხანგრძლივად დაძინებას, მერწმუნეთ, ძილის პრობლემას ძალიან სწრაფად დაარეგულირებთ. არ აქვს მნიშვნელობა ზაფხულია თუ ზამთარი, წვიმს თუ თოვს, ბავშვს გარკვეული საათები გარეთ უნდა ეძინოს. ერთადერთი, როდესაც თავი უნდა შეიკავოთ, ეს არის ძლიერი ქარი. ბავშვის აღგზნებადობას იწვევს ასევე თბილად ჩაცმა, ბავშვი ,,კომბოსტოსავით“ არ უნდა გამოიყურებოდეს!

 

ბავშვს უნდა ეძინოს ზურგზე და არა მუცელზე!!!

 

ბავშვის ჯანმრთელი განვითარებისთვის აუცილებელია რეჟიმისა და რიტმის დაცვა, როგორც ძილ-ღვიძილის, ასევე კვების. ახალშობილის კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, მისი საშუალებით პატარა ეცნობა გარემოს. გავრცელებულია აზრი, რომ ჩვილს უნდა ვაჭამოთ მაშინ, როდესაც ითხოვს, ანუ უსისტემოდ, რასაც არ ვეთანხმები. მომხრე ვარ,  კვების რიტმი დავარღვიოთ მაშინ, როდესაც ბავშვი აღგზნებულია ან ავადაა. ამ დროს დედის რძე უნივერსალური მედიკამენტია!

 

 

ახალშობილი საკვებს ყოველ 2-3 საათში უნდა ღებულობდეს. სიცოცხლის პირველ დღეებში ეს შუალედი შესაძლებელია 1,5საათამდე შემცირდეს. ცხადია, ამ პერიოდში,  ღამის   6 საათიანი შუალედი არ სრულდება, მაგრამ მომდევნო კვირებში, ბავშვი თავად დაარეგულირებს რიტმს. საერთოდ პატარა კარნახობს როდის რა უნდა, უბრალოდ მეტი გულისყურითა და თვალისყურით უნდა იყოს დედა და უფრო მეტად უნდა ენდოს ის თავის ინტუიციას. ჩვილს კარგად აქვს განვითარებული წოვის რეფლექსი, ამიტომ ის ძლიერ და სწრაფად ქაჩავს, რომლის შედეგად შესაძლებელია საკვებთან ერთად ჰაერიც გადაყლაპოს ( ეს შეეხება როგორც ბუნებრივ, ასევე ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს.), ეს გამოიხატება იმით, რომ ბავშვი წყვეტს წოვას და წუხს. ამისთვის აუცილებელია ცოტა ხნით ის ვერტიკალურ მდგომარეობაში დავიჭიროთ, რათა ამოაბოყინოს და გათავისუფლდეს გადაყლაპული ჰაერისაგან. ამის შემდეგ მან შეიძლება გააგრძელოს წოვა ან ჩაეძინოს. თუ ბავშვი წონაში კარგად მატულობა ეს ნიშნავს რომ მისი კვება დამაკმაყოფილებელია. თუ მატება ძალიან მცირეა აუცილებლად უნდა მიმართოთ პედიატრს. პირველ თვეს ჯანმრთელმა ახალშობილმა უნდა მოიმატოს 400-800 გრამი.

 

 

დროული ახალშობილის მასა 2700გ-დან 4000გრ-მდეა, ვაჟების წონა თითქმის ყოველთვის აღემატება გოგონების წონას. ვაჟების წონა საშუალოდ - 3400-3500გრ-ია, გოგონების - 3100-3200გრ-ია. 4000 გრამზე დიდ ახალშობილს გიგანტი, ბუმბერაზი ბავშვი ეწოდება.

 

 

მინიმალური მაჩვენებელი შესაძლებელია უფრო დაბალი იყოს, მაშინ როდესაც არის უმწიფარი ნაყოფი. ამ დროს საჭიროა ექიმთან აქტიური ურთიერთობა. აუცილებელია დადგინდეს დაბალი წონის მიზეზები და დაიგეგმოს ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებები.

 

 

დღენაკლ ახალშობილად ითვლება ბავშვი, რომლის გესტაციური ასაკი (მუცლად ყოფნის პერიოდი) არის 37კვირაზე ნაკლები, დროული ახალშობილია, რომლის გესტაციური ასაკია 37-42 კვირა, ვადაგადაცილებულია 42 კვირაზე მეტი. ცოცხლადშობილად ითვლება ახალშობილი, რომლის გესტაციური ასაკია 22 კვირაზე მეტი და იწონის 500 გრამს.

 

 

ახალშობილი სამშობიაროში კარგავს წონას, რომელსაც ფიზიოლოგიური კლება ჰქვია. ის დაბადების მასის 5-10% შეადგენს, რაც საშუალოდ 150-300გრამს შეადგენს. ამ კლების მიზეზია: წყლის დაკარგვა, ძირითადად კანისა და ფილტვების გზით (70-75%),თირკმელებისა და ნაწლავების მხრივ (10-20%), გადაყლაპული წყლის ამოღებინებისას(3-5%), ჭიპლარის გამოშრობისას-მუმიფიკაცია.  მასის შემცირება მაქსიმალურია მე-2-3 დღეს, სულ 3-4 დღე გრძელდება, მე-4 დღიდან იწყება აღდგენა და ახალშობილთა 25% მე-7-10 დღეს აღიდგენს დაბადების წონას. რაც მეტია ბავშვის წონა, მით მეტია მისი ფიზიოლოგიური კლება. ვაჟები უფრო მეტს იკლებენ.  ასევე, ახალშობილები უფრო მეტს იკლებენ  გახანგრძლივებული და გაძნელებული მშობიარობისას.

 

 

 წონის მატება ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: მემკვიდრული ფაქტორი, პათოლოგიები,  ხშირად დიდი წონის ბავშვი ნელა იმატებს და პირიქით,  კვების ტიპი, რომელ სეზონზე დაიბადა და ა.შ.

 

 

ახალშობილის სიგრძე მერყეობს 47სმ-დან 57სმ-მდე, რომელიც პირველ დღეებში შეიძლება შემცირდეს (თავის დეფორმაცია, სამშობიარო სიმსივნის შემცირება და გაქრობა), შემდეგ იწყება სწრაფი მატება, რაც ინტენსიურია წლის პირველ და მეორე მეოთხედში.

 

ბავშვის სიგრძის ზრდაში დიდ როლს თამაშობს გენეტიკური ფაქტორი, ითვლება რომ ზრდას 100-ზე მეტი გენი არეგულირებს.

 

 

ახალშობილის სუნთქვის სიხშირე წუთში პირველ დღეს 40-60-ია, შემდეგ დღეებში იკლებს და საშუალოდ 36-40. მათი სუნთქვა არათანაბარი სიღრმისაა და არიტმულია. ეს ნიშნავს, რომ ის სუნთქვას ხანმოკლე პაუზებით, რაც ხშირად მშობლების შეშფოთების მიზეზი ხდება. პაუზების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5-7 წამს. თუ სუნთქვის სიხშირე 30-ზე ნაკლებია ან 60-ზე მეტია უნდა მიმართოთ ექიმს!!!

 

პულსი წუთში 120-160 შეიძლება იყოს.

 

თითქმის ყველა ახალშობილი დაბადებისას ბევრად უფრო ღია ფერისაა, ვიდრე შემდგომ ასაკში. ეს ნიშნავს, რომ დაბადებისას ყველა ბავშვი ანგელოზური არსებაა, რომელიც ნელ-ნელა იბადება და უფრო მეტი რკინის პროცესი ავლენს თავს.

 

 

ძვირფასო დედებო და მამებო, ბავშვის სოცოცხლის პირველი თვე განსაკუთრებულად რთულია თქვენთვის და თქვენი პატარასთვის. ყალიბდება ახალი და ფაქიზი ურთიერთობები. რაც არ უნდა ბევრი დამხმარე გყავდეთ ძირითადი პასუხისმგებლობა მოდის თქვენზე. რაც უფრო ნაკლებად ჩართავთ გარშემომყოფებს, მით უფრო მეტ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ. თქვენი ქმედებები იქნება გაწონასწორებული, რაც დადებითად აისახება ბავშვის ფსიქო-მოტორულ განვითარებაზე. თუმცა ეს არ გამორიცხავს რჩევების მოსმენას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გათვალისწინებას, თუ ის თქვენთვის მისაღებია.

 

 

ძვირფასო მშობლებო! თქვენი პატარა ყოველ თვე ატარეთ პედიატრთან კონსულტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილის ჯანსაღი განვითარებისთვის!!!

 

ერთად ვიზრუნოთ თქვენი შვილის ჯანმრთელობაზე!!!

 

27 აპრილი 2016

ბავშვი და კომპიუტერი

სტატიის ავტორი:ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

როგორ ფიქრობთ ვისი სისუსტეა, თუ გნებავთ უფრო კატეგორიული ვიქნები და ვიტყვი: ვისი ბრალია, როდესაც ბავშვი თავისი დღის უმეტეს ნაწილს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებს?! ან კი ფიქრობთ, რომ ეს რაიმე დანაშაულია?! ბევრი მშობელი ფიქრობს რომ ტექნიკის ადრეულ ასაკში ათვისება ბავშვის ადრეულ განვითარებას უწყობს ხელს. უფროსებს ყოველთვის აქვთ დროის დეფიციტი, მათ ეჩქარებათ რომ მათი პატარა სწრაფად დაეუფლოს სხვადასხვა ცოდნებს და მალე გაიზარდოს, არადა თითოეულ ბავშვს თავისი განვითარების ინდივიდუალური ტემპი აქვს. მათ არ ჭირდებათ დაჩქარება, მათ მხარდაჭერა ჭირდებათ. მათ წინ კი არ არის საჭირო სიარული, არამედ უკან, რათა წაბორძიკების შემთხვევაში სწრაფად შევაშველოთ ხელი(როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მნიშვნელობით). მოუსმინეთ მათ და ნუ ეცდებით უხეშად თავს მოახვიოთ თქვენი აზრი. ჩვენ დავემსგავსოთ მათ და არა ისინი დავიმსგავსოთ ჩვენ. ცოცხალი კავშირები მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ვერანაირი ტექნიკა ვერ შეცვლის იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს მშობლებსა და შვილებს შორის. არანაირი ტელევიზორი და კომპიუტერი ვერ დაინახავს ბავშვის ღიმილს, სიხარულს, ტკივილს, ცრემლებს, შიშს და ვერ გახდება მისი განცდების თანაზიარი.

 

ეს მხოლოდ დედას და მამას შეუძლია! უფროსებისთვის ცხოვრების ტემპი დაჩქარებულია, მას სულ ეჩქარება, გადაღლილია, სამსახურშია, სახლია დასალაგებელი, სადილი მოსამზადებელი, ხშირად მსმენია დედისგან: სად მაქვს მაგის ნერვები დავუჯდე და ავუხსნა ან რაიმე ვუამბოო. არადა ასეთი მცირედი ინვესტიცია გაღებული საკუთარი ბავშვისთვის მომავალში ძალიან დიდ მოგებას მოუტანს ყველას, არა მარტო კონკრეტულ ოჯახს, არამედ ქვეყანასაც. განიცადეთ, შვილებთან ურთიერთობის უდიდესი სიამოვნება და ამით ისინიც გააძლიერეთ!!!

 

ტელევიზორთან ჯდომის დროს ბავშვი ჰიპნოზშია, ცივი ლურჯი შუქის ჰიპნოზში, ასეთი ჰიპნოზური მდგომარეობა ბავშვს ართმევს სულიერ სიმდიდრეს. ეს არაბუნებრივი უმოძრაო მდგომარეობა ფუჭად აკარგინებს ბავშვს იმ დროს, რომელიც მას უნდა გამოეყენებინა მისთვის სასიკეთო საქმინობისათვის, კერძოდ თამაშში - ეხტუნავა, ერბინა, დაკვირვებოდა გარემოს, მიებაძა ცხოველებისთვის, მოესმინა უფროსების მონაყოლისთვის, თავად მოეყოლა გამოგონილი თუ ნანახი ისტორიები, გამოეხატა ემოციები, ეყვირა, ეხატა, დახმარებოდა დედას და მამას საქმიანობაში და ასე შემდეგ. მასთან ბრძოლაში ბავშვს აქვს რეალური იარაღი- ეს მშობელია, ფხიზელი მშობელი, რომელიც ძლევს ყოველდღიურ ქაოტურ რიტმს, დაღლას და იცლის ბავშვისთვის. მშობლების გარეშე არაფერი არ გამოვა, რადგან ისინი თავიანთი პატარებისთვის ავტორიტეტები არიან. ისინი თავად ქმნიან მათგან ამ ავტრიტეტს თანდაყოლილი განწყობით: დედა არის ის ვინც ყველაფერი იცის და მამა არის ის ვისაც ყველაფერი შეუძლია. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ მამასთან კითხვის დასასმელად არ მივა და პირიქით, რა თქმა უნდა მკაცრი გამყოფი ხაზი არ არსებობს, მაგრამ ძირითადი მოტივი ასეთია. ჩვენ, უფროსებმა, მშობლემბა არ უნდა გავაცრუოთ მათ მოლოდინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ავტორიტეტი აღარ შეიქმნება, შესაბამისად არ განვითარდება მოწიწების გრძნობა, შესაბამისად არ განვითარდება პატივისცემა გვერდით მდგომების მიმართ და ჯანსაღი კრიტიკის უნარი, სიტუაციების ობიექტურად შეფასების უნარი, აქ იგულისხმება ნებისმიერი ასაკი.

 

ეკრანის ყურებისას აქტიურია თვალი, პასიურია მთელი ორგანიზმი. ოფტალმოლოგები, თვალის ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ურჩევენ ტელევიზორის ყურებას,(დღეში 5 საათი), რადგან ამ დროს თვალის კუნთების აბსოლუტური სიმშვიდე მიიღწევა. და ეს არის იდეალური პირობა თვალის გამოჯანმრთელებისთვის. შესაბამისად ისმის კითხვა, რა ემართება ჯანმრთელი კუნთების მქონე ბავშვის თვალს ტელევიზორის ყურებისას. კუნთების სისტემა ერთი მთლიანობაა. როდესაც თვალი ერთ წერტილზეა ფიქსირებული, სხეულის სხვა ნაწილებიც, ასევე ერთი წერტილისაკენ არიან მიმართული.

 

ტელევიზორის ეკრანი შეიცავს 1920X1080 პიქსელს (PIX), კომპიუტერის - 1280X800 პიქსელს. თითოეული წერტილი იცვლება საოცარი სისწრაფით და ეკრანზე იძლევა მუდმივ მოძრავ და ფერადოვან გამოსახულებას. ბავშვი ვერ ასწრებს სივრცული ხედვისა და ფერების ხედვის დიფერენცირებას. ტიპიური ფერები პაწაწინა წერტილების სახით პროეცირდება ეკრანზე, სადაც პერსპექტივის საშუალებით სივრცული სურათის ილუზიას ქმნის. ეს პროცესი არის ის რაც ხელს უშლის თვალების ჯანმრთელ განვითარებას. მაგრამ მხოლოდ ამით არ სრულდება ეს პროცესი. დანახულს აღქმაც ჭირდება, ოპტიკურ შთაბეჭდილებას ცნობიერებაში ატანა ჭირდება და ის აზრობრივად ტვინში უნდა გადამუშავდეს. ეს პროცესი ხდება ბუნებრივად აქტიური ხედვისას, მაშინ როდესაც ბავშვი აკვირდება გარემოს და ცოცხლად განიცდის სივრცესა და ფერს. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ კომპიუტერიდან მომდინარე ინფორმაცია ჭარბია და ბევრად აღემატება ბავშვის აღქმის შესაძლებლობებს. მომდინარე ინფორმაციას მუდმივად მისი ტვინი ვერ აღიქვამს, ამიტომ ტვინის მხრიდან გარკვეული კომპესატორული ქმედებაა - მოსული ინფორმაციის წყვეტილად მიღება. ამის გამო ბავშვს უჭირს მიზეზ-შედეგობრივად დაალაგოს მოვლენები და სრულად გაიგოს ინფორმაცია. თავის მხრივ, ეს გარკვეულ გავლენას ახდენს ტვინის ნერვული კვანძების ჩამოყალიბებაზე, რომელიც, რა თქმა უნდა ამ დროს ჩამოყალიბების პროცესშია. ტვინი ეჩვევა რომ ის მუდმივად იღებს მზა ინფორმაციას, ამიტომ გარკვეულ წილად მას, მომავალში აღარ ეძლევა თვითმყოფადი იდეების მიღებისა და განსჯის უნარი. სამაგიეროდ აქტიურად უნვითარდება კრიტიკის, შეიძლება ითქვას, არაჯანსაღი კრიტიკის უნარი ყველას და ყველაფრის მიმართ. შემოქმედებითი უნარები უკან იხევს, ძირითადად ასეთი ადამიანები ადვილად ხედავენ სხვის ქმედებაში ნაკლს, თუმცა თავად მისი ნახევარის გაკეთებაც არ შეუძლიათ!!!

 

ბავშვები, სხედან რა უძრავად ეკრანებთან, მოკლებულნი არიან მათი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ცოცხალ, ხალას მოძრაობას, რომლის საშუალებითაც მათ შეუძლიათ მიბაძონ ცოცხალ თუ არაცოცხალ გარემოს, გახდნენ უფრო მეტად მოხერხებულები, ისწავლონ ხეზე ძრომიალი, ოთხზე სირბილი ან ასკინკილით ხტუნვა, ისწავლონ მიწასთან ურთიერთობა - დაბარონ, დათესონ, დარგან და ა.შ. ბავშვის ორგანიზმისთვის ძალიან არაბუნებრივია უმოძრაოდ ყოფნა, მისი სხეული მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა ნორმის ფარგლებში და აქ არ იგულისხმება ბავშვის მუდმივი ცქმუტვა, რომელიც სულ სხვა განხილვის საგანია. ტელევიზორთან ან კომპიუტერთან უმოძრაოდ ჯდომა, შემდგომ იწვევს ბავშვის არაბუნებრივად მოუსვენარ მოძრაობებს. ეს, შეიძლება სულაც არ იყოს გადაცემის შინაარსზე დამოკიდებული, არამედ ამ დაძალადევ და არაბუნებრივ უძრაობაზე. ბავშვები ავლენენ აგრესიას, ხდებიან პრეტენზიულები, პროვოცირებენ კონფლიქტურ სიტუაციებს, უჭირთ ბავშვებთან და ასევე უფროსებთან კონტაქტი. კითხვებზე პასუხის გაცემა, პირდაპირი, ცოცხალი ურიერთობები, თვალებში ყურება და კონკრეტულ საკითხზე ადექვატური რეაგირება(ძირითდად გრიმასებით და გაურკვეველი ბგერების გამოთქმით პასუხობენ) ან პირიქით არ გააჩნიათ დისტანციის დაცვის უნარი, ყველანაირი მოწიწებისა და რიდის გარეშე შეუძლიათ კონტაქტში შემოსვლა, შემაწუხებლადაც კი!!! მათი ინტერესი ნებისმიერი საკითხის მიმართ ზედაპირულია და უფრო დაწვრილებითი განხილვა არ აინტერესებთ!!! შესაბამისად მათი მეტყველება ხდება პრიმიტიული, რადგან მათი მიკროსოციალური სამყარო მთლიანად დაკავებულია კომპიუტერული განათლებით, წიგნთან ურთიერთობა დამღლელი და მოსაწყენია. ურჩევნიათ ადვილად აღსაქმელი მასალა, როგორიცაა დასურათებული წიგნები, კომიქსები. არადა, სწორედ წიგნს შეუძლია უკიდეგანოდ განავითაროს მისი ტვინი, ცნობიერება, აღქმა, ფანტაზია. ასეთი უნარების ადამიანი კი მომავალში აბსოლუტურად გამართული, საზოგადოებაში ინტეგრირებული, საქმიანი იქნება.

 

ზედაპირული და სწრაფი ინფორმაციის მიღების შედეგია ბავშვების კონცენტრაციული სისუსტე. ასეთი ბავშვები მომავალში იჩენენ მიდრეკილებას ალკოჰოლისა და ნარკონიკების მიმართ, რადგან ისინი მიჩვეულნი არიან ნებისმიერი საქმის კეთებას მარტივად - ,,ღილაკზე ხელის დაჭერით“. სირთულეები კი აშინებთ და პრობლემებიდან გაქცევას სწორედ ასე ახერხებენ. მათი ნების ძალები თითქმის განუვითარებელია, მიჩვეულნი არიან მზამზარეულ სურათ-ხატებს, ეკრანებთან ტკბობას, რომელთანაც მოშორება აგრესიას და ქაოტურობას იწვევს. ეს არის ის რეალობა, რომლის განვითარების შანსი ყველა კომპიუტერთან მჯდომ ბავშვს აქვს. ბევრი მშობელი მოისმენს ან წაიკითხავს ამდაგვარ ინფორმაცია-გაფრთხილებას და გააპროტესტებს, ეჭვს შეიტანს ფაქტების სისწორეში, ჩათვლის რომ ვაზვიადებთ, ექნება მილიონი საწინააღმდეგო არგუმენტი, რომელთაგან ყველაზე აქტუალურია - ყველას რომ აქვს, ჩემ შვილს აბა არ უნდა ჰქონდეს?! სამწუხაროდ მშობლების უმრავლესობას ეჩქარებათ შვილების გაზრდა, უნდათ რომ ადრე შეიყვანონ სკოლაში, ექსტერნად ჩააბარებინონ გამოცდები, ,,ახტუნაონ“ კლასიდან კლასში და ა.შ.

 

ბევრი მშობელი დამეთანხმება, ბევრიც გააპროტესტებს და კითხვას დასვამს: თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე როგორ განვითარდება ადამიანი?! დაგეთანხმებით რომ ჩვენი საქმიანობის სწრაფ და ხარისხიანად შესრულების საქმეში კომპიუტერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მის გარეშე ვერც კი წარმოგვიდგენია და რა თქმა უნდა ამას აარავინ არ უარყოფს, მაგრამ ჩემი სურვილი არ არის ვისაუბრო კომპიუტერისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების სასიკეთო მხარეებზე. ჩემო მიზანია მშობლებს კარგად დავანახო ბავშვებზე ტელევიზორისა და კომპიუტერის ზემოქმედების მავნე მხარეები. 12 წლმდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ურთიერთობა კომპიუტერთან, ის ცოცხალი შთაბეჭდილებებით უნდა ცხოვრობდეს. 12 წლის ზემოთ შესაძლებელია და ისიც განსაზღვრული დროით, ტელევიზორიც და კომპიუტერიც ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა იყოს და მოზრდილ ასაკში მასთან მიახლოება უნდა ხდებოდეს მშობლების მკაცრი კონტროლის ქვეშ.

 

რაც უფრო დარწმუნებულები არიან მშობლები თავის სიმართლეში მით უფრო ადვილად მისაღწევია სასურველი შედეგი. მშობლებს ნამდვილად უნდა ჯეროდეთ რომ უტელევიზორობით და კომპიუტერის გარეშე მათ შვილს არაფერი არ დააკლდება, პირიქით მისი განვითარება უფრო ბუნებრივი გზით მოხდება. მე ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მშობლების გარეშე განვითარებას. ჩვენ, მშობლებს უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რადგან მათ დედამიწაზე მოსვლის საშუალება მივეცით, კეთილი უნდა ვინებოთ და ყველაფერი გავაკეთოდ მათი ჯანსაღი აღზრდისთვის (,,ჯანსაღი აღზრდა“ სადისკუსიო თემაა!!!).

 

გასაგებია, რომ ოჯახი ვერ იქნება ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე. თანამედროვე ადამიანისათვის ამ ნივთებს, განსაკუთრებით კომპიუტერს, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ. ამიტომ სასურველია ისინი ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე გვქონდეს. 12- დან 15 წლის შუალედში, როდესაც ბავშვში ნებისა და გრძნობის გარკვეული ეტაპები განვითარებულია, შესაძლებელია გარკვეული დათმობები. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია და ცალკეულ განხილვას მოითხოვს.

27 აპრილი 2016

სასკოლო მზაობა

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

რა დროს უნდა მივიყვანოთ ბავშვი სკოლაში?! არის საკმარისი მხოლოდ ბიოლოგიური ასაკის გათვალისწინება, თუ არის სხვა კრიტერიუმები, რომელთა ცოდნაც მშობლებისთვის აუცილებელია?! მნიშვნელოვანია რომელი ასაკია სკოლის მზაობისთვის ოპტიმალური. ეს საკამათო თემაა, რადგან არსებობს სხვადასხვა ვერსიები, როგორც ოფიციალური ინსტანციებიდან, ასევე თავად მშობლების მხრიდან.

 

ბოლო პერიოდში დომინირებს აზრი, რომ ხუთი წლის ბავშვი უკვე მზადაა სასკოლო პროგრამის დაძლევისთვის. ამ მოსაზრებას ბევრი მშობელი პოზიტიურად შეხვდა და შვილები შეიყვანეს სკოლაში. ამ მშობლების გარკვეული ნაწილი, მოგვიანებით ჩემთან მიღებაზე მოსულები, აღიარებენ, რომ ეს იყო სწრაფი გადაწყვეტილება და რომ ადრეულ ასაკში ინტელექტუალური დატვირთვა მათი შვილისთვის სწორი არ იყო. კერძოდ, ისინი ადვილად იღლებოდნენ, უჭირდათ კონცენტრირება გაკვეთილზე, დაეწყოთ აგზნებადობა, ადვილად გაღიზიანობადობა, უძილობა, ნერვული ტიკები.

 

შვიდ წლამდე ბავშვის ორგანიზმი მომართულია იმაზე რომ მისი სხეული გაიზარდოს და ფიზიოლოგიურად გამართული ჩამოყალიბდეს. ამისთვის, მისი სასიცოცხლო ძალები აქტიურად მუშაობენ, ეს მისი ძირითადი საქმიანობა დაახლოებით 6,5-7 წლამდე გრძელდება. კბილების ცვლის დაწყება არის პირველი ნიშანი, იმისა რომ სასიცოცხლო სხეულმა დაასრულა პირველი შვიდწლეულის დავალება და ის გამოთავისუფლდა ინტელექტუალური დატვირთვისთვის. მართალია, კბილების ცვლის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია, რომ ბავშვი სწავლისთვის მზადაა, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი. გასათვალისწინებელია ასევე მრავალი სხვა სიმპტომი, რომლებსაც სპეციალური სწავლება არ ჭირდება. ჩვეულებრივ, ნორმალური მიკროსოციალური გარემოს პირობებში, ბავშვმა თავად უნდა შეძლოს მიცემულ დავალებებზე ადექვატური და სწორი პასუხების გაცემა. წინასწარ ამისთვის მზადება და გავარჯიშება სასურველი არ არის. მექანიკურად დაზეპირებული დავალებები ვერ ასახავს ბავშვის რეალურ და ობიექტურ მდგომარეობას სწავლის მზაობასთან დაკავშირებით. ხშირად, როდესაც ბავშვი გარკვეულ დავალებებს ისე ვერ ასრულებს, როგორც სასურველი იქნებოდა, ეს ფაქტი მშობლებისთვის ტრაგედიაა, თუმცა ეს ტრაგედია არ არის სპეციალისტებისათვის, რადგან ჩვენ კარგად ვიცით, რომ რაიმეს შეუსრულებლობა ბავშის განვითარების შეფერხებას კი არ ნიშნავს, არამედ ყველა ბავშვს აქვს თავისი განვითარების რიტმი და ამ ეტაპზე მისთვის ეს დავალებები უცხო და რთულია, თუმცა სულ რაღაც ერთ-ორ თვეში ამ ბავშვმა თავისუფლად შეიძლება შეასრულოს ყველა დავალება.

 

ზოგადად რას ექცევა ყურადღება ბავშვთან შეხვედრისას (ტესტირებისას), ამის გაცნობა შესაძლებელია, მაგრამ თითოეული დავალების აღწერა არასასურველი, რადგან მშობლებმა ამ ტექსტის გაცნობის შემდეგ შეიძლება ინტენსიურად ავარჯიშონ თავიანთი შვილები და მისი ობიექტური შეფასება სასკოლო მზაობაზე შეუძლებელი იქნება. ზოგადად მშობლებს ეჩქარებათ ბავშვის გაზრდა, მათ სურთ რაც შეიძლება მალე შეიყვანონ სკოლაში, ჩააბარებინონ ექსტერნად გამოცდები და მალე დაამთავრებინონ სკოლა, ასევე უმაღლესი სასწავლებელი და ა.შ. მინდა ვურჩიო ძვირფასს მშობლებს: ნუ გეჩქარებათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დააჩქარებთ ბავშვის განვითარებას და სწავლის პროცესს, ეს მხოლოდ მის ფიზიკურ-ემოციურ-ინტელექტუალურ სფეროზე ნეგატიურად მოქმედებს და შესაძლებელია მთელი რიგი დაავადებების ჩამოყალიბებას ხელი შევუწყოთ. ყველა ბავშვს განვითარების თავისი ტემპი აქვს.

 

ბავშვის სასკოლო მზაობის შეფასებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ პედაგოგებმა და პედიატრებმა.

 

პირველი ძალიან საინტერესო დაკვირვებაა თუ ბავშვი შეხვედრისას როგორ გართმევს ხელს და თან რომელ ხელს! გარკვეულწილად ეს მიუთითებს მის გარემოსთნ კონტაქტის სურვილს და ასევე საკუთარი სხეულის აღქმის უნარზე. მნიშვნელოვანია ბავშვის ფიზიკური ანამნეზი, კერძოდ, ორსულობის მერამდენე კვირაზე დაიბადა, რა ფიზიკური მონაცემებით, დაიყვირა თუ არა დაბადებისთანავე, როდის მიიყვანეს ძუძუზე, როგორ მოწოვა, როგორ ტირის, როგორ ვითარდებოდა ბავშვი პირველი ერთი წლის განმავლობაში, როდის თქვა პირველი სიტყვა და პირველი წინადადება, როდის გადადგა პირველი დამოუკიდებელი ნაბიჯი და ა.შ.

 

ასეთი სახით შეკრებილი ანამნეზი ინფორმაციას გვაწვდის ბავშვის განვითარების ტემპისა და რიტმის შესახებ. როგორ აქვს ბავშვს ნატიფი და უხეში მოძრაობები განვითარებული? უხეში მოძრაობებია: ასკინკილა ხტუნვა, სწორ ხაზზე გავლა, ცალ ფეხზე წონასწორობის შენარჩუნება, ბურთის დაჭერა და სწორად გადაგდება პარტნიორის მიმართულებით, ბურთის ზევით აგდება და ტაშის შემოკვრა. უხეში მოტორიკის კარგი გამოვლენა მიუთითებს წონოსწორობის დაცვისა და კოორდინაციის უნარებზე. რაც შეეხება ნატიფი მოძრაობის განვითარებას, ის გვიჩვენებს რამდენად აქვს განვითარებული ბავშვს შეხების გრძნობის ორგანო, აღქმა და რამდენად აკავშირებს ყველაფერს ამას აზროვნებასთან, მაგალითად, რამდენად შეუძლია აღიქვას სხვადასხვა საგნების ფორმები ხელის თითების შეხებით, ისე რომ მას არ უყურებდეს, შეუძლია თუ არა ფეხსაცმელზე თასმის შეკვრა - ეს ფაქტი მიუთითებს თუ რამდენად ასწავლიან და აძლევენ მშობლები ბავშვს დამოუკიდებელი ქმედების საშუალებას. რამდენად არის განვითარებული და გამოხატული მარჯვენა-მარცხენა მხარეების დომინანტობა. ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს წერის უნარის ჩამოყალიბებისათვის, ასევე ტექნიკური და ხელოვნებითი საქმიანობების შესრულების უნარის გამოვლენით. ბავშვს სასურველია შეეძლოს მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებები 10-ის ფარგლებში, მორიდებით თუ თამამად მარტივი ლექსის თქმა ან სიმღერის შესრულება, მარტივი ფორმების ხატვა და ა.შ.

 

სასკოლო ასაკის ბავშვმა კარგად უნდა იცოდეს საკუთარი სახელი, გვარი, დაბადების დღე. შესაძლებელია, რომ ბავშვმა ზუსტი რიცხვი ვერ დაასახელოს, მაგრამ საკუთარი დაბადების დღის წელიწადის დროს უნდა მიხვდეს ჩვენი აღწერილობისა და შეკითხვების საფუძველზე, ეს ფაქტი მისი აზროვნების შესაძლებლობებზე მიგვითითებს. არასწორი პასუხი არ უნდა იქნას გეგებული და აღქმული ისე, რომ ბავშვი ჩამორჩება განვითარებაში, არამედ ყველა ბავშვს აზროვნების განვითარების საკუთარი ტემპი აქვს, ზოგს შეუძლია სწრაფად აუღოს ალღო დასმულ შეკითხვას და გაგვცეს პასუხი, ზოგს კი პასუხისთვის დრო ჭირდება და ამაში საგანგაშო არაფერი არ არის. ბავშვების სხვადასხვა ტემპი აიხსნება კონსტიტუციური თავისებურებებით, კერძოდ, დიდთავაა ბავშვი თუ პატარათავა, ამ სისტემით ბავშვთა კონსტიტუციური ტიპების დაყოფა დაკავშირებულია ნერვულ-მგრძნობელობითი და ნივთიერებათა ცვლის სისტემების უპირატეს განვითარებასთან. ეს არის სხვადასხვა უნარების განვითარებისა და გამომჟღავნების შესაძლობლებები. (,,დიდთავა და პატარათავა ბავშვები” - სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ,,ადამიანი და ბუნება”-ს ვებ-გვერდზე - www.manandnature.ge). დიდთავაა ბავშვი თუ პატარათავა ამის განსაზღვრავს მასწავლებელი და პედიატრი. გამოკვლევებით დადგინდა, რომ ბავშვის მომწიფებაში დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების განათლებას, რაც უფრო განათლებულია დედა, მათი შვილები მით უკეთ ასრულებენ დავალებას და ასევე, გოგონები ჯობნიან ვაჟებს. ამრიგად, ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენ კარგად ,,მოუსმენთ” ბავშვს, ის თავად ,,გიკარნახებთ” განვითარებისთვის მოცემულ მომენტში რა ჭირდება. ზოგადად კი ბავშვებს ჭირდებათ თქვენი გაწონასწორებული ყურადღება, კარგი მაგალითის მიცემა და არა ჰიპერმზრუნველობა, რომელიც დამოუკიდებელი ქმედების შესაძლებლობებს ზღუდავს.

28 მარტი 2016

ალერგია XXI-ე საუკუნის პრობლემა

სტატიის ავტორი: ლალი ანდრიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

ალერგია კარგად ნაცნობი, მაგრამ ბოლომდე შეუცნობელი პათოლოგიური მდგომარეობა, ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად რჩება, თუმცა ეს პრობლემა სულაც არ არის თანამედროვე, მის შესახებ ჯერ კიდევ ჰიპოკრატე საუბრობს თავის ნაშრომებში ჩვ.წ.აღ-მდეV-IV საუკუნეებში. თავად ტერმინი კი ალერგია მედიცინაში ავსტრიელმა მეცნიერმა პედიატრმა პირკემ 1906 წელს შემოიტანა.მან პირველმა აღწერა პაციენტებში ალერგიული გამოვლინებები და ივარაუდა, რომ ისინი გარეგანი გამღიზიანებლების-მტვრის ნაწილაკების და მცენარეების მტვრის ზემოქმედების შედეგად ჩნდებოდა, მათ ალერგენები ეწოდა.

 

ამჟამად ცნობილია ალერგენების სამი ჯგუფი:

*ინჰალაციური ანუ სასუნთქი ალერგენები(ალერგენით დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით)

*ალიმენტური (საკვები პროდუქტებით)

*კონტაქტური (კანსა და ლორწოვან გარსებთან ალერგენის უშუალო კონტაქტით).

 

ანთროპოსოფიული თვალთახედვით ძალიან მნიშვნელოვანია გამომწვევი მიზეზების დიფერენცირებული აღმოჩენა და მასთან ბრძოლა ერთის მხრივ და გამაჯანსაღებელი ძალების ასევე ინდივიდუალურად გააქტიურება და დახმარება მეორეს მხრივ, ანუ პათოგენეზურ მეტოდთან ერთად სალუტოგენეზური მეთოდის გამოყენება, ანუ მკურნალობის მიზანია-ერთი მხრივ სიმპტომების მართვა ანტიჰისტამინური პრეპარატების ან რთულ შემთხვევაში ჰორმონალური პრეპარატების გამოყენებით და ასევე მიზეზის წვდომა და ბუნებრივი სამკურნალო საშუალების ისე შერჩევა, რომ მან შეძლოს გამომწვევი მიზეზის პრევენცია და სამკურნალოდ მოქმედება გვერდითი მოვლენების, მაგ. სედაციის გარეშე.*მკურნალობის პროცესი მიმართული უნდა იყოს ასტრალური სხეულისკენ და მას უნდა უწყობდეს ხელს სწორად ჩაერთოს ეთერულ სხეულში*(რუდოლფ შტაინერი, იტა ვეგმანი- სამკურნალო ხელოვნების განვრცობისათვის) ამისათვის გამოიყენება სხვადასხვა პრეპარატები, მათი ტიპური წარმომადგენელია Gencydo Amp. Weleda, რომელიც წარმოადგენს მცენარეულ კომპოზიციას, ლიმონის წვენის და კომშის ნაყოფის შემცველობით,ეს მედიკამენტი ორი მცენარის უბრალო ნაზავი კი არ არის, არამედ მასში ეს ორი ნივთიერება ისეა ფარმაცევტულად დამუშავებული, რომ ქმნის ძალთა კომპოზიციას, რომელიც ეხმარება გრძნობად ორგანიზმს დაუპირისპირდეს ჭარბ აღმშენებლობით ძალებს. მისი დოზირება, ხანგრძლივობა, სხვა მედიკამენთებთან კომბინაცია ექიმის პრეროგატივაა.

 

მკურნალობა არის სუბსტანციამდე მიყვანილი პედაგოგიკა, ამიტომ ალერგიული დაავადებების მართვის დროს მნიშვნელოვანია სწორი აღქმის საშუალებით სწორად ვწვდეთ პრობლემის არსს და დავუკავშიროთ ეს იმ ძალებს რომელიც განმაკურნებლად, გამომაჯანმრთელებლად არის ქმედითი.

 

ალერგიის დროს შესაძლებელია მკურნალობის სამი გზის გამოყენება

1.აკრძალვა-კონტაქტის შეწყვეტა ალერგენთან

2.ბრძანება- სიმპრომის მოცილება

3.მიზნის ჩვენება -სამკურნალო სურათ-ხატის მიცემა, ანუ სწორი გზის ჩვენება.

 

ანთროპოსოფიული მკურნალობა ალერგიის დროს იმიტომ არის წარმატებული, რომ იყენებს ამ სამივე გზას, პაციენტის მდგომარეობიდან ამოსვლით. 

15 მარტი 2016

ანთროპოსოფიული მედიცინის არსი

სტატიის ავტორი: თამარ ვაშაკიძე, პედიატრი - ოჯახის ექიმი

 

(კონფერენციაზე „ანთროპოსოფიული მედიცინის სალუტოგენეზური პრინციპები“ წაკითხული მოხსენების რეფერატი)

ანთროპოსოფიული მედიცინა კლასიკური მედიცინის ანთროპოსოფიული თვალსაზრისით განვრცობას წარმოადგენს. “ანთროპოსოფია” ბერძნული სიტყვაა (“ანთროპოს” - ადამიანი, “სოფია” - სიბრძნე), ანუ სიბრძნე ადამიანის შესახებ. ეს არ არის ალტერნატიული მედიცინა, არამედ ეყრდნობა კლასიკურ მედიცინას და განავრცობს მას.

 

ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინის ამოსავალი არის ის, რომ დედამიწა, ბუნება და ადამიანი უძველეს წარსულში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. განვითარების საერთო გზაზე თანდათანობით მოხდა მინერალების, მცენარეების და ცხოველების ამ მთლიანობიდან გამოყოფა, გამოცალკევება, ისე, რომ დღეს ადამიანის წინაშეა ბუნების სამყარო (დაღმავალი ევოლუცია). მაგრამ ბუნების ყველა საუფლოს შემორჩა თავისი უძველესი მიმართება ადამიანთან. ძალიან მოკლედ მოგახსენებთ თითოეულ მათგანზე: მინერალური სამყარო: მატერიალური, აწონვადი, გაზომვადი, ხილულია, არსებობს და დაკვირვება შესაძლებელია სივრცეში, ექვემდებარება დედამიწის მიზიდულობის ძალას.

მისი მონათესავე და იგივე მახასიათებლების მქონე არის ადამიანის ფიზიკური სხეული.

 

მცენარეთა სამყარო: გარდა მინერალურისა, აქვს სიცოცხლე, ნივთიერებათა ცვლა, (ასიმილაცია-დისიმილაცია), აღმოცენების, ზრდა-განვითარების, გამრავლების, კვდომის უნარი. ახასიათებს ციკლური, რიტმული პროცესები, რისი დაიკვირვებაც დროშია შესაძლებელი.

მისი მონათესავეა ადამიანში ფიზიოლოგიური პროცესები, ნივთიერებათა ცვლის და გამრავლების უნარი, რაც არაგაზომვადი, არაშეხებადია. პირობითად მას სასიცოცხლო სხეული ან სასიცოცხლო ძალა შეიძლება ვუწოდოთ.

 

ცხოველთა სამყარო: გარდა ზემოთ განხილული ორი დონისა, ხასიათდება შეგრძნებების, ინსტინქტების, გრძნობების, გადაადგილების უნარის განვითარებით, აქ ჩნდება შინაგანი სივრცე, ღრუ ორგანოები. ცხოველთა საუფლო მაღალ საფეხურს წარმადგენს მცენარეებთან შედარებით.

 

მისი ანალოგიურია ადამიანის სამშვნველი (душа, Seele, Soul), ზოგადად შეგრძნებები და გრძნობები, რასაც პირობითად გრძნობადი სხეულიც შეიძლება ვუწოდოთ.

 

... და მეოთხე დონე, რაც ადამიანს გამოყოფს და განასხვავებს ზემოთჩამოთვლილი საუფლოებისაგან, არის მისი “მე”, მისი ცნობიერება, აზროვნების, მეტყველების, შემოქმედების უნარი, რითაც ის ხდება ინდივიდუალური არსება. “მე” განმსჭვალავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დონეს. ხატოვნად რომ ვთქვათ, ის არის დირიჟორი მთელი ამ ორკესტრისა.

ჯანმრთელ ადამიანში ეს ოთხივე წევრი ჰარმონიულ ურთიერთდამოკიდებულებაშია.

ექიმის და პაციენტის ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იწყება პირველი შეხვედრით. ექიმი ახდენს ინტენსიურ დაკვირვებას: თუ როგორ შემოდის პაციენტი ოთახში, როგორ მოძრაობს ის სიარულის დროს, როგორ საუბრობს.

 

რასაკვირველია, ძალიან მნიშვნელოვანია სუბიექტური და ობიექტური გამოკვლევებით მიღებული ინფორმაცია. ამას ემატება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევის შედეგები.

 

ექიმი ცდილობს შეძლებისდაგვარად ორგანოთა ყველა სისტემაზე შეიქმნას წარმოდგენა. რის შედეგადაც ფიზიკურზე და ნაწილობრივ სასიცოცხლო სხეულზე იღებს ინფორმაციას.

 

ავადმყოფობისა და ცხოვრების ანამნეზის შეგროვების დროს ნაწილობლივ გვეძლევა ინფორმაცია გრძნობად სხეულზეც, რადგან აქ ჩნდება პაციენტის სუბიექტური განცდები ავადმყოფობასთან და სოციალურ გარემოსთან მიმართებაში.

 

ადამიანის რთული ორგანიზმის ყოველ ასპექტს მოეძებნება შესაბამისობა ბუნებაში, ავადმყოფობაც ხომ ბუნებრივი პროცესია (რაც არასწორ ადგილას ან არასწორ დროს ხორციელდება), ამიტომაც ბუნებიდან აღებული, სწორად შერჩეული ნივთიერება შეიძლება ამა თუ იმ ავადმყოფური პროცესის დაძლევის სურათხატი იყოს ბუნებიდან და სამკურნალოდ იქცეს ადამიანისთვის.

 

ანთროპოსოფიულად განვრცობილ მედიცინაში ადამიანის ორგანიზმი პირობითად სამ ფუნქციონალურ სისტემად იყოფა.

1. ზედა - ნერვულ-გრძნობადი სისტემა, სადაც აზროვნების, ცნობიერების პროცესები ხორციელდება და ც.ნ.ს. და გრძნობის ორგანოებია თავიანთი ფუნქციონირებით წარმოდგენილები. ამ პოლუსში, დამეთანხმებით, ძალზედ მცირედია, თითქმის არ არსებობს რეგენერაცია, ნივთიერებათა ცვლა, ყველაფერი ნატიფად არის ფორმირებული. უფრო სტატიკური პოლუსია, მისი ქმედება ვრცელდება მთელს ორგანიზმზე და ეს ქმედება უპირატესად დამშლელია.

 

2. ქვედა - ნივთიერებათა ცვლის და კიდურთა სისტემა, რაც არაცნობიერი ნებისა და მოქმედების სფეროა. აქ მეტია დინამიკა, აღმშენებლობა, რეგენერაცია, ეს პოლარულია ნერვულ-გრძნობადი ქმედებების (აქ უფრო მეტად ანთებადი პროცესების ხასიათია წარმოდგენილი, საპირისპიროდ ზედა პოლუსისგან, სადაც უპირატესად სკლეროზული ხასიათის პროცესებია წარმოდგენილი).

 

3. შუა სფერო - რიტმული სისტემა, გულ-ფილტვის ქმედება. გულისცემა, პულსი და სუნქვა, რაც ზედა და ქვედა ურთიერთქმედებათა ამსახველი და გამაწონასწორებელია, ჯანმრთელობის სადარაჯოზე დგას. “შინაგანი ექიმია”, როგორც ეს თავის დროზე აღნიშნა პარაცელსმა. რომელიმე პოლუსის გადაჭარბებული ქმედება ავადმყოფობის გამომწვევია. ქვედას სიჭარბე - ანთებებისკენ მიდრეკილებას, ხოლო ზედას სიჭარბე - სკლეროზულ პროცესებს იწვევს. პოლარობებისა და შუის პრინციპი გათვალისწინებულია ცალკეული ორგანოების შემთხვევაშიც. (მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს დაყოფა პირობითია, ეს ქმედებები მთელს ორგანიზმზე ვრცელდება და ავსებს ერთმანეთს). ანთროპოსოფიულად ორიენტირებული სამკურნალო ხელოვნება ადამიანს ეხმარება დარღვეული წონასწორობის აღდგენაში. მკურნალობის ეს მეთოდი ორიენტირებულია მთლიან ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს განუმეორებელ ინდივიდუალობას თავისი ბიოგრაფიით, სოციალური კავშირებითა და ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობებით. ავადმყოფობა ადამიანს მხოლოდ კი არ ზღუდავს, არამედ აძლევს განვითარების შანსს, საშუალებას დაფიქრდეს თავის ცხოვრებაზე და რაიმე შეცვალოს მასში. ამიტომაც ექიმი მხოლოდ ავადმყოფობის მკურნალობით კი არ შემოიფარგლება, არამედ თანადგომას უწევს პაციენტს შემდგომი ცხოვრების ფორმირებაში. მკურნალობის დროს, განსაკუთრებით ბავშვებთან, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ სამკურნალო საშუალებებს, საჭიროების შემთხვევაში ასევე გამოიყენება კლასიკურ მედიცინაში მიღებული პრეპარატებიც. განსაკუთრებით მწვავე, გადაუდებლელი ინტენსიური თერაპიის აუცილებლობის დროს, რა თქმა უნდა ბაზისურია ქიმიური მედიკამენტები, მაგრამ მათ გვერდით შესაძლებელია ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება, რაც ამცირებს ქიმიური მედიკამენტების არასასურველ თანამოვლენებს. სინთეზური მედიკამენტები გამოიყენება ასევე ისეთი ქრონიკული ავადმყოფობების დროს, რომლებიც ჩანაცვლებით თერაპიას მოითხოვს, მაგ. ინსულინდამოკიდებული დიაბეტი, ან ონკოლოგიური დაავადებები. ამ უკანასკნელის დროს არაჩვეულებრივად დამხმარეა ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებების პარალელური გამოყენება. ხშირად ბევრად ეფექტურია კომბინირებული მედიკამენტური თერაპია.

 

მხოლოდ მედიკამენტი არ იძლევა ადამიანის არსების ყველა ნაწილზე ზემოქმედების საშუალებას, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობაში და ასევე ზოგჯერ დიაგნოსტიკაშიც დამხმარე თერაპიების გამოყენება, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სასიცოცხლო ძალებზე და სამშვინველზე მეტი ინფორმაციის მიღება და მათზე უშუალო თერაპიული ზემოქმედება (ავადმყოფობათა უმრავლესობის მიზეზი ხომ სწორედ აქ ძევს). გარდა ამისა, დამხმარე თერაპიების წყალობით მედიკამენტების ქმედების ეფექტიც საგრძნობლად მატულობს. თერაპიის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს “სამკურნალო ევრითმია” - ეს მოძრაობითი თერაპიაა, რაც სასიცოცხლო ძალებზე მოქმედებს, აღძრავს თვითგანკურნების პროცესებს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

 

შემდეგი დამხმარე მეთოდია “ხელოვნებითი თერაპია”:

- “მუსიკით თერაპია”

- პლასტიკური ფორმირება თიხაში, ფერში, გრაფიკაში მუშაობა.

პაციენტის მიერ შესრულებულ თავისუფალ ნამუშევარში და ასევე ევრითმიულ მოძრაობაში უკეთ ვლინდება მისი პრობლემები.

 

კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები: რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები და სხვა გარეგანი პროცედურები.

მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად დამხმარე თერაპიების გამოყენებაც მოწოდებულია ადამიანის თვითგანკურნების ძალების გასააქტიურებლად, პაციენტიც აქტიურად ერთვება მკურნალობის პროცესში. მის ირგვლივ შემოკრებილი თერაპიული წრე ზრუნავს მისი სხეულისა და სულის სიმრთელეზე და მათ ჰარმონიულ ერთობაზე.

 

ანთროპოსოფიული მედიცინა გასული საუკუნის 20 -იან წლებში აღმოცენდა, მედიცინის დოქტორ იტა ვეგმანის ანთროპოსოფიის ფუძემდებელ დოქტორ რუდოლფ შტაინერთან თანამშრომლობით.

 

1921 წელს შტუტგარტში (გერმანია) და არლესჰაიმში (შვეიცარია) გაიხსნა კლინიკურ-თერაპიული ინსტიტუტები ფარმაციული ლაბორატორიებით. განვითარების პროცესში მოხდა ფარმაციული ნაწილების გამოყოფა დამოუკიდებელ, მედიკამენტების მწარმოებელ ფირმებად - “ველედა” და “ვალას” სახელწოდებით. დღესდღეისობით არსებობს კლინიკები, სანატორიუმები, სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრები, ასევე განყოფილებები საუნივერსიტეტო კლინიკებში გერმანიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ჰოლანდაში, იტალიაში, აშშ-ში, ბრაზილიაში, ასევე ამბულატორიის ტიპის სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრები, მცირე მასშტაბით მედიკამენტთა წარმოებით ევროპის უმრავლეს ქვეყანაში და ასევე ჩრდლო და სამხრეთ ამერიკაში, რუსეთში, საქართველოში, ეგვიპტეში, იაპონიაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

 

ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინით ყველგან და ასევე საქართველოშიც მხოლოდდამხოლოდ აპრობირებული ექიმები მუშაობენ. გამომდინარე იქიდან, რომ თერაპიული ქმედება ადამიანის მთლიანობაზეა ორიენტირებული, პროფილი ზოგადი და ფართოა.

15 მარტი 2016

ჭარბი წონა - ესთეტიკური თუ სამედიცინო პრობლემა კვების სამედიცინო ასპექტები

სტატიის ავტორი: ლალი ანდრიაშვილი მედ. დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

ადამიანის სხეულის წონაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: ასაკი, სქესი, მემკვიდრული განწყობა, ცხოვრების წესი, დაავადებებისადმი მიდრეკილება, კონსტიტუცია და სხვა.
სხეულის წონა გამოითვლება ფორმულებით, რის მიხედვითაც არსებობს ჭარბი და მცირე წონის ოპტიმალური ზღვრები ასაკიდან და სქესიდან გამომდინარე. ამ ოპტიმალური ზღვრიდან გადახრა ხშირად არა მარტო ესთეტიკური, არამედ სამედიცინო პრობლემა ხდება, ვინაიდან იგი უხშირესად გარკვეული დაავადებების რისკი და წინაპირობაა.

 

 

არსებობს ჭარბი წონის კორექციის მრავალი აპრობირებული მეთოდი, მაგრამ ამ პრობლემამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მისგან გამომდინარე სამედიცინო ხარჯები კი კოლოსალურად იზრდება.
იმ მრავალ მიზეზთა შორის, რომელიც ჭარბ წონას განაპირობებს, უმნიშვნელოვანესია ცხოვრების წესი და კვების კულტურა.

 


კვების მეცნიერებაში არ არსებობს დოგმები. აუცილებელია პაციენტის პრობლემის გაანალიზებით, კონსტიტუციონალური ტიპის და კვების ჩვევის გათვალისწინებით, ინდივიდუალური კვების სქემის შემუშავება, რაც ექიმის პრეროგატივაა. ადამიანის კვების გარკვეულ რეჟიმსა და რაციონს დიეტა ეწოდება. რადგან დიეტეტიკა დგას საკვებსა და სამკურნალო საშუალებას შორის, ამიტომ მისი დანიშვნა უნდა ითვალისწინებდეს მრავალ ფაქტორს, ინდივიდუალური პრობლემიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, არსებული დიეტური სქემებისა და მაგიდებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ დაავადებას ან რომელიმე კონკრეტულ პრობლემას ითვალისწინებს.

 


დღევანდელი საბუნებისმეტყველო მეცნიერება ადამიანში მიმდინარე პროცესებს ხსნის მხოლოდ ფიზიკალური მეთოდებით, ამიტომ სამკურნალო დიეტების შერჩევაც მხოლოდ ამ მეთოდს ემყარება. მაგრამ საკვები სუბსტანციები და მათი დინამიკა (გარდაქმნა) ადამიანის ორგანიზმში არის უფრო მეტი, ვიდრე ეს ფიზიკური მეთოდებით იხსნება. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შემადგენლობას, მისი მომზადების და მიღების წესს, პაციენტის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობას, კვების მიკროსოციალურ და ინდივიდუალური კულტურას.

 


საკვები საშუალებები შეიცავს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყალებს, ვიტამინებს, მინერალებს და წყალს.
ცილებს უმეტესად შეიცავს - ხორცის და რძის პროდუქტები.
ცხიმებს - კარაქი, მარგარინი, ზეთი, არაჟანი, ცხიმიანი ხორცი.
ნახშირწყლებს - პურ-ფუნთუშეული, ხილი და ბოსტნეული.
ნახშირწყლები ადამიანის ორგანიზმში მონაწილეობას ღებულობს მეტყველების და აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაში.
ცილოვანი პროდუქტები: რძე და რძის ნაწარმი ხელს უწყობენ ადამიანის ზრდას და აღმშენებლობას.
ცხიმს დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმში სითბოს პროდუქციასა და შემოქმედებით აქტივობაში.

 

 

საკვები საშუალებები უქმნის ადამიანს ფიზიკურ საყრდენს მიწაზე, მაგრამ დღევანდელი საკვები საშუალებების მოყვანა დამუშავებაში მზარდი ქიმიზმი, საკვები პროდუქტების ღირებულებას ამცირებს, ამიტომ მატულობს ავადობა. მისგან თავის დაცვა შესაძლებელია საკვები საშუალებების სწორად შერჩევითა და შესაბამისი მომზადება – დამუშავებით. ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების რაოდენობას, ჯერადობას და რიტმულობას. თითოეული საკვები საშუალება ადამიანში გარკვეულ ცვლილებებს გადის, ამ პიროვნების შესაბამისი სუბსტანციების ასაგებად.

 

 

“გაადამიანურებული სუბსტანციები“ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, დღის განმავლობაში იყოს აქტიური და შემოქმედებითი.
როგორც ცნობილია, ადამიანი სამგვარად უკავშირდება თავის გარემომცველ სამყაროს: გრძნობადი შთაბეჭდილებებით, სუნთქვით და კვებით. საკვები საშუალებებით ადამიანს სამყარო შემოაქვს &ნბსპ;შიგნით და საჭმლის მომნელებელი სისტემის საშუალებით ინელებს მას. მონელება ნიშნავს ნივთიერების გარდაქმნას ადამიანის შესაბამის სუბსტანციად, ამიტომ არ არსებობს ორი ერთნაირი ნაკვებობის ადამიანი, როგორც არ უნდა მსგავსი საშუალებებით იკვებებოდნენ ისინი, მხოლოდ ინდივიდუალობის გათვალისწინებით არის შესაძლებელი კვების საიდუმლოებაში წვდომა. ერთის მხრივ ადამიანს კვებავს მიწიური საკვები ნაკადი კვების პროდუქტების სახით, მაგრამ ჩვენ ასევე ვღებულობთ გარემოდან გრძნობად შთაბეჭდილებებს, რისი საშუალებებითაც ვქმნით ჩვენს იდეალებსა და იდეებს და ვანხორციელებთ ჩვენს ქმედებებში, შემოქმედებაში, რითაც იქმნება კულტურა. თუკი ჩვენი შემოქმედება სამყაროში მიმდინარე კანონზომიერებების ანარეკლია, მაშინ ის ჭეშმარიტი ხელოვნებაა, მაშინ ასრულებს კულტურა თავის ჭეშმარიტ როლს. მაშინ სამყაროსეული აზროვნება გადმოიცემა ადამიანის საშუალებით, ანუ თუკი ადამიანი მოქმედებს სამყაროსეული აზროვნების შესაბამისად, მას ასაზრდოებს კოსმიური კვების ნაკადი, რასაც აღმშენებლობითი გამაჯანსაღებელი ხასიათი აქვს.

 


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოზარდებში საკვები საშუალებების სწორი შეთავაზება, რადგან მზარდი ქიმიზმი და ვირტუალურ სამყაროსთან ურთიერთობა ( კომპიუტერი, ვიდეო-აუდიო ეფექტები) დაავადების ტენდენციებს აძლიერებს, რაც სწორი კვებით შესაძლებელია ჩავანაცვლოთ.

 


კვების ცალმხრივობა ხშირად გარკვეულ სიმპტომის გამომწვევია, მაგ: საკვებში B1 ვიტამინის ნაკლებობა იწვევს აგზნებადობას, ზოგად ადინამიას, რადგან იგი აუცილებელია ტვინის ქსოვილისთვის. მას შეიცავს მარცვლოვანი კულტურები. ბავშვთა უმეტესობას აღენიშნება რკინის შემცველობის ნაკლებობა სისხლში, რაც ასევე ზოგად სისუსტესა და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, მნიშვნელოვანი სიმპტომია ადრეული ასაკის ძვალ-სახსროვანი დეფორმაციები და არტერიოსკლეროზი, რაც ხშირად ჭარბი ინტელექტუალური დატვირთვის ან არასწორი საკვები საშუალებების: კონსერვანტების და რაფინირებული შაქრის უკონტროლო მიღების შედეგია. ამას ემატება პრაგმატულობა, ნაკლები აღფრთოვანების და სიხარულის გამოხატვის უნარი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მაფორმირებელ ტენდენციას, რაც ხშირად საწყის ეტაპზე მხოლოდ ჭარბი წონით გამოვლინდება, რომელიც სხვა მრავალი დაავადების წინაპირობა შეიძლება გახდეს. ამიტომ ძალზედ მნიშვნელოვანია კვების ჭეშმარიტი მნიშვნელობის სიღრმეებში გარკვევით, სწორი რეკომენდაციების მიღება. უცილებელია ბავშვის ასაკობრივი მოთხოვნების და თავისებურებების გათვალისწინება, რადგან ბავშვის ზრდა ძალზედ დიფერენცირებული პროცესია, მას უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება, იმისათვის რომ ისწავლოს სიარული, მეტყველება, აზროვნება, გაიაროს სკოლამდელი და სასკოლო ასაკი, პროფესიონალური მომწიფება, რათა სამყაროს სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბდეს, სწორედ ამისათვის მას ესაჭიროება ჯანსაღი მიწიური და კოსმიური საკვები. ჩვენ გთავაზობთ სწორად შერჩეული საკვების და პრევენციული ღონისძიებების დროული გამოყენებით ჭარბი წონის პროფილაქტიკას და გარკვეული დაავადებების რისკ-ფაქტორების შემცირებას. აქ მოყვანილი კვების ბარათი თითოეულ შემთხვევაში დამუშავდება ინდივიდუალურად.

 


კვების ინდივიდუალური ბარათი:
8:30 საუზმე - ჩაი ლიმონით, ბურღულეული სასურველია უცხიმოდ, ბუტერბროდი ყველით ან ლორით.
12:00 სამხარი - რძის პროდუქტები (ხაჭო, ნადუღი), ხილის წვენი, ხილი - ერთი ერთეული.
14:00 სადილი - ცხელი წვნიანი, პურ-ფუნთუშეული (სასურველია გამომშრალი პური), ბურღულეულის და ბოსტნეულის სალათის ასორტი.
17:00 სამხარი - მსუბუქი ნამცხვარი, ყავა, ხილი - ერთი ერთეული.
19:00 ვახშამი - ჩაი ლიმონით, ბოსტნეულის სალათა, ბუტერბროდი.
ბოსტნეული - სასურველია მიიღოთ: ფხალი, ისპანახი, ბარდა, ყვავილოვანი, კომბოსტო, სოკო, ლობიო, შეუზღუდავად შესაძლოა იხმაროთ: ოხრახუში, ბოლოკი,ტარხუნა, წიწმატი, მწნილები.
რძის ნაწარმი - უმარილო ყველი, ხაჭო, ნადუღი.
ხორცეული - ხბოს, საქონლის ფრინველის ხორცი მოხარშული სახით.
თევზეული - როგორც ახალი, შესაძლოა გაყინულიც.
ცხიმები - სასურველია უჯერი ცხიმები: მცენარეული ზეთი, ზეთისხილი, მიწისთხილი, ნიგოზი. ხილი - სეზონურად ნებისმიერი.

 

15 მარტი 2016

ბრონქული გამავლობის დარღვევა ანუ ბრონქოობსტრუქციის სინდრომი

სტატიის ავტორი: ლალი ანდრიაშვილი მედ. დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

ბრონქოობსტრუქცია განპირობებულია სასუნთქი გზების შევიწროებით, რომელის მიზეზია ერთი მხრივ სასუნთქი გზების კედლის შეშუპება, მეორეს მხრივ სასუნთქ გზებში ლორწოს ჰიპერსეკრეცია, რომელთა შედეგადაც ადგილი აქვს სასუნთქი მუსკულატურის და ბრონქების სპაზმს. ამ სინდრომისათვის დამახასიათებელია ხშირი შეტევითი ხასიათის ხველა, ექსპირაციული ქოშინი, გაძნელებული დისტანციაზე მოსასმენი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა, ზოგ შემთხვევაში ციანოზი, წებოვანი ნახველი.

 

ობიექტურად: პალპაციით - გულმკერდის კედლების რიგიდობა, გულმკერდის ბგერითი ხმიანობის დაქვეითება, პერკუსიით - ფილტვის ქვედა საზღვრის გადიდება, შედარებითი პერკუსიით - კოლოფისებური ხმიანობა, აუსკულტაციით - მრავლობითი მსტვინავი მშრალი და სველი ხიხინი ორივე მხარეს. რენტგენოლოგიურად - ფილტვის ქსოვილის გამჭვირვალობის დაქვეითება, სისხლძარღვოვანი სურათის გაძლიერება. სისხლში - ზომიერი ლეიკოციტოზი მსუბუქი მარცხნივ გადახრით.

 

ფუნქციური გამოკვლევის დროს ფსტ-ს და ტიფნოს კოეფიციენტის დაქვეითება, პიკფლოუმეტრიით ფორსირებული ამოსუნთქვის სიჩქარის დაქვეითება. რა არის ბრონქოობსტრუქციის მიზეზი, რა არის სუნთქვა საერთოდ? სუნთქვის შეფერხება ხომ არ არის უსაფრთხოების განცდის დაკარგვა?

 

ნორმალურად სუნთქვა ორი ფაზისაგან შედგება (მათ შორის პაუზა არსებობს? აქ ხომ არ არის პრობლემა?) ჩასუნთქვა ამოსუნთქვა, მიღება გაცემა, დიალოგი - მოსმენა პასუხი, დღევანდელი საზოგადოების ძირითადი პრობლემა - ლაპარაკის ჩანაცვლება მედიით, მომსმენი და მოლაპარაკე საზოგადოების განცალკევება ხომ არ არის პრობლემის სათავე, რამეთუ სწორ მეტყველებაში ყალიბდება ჯანმრთელი რიტმული სუნთქვა.

 

ბრონქოსპაზმი შეიძლება ტირილის და ყვირილის სცენას შევადაროთ, როგორც ტირილის ეპიზოდი გაივლის (შეშუპება, სპაზმი) ასევეა ბრონქოსპაზმიც - ეს არის დიდი ხნის დაგროვილის განტვირთვა.

 

ბრონქოობსტრუქციული დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს ჭარბი აღმშენებლობით ან ჭარბი დაშლით (ანთება, ალერგია).

 

პირველი ტიპი - ჭარბი აღმშენებლობის დროს ნივთიერებათა ცვლის პოლუსი გადანაცვლებულია რიტმულ სისტემაში, ყველგან ნივთიერებათა ცვლაა, თვით ძვლებშიც კი, ასეთი ბავშვები არიან თბილები, მრგვალები, მიდრეკილნი მაღალი ტემპერატურისკენ, უჭირთ კონცენტრაცია - არიან ინტელექტუალურად შენელებული, ეთერული ძალები მოუთოკავია, ასტრალური სუსტი.

 

მეორე ტიპი - სუსტი აღმშენებლობა წარბი მაფორმირებელი ძალები, თხელი ნატიფი კიდურებით, ჭარბად ინტელექტუალურები, ადრე მწიფდებიან, ადრე იწყებენ წერას, კითხვას, ლაპარაკს, მაგრამ ძალზედ უწირთ გარემოში ცვლილებებზე შეგუება, მცირე მოთხოვნილება აქვთ საკვებზე, სულ ორ - სამ საკვებს აღიარებენ. ასტრალური სხეული ძლიერია, ეთერული სუსტი, აქვთ შიში შფოთი დაურწმუნებლობა - იშვიათად ემართებათ სიცხიანი დაავადებები.

 

ძალიან მნიშვნელოვანია ანამნეზში მშობლების არასწორი ურთიერთმიმართება, მამის ნეგატიური როლი, ჭარბი, მაგრამ სითბოსმოკლებული მზრუნველობა. სიცივის შეჭრა სითბურ ორგანიზაციაში რაც არის ალერგიის უხშირესი მიზეზი. მკურნალობა - კლასიკური მედიცინის მხრიდან, სიმპტომატურია: ინჰალაციური ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორები ან ქოლინერგული საშუალებები, ბაქტერიული ინფექცის თანდართვისას ანტიბიოტიკოთერაპია.

 

ანთროპოსოფიული თვალსაზრისით: ამ ორი ტიპის გათვალისწინებით მიდგომა განსხვავებულია.

 

პირველი ტიპის დროს: Aconit/Brynia, Bronchi/plantago, Apis/Belladona, Gencydo 1%, 5%.

 

მეორე ტიპის დროს: Cuprum aceticum comp, Tabacum D4, Petasites cum Querko, Petasites cum Veronika, Stibium arsenikosum.

ორივე ტიპის დროს ვიყენებთ: Cuprum/Tabacum-ის ინჰალაციას.

 

საჭიროა დაავადების მართვა და მკურნალობაში მედიკამენტებთან ერთად თერაპიული ღონისძიებების ჩატარება.

 

მკურნალობის აღნიშნული მეთოდი უკვე 25 წელია წარმატებით გამოიყენება ჩვენს პრაქტიკაში. შედეგი კი არის ის, რომ მშობლები ანთროპოსოფიული მკურნალობის დაწყებამდე აღნიშნავენ ბავშვების ხშირ ავადობას, ბრონქოობსტრუქციის ხშირ ეპიზოდებს. ჩვენთან ჩატარებული რამოდენიმე კურსის შედეგად კი მიიღწევა რემისიის გახანგრძლივება, გამწვავების შემთხვევაში კი ბრონქოობსტრუქცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს და ადვილად ემორჩილება ანტიბიოტიკის და ბრონქოდილატატორების გარეშე ბუნებრივი საშუალებებით მკურნალობას.

15 მარტი 2016

ეპილეფსიური და ისტერიული ბავშვები

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი-პედიატრი

 

როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა,
ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა;
ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
პირველი კორინთელთა მიმართ თ. 13-11

მიკროსოციალურ სფეროში დისჰარმონიამ შეიძლება ბავშვის მხრიდან სხვადასხვაგვარი პროტესტი წარმოშვას, ისეთივე მრავალგვაროვანი, როგორიც მისი ფანტაზიაა. პროტესტის თითოეული ფორმა განაპირობებს გარკვეული კონსტიტუციური ტიპის ჩამოყალიბებას და გარკვეული ავადმყოფობებისადმი მიდრეკილებას. ამ მხრივ საინტერესოა ორი ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობის მქონე ბავშვების დახასიათება. ესენი არიან ეპილეფსიური და ისტერიული ბავშვები.

 


ეპილეფსიური ბავშვები ხშირად გამოირჩევიან თავიანთი უხეში, ათლეტური სხეულით, წინააღმდეგობის დაძლევის ძლიერი სურვილით, რაც სრულიად საპირისპიროდაა ისტერიულ ბავშვებში. უმრავლესს შემთხვევაში ისინი არიან ნაზი, გრაციოზული აღნაგობის, მგრძნობიარენი და წინააღმდეგობის დაძლევისა და მისი გადალახვის უუნარობით გამოირჩევიან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა ”ისტერია” - ისე არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ჩვეულებრივ ყოფაში ვართ მიჩვეულნი ან როგორც კლასიკურ მედიცინაშია ცნობილი. ამ საკითხს ქვევით ჩავუღრმავდებით.

 


ნორმალურ მდგომარეობაში გამოღვიძებისას, ძილის დროს სხეულიდან გასული ასტრალური სხეული და `მე~ უერთდება ფიზიკურ-ეთერულს. ფიზიოლოგიური ქმედებისათვის მთელი ადამიანური არსება უნდა დაუკავშირდეს გარემოს, რაც იმას ნიშნავს, რომ სრული გამოღვიძება დადგა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ადამიანს არ ჰქონდეს შესაძლებლობა რომელიმე ორგანოს გავლით უშუალოდ ჰპოვოს კავშირი გარე სამყაროსთან. ამრიგად, ორგანო გარკეულ ბარიერს წარმოადგენს გარემოსთან კავშირის დასამყარებლად. ძილის დროს ასეთ ორგანოში რაღაც ჩნდება, რაც იმის პირობას ქმნის, რომ გამოღვიძებისას ადამიანი იძირება ამ ორგანოში და გარე სამყაროში გასვლას ვეღარ ახერხებს. ამ დროს ადამიანის ”მე” და ასტრალური სხეული იძულებულნი არიან ჩაეჭედონ ორგანოში, საიდანაც გამოსვლა აღარ შეუძლიათ.

 

უბედურება ის არის, რომ ადამიანი მაინც იღვიძებს, მაგრამ ამ შემთხვევაში ცნობიერების გარეშე. ცნობიერების მისაღებად კი საჭიროა გარეთ გამოსვლა. ასე ხდება ეპილეფსიურ ბავშვთან. მას შეუძლია თავისი მე-ორგანიზაციითა და ასტრალური სხეულით ჩაეშვას ეთერულსა და ფიზიკურ სხეულებში, მაგრამ ვერ გადის გარე სამყაროში და შიგნით შეკავდება. ჩაჭედილი ”მე” და ასტრალური სხეული აწვებიან ორგანოს ზედაპირს და ვეღარ თავისუფლდებიან მისგან. ისინი ჩაჭედილნი არიან. ვითარდება ”მე”-სა და ასტრალურის შეგუბება. სწორედ ეს არის კრუნჩხვის მიზეზი. უპირატესად ეს შეგუბებები არსებობენ ტვინის ნაწილებში, ღვიძლში ან ფილტვებში. თავის ტვინში არსებობს თითოეული ორგანოს პროექცია, ამიტომ ღვიძლში ან ფილტვში შეგუბება ეეგ-ზე აისახება. ეპილეფსიური კრუნჩხვა შეიძლება განხილულ იქნას როგორც განკურნებისაკენ სწრაფვა, როგორც გათავისუფლება. კრუნჩხვით ერთგვარი განტვირთვა ხდება. ცნობილია, რომ კრუნჩხვის წინ გროვდებიან გარკვეული ნივთიერებები, რომლებიც იშლებიან განტვირთვის შემდეგ. კრუნჩხვის მოახლოებას ბავშვი თუ მოზრდილი გარკვეულად გრძნობს, რომელსაც აურას უწოდებენ. ცნობილია აურის მრავალფეროვნება, რომელიც შეიძლება დაუკავშირდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს. კრუნჩხვის კუპირება ანტიკონვულსიური მკურნალობით განაპირობებს პიროვნების შეცვლას. უპირატესად ვითარდება აგრესიულობა. თუ ბავშვობის ასაკიდან ხდება ამგვარი მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში ვითარდება გონებრივი ჩამორჩენა, რადგანაც ამ პრეპარატებით მცირდება ცნობიერების სიფხიზლე გარემოსადმი. ეპილეფსია არ უნდა იქნას განხილული, როგორც მხოლოდ კრუნჩხვის შეტევები. ანტიკონვულსიური თერაპიით კრუნჩხვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ეპილეფსია აღარ არსებობს.

 

ეს ყველაფერი შეიძლება განხილულ იქნას როგორც სიმპტომური მკურნალობა, რომლითაც გარკვეული პროცესის შედეგის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად, ხოლო მიზეზი კვლავ სახეზეა. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანტიკონვულსიური საშუალებები არ უნდა დაინიშნოს, პირიქით, უმრავლეს შემთხვევაში მათი დანიშვნა აუცილებელია. მათთან ერთად ან მათ გარეშე შესაძლებელია მკურნალობის ისეთი ფორმის მოძებნა, რომელიც პროცესის მიზეზს დაუპირისპირდება და არა შედეგს. 

 

იმისდა მიხედვით, თუ ბავშვს გარემოს რომელი ელემენტის მიმათ აქვს არაჯანმრთელი დამოკიდებულება, განიხილება ეპილეფსიის ოთხი ტიპი. ბავშვს, რომელსაც არაჯანსაღი დამოკიდებულება აქვს სითბოს ელემენტთან, აღენიშნება სისხლის მიმოქცევის უკმარისობა, ჰიპოთერმია. ამიტომ ასეთი ბავშვისათვის აუცილებელია მეტისმეტად თბილად ჩაცმა, ისე რომ გაოფლიანდეს.

 


ბავშვებს, ჰაერის ელემენტის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულებისას აღენიშნებათ ცნობიერების დაბინდვა, არარეგულარული სუნთქვა. მათთვის სასურველია სუნთქვის ფაქიზი სავარჯიშოები.
წყლის ელემენტის მიმართ გართულებების შემთხვევაში, ბავშვებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, გულისრევა და პირღებინება. მათთვის აუცილებელია ცურვა, დაგემოვნების პროცესის გაძლიერება (მაგ. საკვებში სუნელების გამოყენება). და ბოლოს, მიწის მიმართ პრობლემების დროს ბავშვებს აღენიშნებათ წონასწორობის დარღვევა, თავბრუსხვევა - რეკომენდებულია სამკურნალო ევრითმია და ტანვარჯიში (სპეციალური სავარჯიშოები ჰანტელებით). ექიმისათვის ძნელია განსაზღვროს, თუ რომელი ელემენტისადმია დამოკიდებულება დარღვეული. ამიტომ ეპილეპტიკებმა ოთხივე ტიპის მითითება უნდა შეასრულონ. ინკარნაციის პროცესში, ისევე როგორც ეპილეფსიურ ბავშვებთან, ასევე ისტერიულ ბავშვებთან, არის დარღვევა, ოღონდ საპირისპირო მხარეს, კერძოდ, მათი მშვინვიერ-სულიერის დაკავშირება გარემოსთან არ არის ნორმის ფარგლებში. თუკი ეპილეფსიური ბავშვის მშვინვიერ-სულიერი იჭედება ეთერულ-ფიზიკურში და ვერ ახერხებს გარემოსთან დაკავშირებას, ისტერიული ბავშვი თითქმის მთლიანად გარემოს ეძლევა და მისი არსება მთლიანად ორიენტირებულია მასზე. ასეთი ბავშვისათვის დამახასიათებელია ღრმა დამწუხრება და ტკივილის გრძნობა გარემოსადმი. რუდოლფ შტაინერი სამკურნალო პედაგოგიურ კურსში საუბრობს ასეთი ბავშვის მშვინვიერ ”ჭრილობაზე”.

 


როგორც ჩვენთის ცნობილია, პატარა ბავშვი, განსაკუთრებით შვიდ წლამდე, მთლიანად თავის მიკროსოციალურ გარემოში ცხოვრობს. გარემო მის არსებაში მთელი სიგრძე-სიგანით შეიჭრება და თავის კვალს ტოვებს. დედები ყოველთვის ფრთხილობენ, რომ თავიანთ პატარას ძნელად მოსანელებელი საკვები არ მისცენ, რათა გარკვეულმა ნივთიერებებმა რთული პრობლებები არ წარმოშვან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან. სწორედ ასეთივე სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ბავშვს ჭარბი ინფორმაცია მიეწოდება. როგორც ნივთიერებას, ასევე ინფორმაციასაც და განსაკუთრებით ჭარბს, ესაჭიროება მონელება. ხშირ შემთხვევაში ბავშვი მონელებით პროცესებს სწორად ვერ წარმართავს. ბავშვისათვის ჭარბი და მოუნელებელი შეიძლება იყოს არა მარტო ინფორმაცია, არამედ კონფლიქტური სიტუაციები ოჯახში, სკოლაში, როგორც უფროსებთან ასევე თანატოლებთან. ყველაფერი ეს იწვევს მშვინვიერ ტკივილს, რომელიც ბავშვს უკან ხევს და მუდმივად ჩასუნთქულ მდგომარეობაში ამყოფებს. ასეთი ბავშვები, ერთის მხრივ, ადვილად გამოდიან მდგომარეობიდან და მეორეს მხრივ, დანაღვლიანებულნი და ტრავმირებულნი არიან.

 


მშვინვიერი ტრავმები ისტერიულ ბავშვებთან სხვადასხვა კლინიკურ სურათს იძლევა, კერძოდ, ღამის ენურეზი (ღამის უნებლიე შარდვა), ენაბლუობა, ნერვული ტიკები. შეიძლება რამოდენიმე ნოზოლოგია ერთ ბავშვთან ერთდროულად განვითარდეს. ისტერიული ბავშვები თავიანთი სისუსტეების შესანიღბად შეუსაბამოდ ცელქობენ, მიუხედავად მათი უნარებისა, ხშირად იყენებენ გამოთქმას, ”მე ამას ვერ შევძლებ”, თუმცა ნებისმიერი თბილი და ყურადღებიანი მოქცევა მათზე დადებითად მოქმედებს. განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ღამის ენურეზი. ემოციურად დატვირთული დღის შემდეგ ბავშვს ეძლევა საშუალება ღრმად ამოისუნთქოს. ისინი ეძლევიან ღრმა ძილს, ვერ აკონტროლებენ ქვედა საზღვრებს და მათთვის ”სველი ლოგინია” დამახასიათებელი.

 


როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ღამის ენურეზიანი პაციენტების უმრავლესობასთან პრობლემა მოდის მამის მხრიდან, სადაც დედა ემოციურად ლაბილურია, ბავშვს ვერ უქმნის დამცველ გარსს და თავადაც კონსტიტუციურად მას ემსგავსება. ასეთ დედებს უჭირთ ექიმის რეკომენდაციის შესრულება. ამ შემთხვევაში ექიმი უძლურია სრულყოფილად დაეხმაროს ბავშვს, თუკი მშობლების რეალური მხარდაჭერა არ ექნება. ისტერიულ ბავშვებთან ჯანსაღი პედაგოგიური დამოკიდებულება ძირითად სამკურნალო ღონისძიებას წარმოადგენს. მშობლებმა განსაკუთრებული ნდობა უნდა გამოუცხადონ ამ ბავშვებს, დააკისრონ სერიოზული საქმეების შესრულება და წარუმატებლობის შემთხვევაში დატუქსვის მაგივრად მიეხმარონ არასასურველი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნაში. პედაგოგმა ბავშვს უნდა მოსთხოვოს კითხვისა და წერის ტემპის დაჩქარება. ბავშვმა უნდა იგრძნოს პედაგოგის მხარდაჭერა და მიუხედავად შიშისა, რომ მას ეს არ შეუძლია, უნდა მოახერხოს ბარიერის გადალახვა და დავალებას ახლებურად მიუდგეს. ასეთ ბავშვებს სჭირდებათ ”მშვინვიერი ალერსი” ”მშვინვიერი ჭრილობის” მოსაშუშებლად. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც ვიყავით ბავშვები, ჩვენც გვქონდა სურვილები, ჩვენც გვტკიოდა და ვცდილობდით პრობლემების დაძლევას. ცხადია, ჯანსაღი მიკროსოციალური გარემოს შექმნა ორივე ტიპის ბავშვისათვის საკმარისი არ არის. გარკვეული დამოკიდებულების გარდა აუცილებელია მედიკამენტოზური მკურნალობის დანიშვნა, რომლის განხორციელებისათვის ანთროპოსოფიული მედიცინა შესანიშნავ საშუალებებს ფლობს.

 

15 მარტი 2016

დიდთავა და პატარათავა ბავშვები

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი - პედიატრი

 

ბავშვები თავიანთი ტემპერამენტით და სხეულის აგებულებით შეიძლება დავყოთ სხვადასვა კონსტიტუციურ ტიპებად. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დაყოფაა: დიდთავა და პატარათავა ბავშვები.
ორსულობა ისეთი მდგომარეობაა, რომლის დროსაც დაავადებები, ანდა მათდამი მიდრეკილება შეიძლება შეწყდეს ან დაიწყოს. ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა მშვინვიერი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა დედა ორსულობის პირველ თვეებში.

 


დედებს, რომლებსაც ორსულობის პირველ თვეებში საშინელი მოწყენილობა და სევდა ეუფლებოდათ, რომელთა ქმრები მხოლოდ საკუთარ გართობაზე ფიქრობდნენ, უჩნდებათ ბავშვები დიდი თავით (ჰიდროცეფალიით), ანუ ბავშვები, რომლებსაც წყლიანი თავი აქვთ; და პირიქით, დედებს, რომლებიც ორსულობის პერიოდში ფუქსავატურ ცხოვრებას ეწეოდნენ, დროს ლაზღანდარობასა და მხიარულობაში ატარებდნენ, უჩნდებათ ბავშვები პატარა თავით.

 


დიდთავიანი ბავშვების დედები, ორსულობის პერიოდში საოცრად მიჯაჭვულად გრძნობენ თავს ბავშვთან. მათ გულიც კი წყდებათ, რომ მშობიარობის დრო დგება და ბავშვთან განშორება მოუხდებათ; ხოლო მიკროცეფალიის მქონე, ანუ პატარათავიანი ბავშვების დედები, პირიქით, სხვადასხვა მიზეზის გამო დისტანციას ქმნიან ნაყოფთან და რაც შეიძლება მალე სურთ მასთან განშორება.
დიდთავობა არ არის მხოლოდ თავის გარეგანი მოცულობის სიჭარბე. ის, გარე სამყაროს ფხიზელი აღქმის საპირისპიროდ, აზროვნების ფუნქციური გადაწონვაა, როდესაც ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემა ორგანიზმის სხვა ნაწილებში სუსტად არის ინტეგრირებული.

 


დიდთავა ბავშვი ოდნავ წინ გადაწეული დადის, მოძრაობს ფიქრებში და ოცნებებში გართული. თითქოს გარემოს სწრაფად ვერ აღიქვამს. ხშირად მასწავლებლები უჩივიან, რომ მათ გაკვეთილის მასალაზე კონცენტრაცია უჭირთ, მაგრამ კონცენტრაციის საოცარ უნარს ამჟღავნებენ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათ აინტერესებთ და რაზეც ოცნებობენ. თუ მასწავლებელი ამბობს, რომ ბავშვს მათემატიკა უჭირს, სამაგიეროდ, შესანიშნავად წერს თხზულებებს, ეს ნიშნავს, რომ ბავშვი დიდთავაა. ასეთ ბავშვებს ლოგიკური აზროვნება შეუძლიათ, მეხსიერება კარგად აქვთ განვითარებული. მათ დიდი, ღრმა და შორს მცქერი თვალები აქვთ, ხოლო ხელის თითები გრძელი, ნატიფი და ფაქიზი. მათთან შეიმჩნევა ასევე მსუბუქი ბრტყელტერფიანობა. ისინი შესაძლოა ძალიან გამხდრები იყვნენ, მაგრამ კანი და კანქვეშა ქსოვილი ,,ფუმფულა“ ჰქონდეთ. ასეთი ბავშვები პატარა პრინცებს ჰგვანან. ეზოში თამაშს ურჩევნიათ სახლში, საკუთარი სათამაშოებით თამაში. ისინი ხშირად მართავენ თოჯინების თეატრს; იგონებენ თავის ტოლ ბავშვს, რომელსაც უცნაურ სახელს არქმევენ და თუ რაიმეს აფუჭებენ, ამ გამოგონილ ბავშვს აბრალებენ. მათთვის გაუგებარია ბრძანებები და მხოლოდ მეგობრული ურთიერთობებით, სიყვარულითა და თანაგრძნობით შეიძლება მიზნის მიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ქოლერიული აფეთქების მომსწრენი გავხდებით.

 


ასეთი ბავშვები ხშირად ავადდებიან ბრონქიტით, აღენიშნებათ ლიმფური კვანძების გადიდება. მათ "ლიმფატუ ბავშვებს" უწოდებენ. ისინი მოცულნი არიან სურათხატებითა და ოცნებებით. დიდთავა ბავშვებთან ნივთიერებათა ცვლის დინამიკა არ არის საკმარისად გამართული.

 


რაც შეეხება პატარათავა ბავშვებს, ისინი მკვირცხლები არიან და განუწყვეტლივ ცქმუტავენ. მათ თვალებში ცეცხლოვანი ელემენტი სჭარბობს. უჭირთ კონცენტრაცია, მეხსიერება ნაკლებად აქვთ განვითარებული. ტემპერამენტით ისინი ქოლერიულ-მელანქოლიურნი არიან. მათი სხეული საოცრად მოქნილი და ელასტიურია. ისინი მიდრეკილნი არიან ნერვული აშლილობისკენ. პატარათავა ბავშვებისთვის დამახასიათებელია საკვებისადმი ძლიერი ლტოლვა, შესაბამისად მოუნელებელი და უხვი განავალი. მათ სინთეზური წარმოდგენის სუსტი უნარი აქვთ და არ შეუძლიათ საგნებისა და მოვლენების სურათხატების შექმნა.

 


არსებობს იმის საშიშროება, რომ ჰიდროცეფალიისაკენ ბავშვის მიდრეკილება მეტისმეტად ადრე ჩავახშოთ აღზრდით, დიეტითა და მედიკამენტოზური მკურნალობით. მაშინ აქ მთელი სიმძაფრით გამოვლინდება ის, რომ არ ვითვალისწინებთ ადამიანის განვითარების მთლიან სურათს. ადრე მოცილებული ჰიდროცეფალიის პროცესი გადაინაცვლებს ქვევით – მოგვიანებით ბავშვებს აღენიშნებათ მიდრეკილება გულისა და ფილტვების დაავადებებისაკენ. თუ ამ დაავადებებსაც უხეში ჩარევით, ნაადრევად მოვაშორებთ, პროცესი კიდევ უფრო ქვევით ჩამოვა, კერძოდ, აღინიშნება მოდრეკილება ვენერიული დაავადებებისაკენ. ბუნებრივია თქვენ შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა – თუ კი არ უნდა ჩავერიოთ ავადმყოფურ პროცესებში ან მისადმი მიდრეკილებაში, მაშინ რა მოვალეობა აკისრია ექიმს? გიპასუხებთ, რომ ექიმი უნდა იდგეს პაციენტის გვერდით და ავადმყოფობას უნდა მისცეს საშუალება სწორი გზით განვითარდეს. მან არ უნდა დაუშვას, რომ დაავადების გამოვლინებებმა და გართულებებმა უხეში ფორმით იჩინოს თავი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა მოხდეს დაავადების განკურნება და არა ლიკვიდაცია. დიდთავა ბავშვებთან უნდა მივაღწიოთ ცივის შეგრძნებას თავის არეში. ამისათვის საკმარისია თავისა და თუ შესაძლებელია, კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის ცივი წყლით დაბანა. ამით ვაფხიზლებთ ბავშვის შეგრძნებებს, რათა მან განასხვავოს ცივი და ცხელი. საერთოდ, ბავშვს ურჩევნია მხოლოდ იოცნებოს და რეალური მოვლენები საკუთარი არსების გარეთ გაატაროს. დილაობით ცივი წყლით დაბანა მის გრძნობით სფეროს ეხმარება ცხად სამყაროში შესვლაში. ამით ცოტა ,,ზამთარს” ვუქმნით ბავშვს, რითაც მისი აღქმის გამოღვიძება და შესაბამისად, სიცხადის წარმოქმნა იქმნება შესაძლებელი.

 


გაღვიძების ამ პროცესს შეიძლება ხელი შევუწყოთ ნივთიერებათა ცვლის მეშვეობითაც, როდესაც არსებით და განზავებულ სუბსტანციას მივცემთ. რაც უფრო ჯანმრთელია ჩვენში ნივთიერებათა ცვლის პროცესი, მით უფრო უკეთ ვუკავშირდებით სამყაროს ნერვული სისიტემის მეშვეობით.

 


აქ მოქმედებს პოლარობის კანონი. როცა ჩვენ ცივი წყლით ვიბანთ და ცნობიერებას უფრო ფხიზელს ვხდით, ამით ნივთიერებათა ცვლაში საკვები ნივთიერებების დაშლასა და გადამუშავებას ვუწყობთ ხელს და პირიქით, თუკი ორგანიზმს სტიმულს ვაძლევთ, რომ ნივთიერებათა ცვლის პროცესში სუბსტანციები დაშალოს და მიიღოს ნივთიერებები სინთეზური მუშაობისათვის, მაშინ შესაბამისად იმის უნარიც ძლიერდება, რომ სინთეზურად აზროვნება შევძლოთ. დიდთავა ბავშვისთვის ასეთ არსებით სუბსტანციას წარმოადგენს მარილი, კრისტალური სუბსტანცია, რომელიც ორი პოლარობიდან – მჟავიდან და ტუტიდანაა შექმნილი. ორგანიზმი როდესაც ვერ სწავლობს მარილის მიღებასა და გადამუშავებას, მაშინ ნერვული სისტემის ფუნქცია ნივთიერებათა ცვლის მოქმედებასთან არასწორ მიმართებაშია. საკმარისი მარილითა და ტყვიის ნაერთების მედიკამენტების მიღებით ხელს ვუწყობთ მყარი სუბსტანციების დაშლას. ამგვარად, ნივთიერებათა ცვლის მეშვეობით ხდება ცნობიერებაში განსხვავების გრძნობის გამომუშავება _ ცნობიერი გამიჯვნა და გამოცალკევება.

 


დიდთავა ბავშვებს სუსტი კიდურები აქვთ. მათი განვითარებისთვის მშობლებს შეიძლება მარტივი სავარჯიშო შევთავაზოთ: ნაჭრის ქვეშ მოვათავსოთ სხვადასხვა საგნები, ბავშვს შევაყოფინოთ ხელი, რათა მან სცადოს გამოიცნოს, თუ რა საგნები დევს ნაჭრის ქვეშ. ფეხებისთვის ძალიან კარგია, თუ ცერა თითსა და მეორე თითს შორის დავაჭერინებთ ფანქარს და ასე დავაწერინებთ ქაღალდზე რაიმეს.

 


პატარათავა ბავშვისთვის კარგი დახმარებაა სითბო _ მუცლის თბილი საფენები სადილის შემდეგ ანდა საღამოს, ძილის წინ სითბოს გამოყენება არის ,,ზაფხულური” თერაპია გარედან. ის ხელს უწყობს ნივთიერებების გარდაქმნას ადამიანურ სუბსტანციად. შეიძლება, ასევე არსებითი ნივთიერებებით დახმარება, მაგალითად, შაქრით. კარგია თუ პატარათავებს მივცემთ ადვილად მოსანელებელ, მდიდარ და დიფერენცირებულ საკვებს, ტკბილი დესერტით, მაგრამ ზომიერად. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ და შაქარი სწორად უნდა შევიტანოთ ორგანიზმში. არასოდეს არ უნდა მივცეთ ბავშვს ტკბილეული კვებათა შორის შუალედებში სასუსნავის სახით. მედიკამენტოზური დახმარების თვალსაზრისით, კარგი იქნება ვერცხლის პრეპარატების დანიშვნა, რადგან ვერცხლი ნივთიერებათა ცვლის აღმშენებლობაზე კარგად მოქმედებს. თუ ვერცხლი ვეგეტაბილური იქნება, ე.ი. მცენარესთან დაკავშირებული, კერძოდ Bryophyllum -თან, მაშინ ბავშვს დავეხმარებით, როგორც ვერცხლის შეთვისებაში, ასევე მისი სასიცოცხლო ძალების გაძლიერებაში.

 


ამგვარ თერაპიას მხოლოდ მაშინ აქვს შედეგი, როცა ის მინიმუმ ერთი წელი ტარდება. ხანდახან ბავშვები მას ისე ეჩვევიან, რომ მეორე და მესამე წელსაც დიდი ხალისით აგრძელებენ, ხანდახან კი პირიქით, უჭირთ გაგრძელება და აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებათ პედაგოგებსა და სკოლის ექიმს, ცხადია მშობლებთან ერთად.

 

15 მარტი 2016

ანთროპოსოფიული ფარმაცია

სტატიის ავტორი - ბელა კიკალიშვილი, თსსუ-ს ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

 

(კონფერენციაზე „ანთროპოსოფიული მედიცინის სალუტოგენეზური პრინციპები“ წაკითხული მოხსენების რეფერატი)

 

ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალება არის უპირატესად მინერალური, მცენარეული და ცხოველური ნედლეულიდან მიღებული ან სპეციფიკური ქიმიური სინთეზით შემუშავებული მარტივი ან კომპლექსური ნაერთი, რომელიც დამზადებულია ანთროპოსოფიული მეთოდით და გამოიყენება ანთროპოსოფიული თერაპიული მიმართულების შესაბამისად, იგი ითვალისწინებს ბუნების შემეცნების პრინციპებს სხვადასხვა დაავადებასთან მიმართებაში.

 

პლურალიზმის პრინციპებიდან გამომდინარე, გერმანიაში 1976 წელს გათვალისწინებულ იქნა რა არსებულ სამედიცინო-მეცნიერულ მიმართულებათა მრავალფეროვნება, ანთროპოსოფიული მედიცინა ჰომეოპათიასა და ფიტოთერაპიასთან ერთად, საერთო სათაურით “მკურნალობის განსაკუთრებული მიმართულებები” შეტანილი იქნა კანონში სამკურნალო საშუალებათა შესახებ, ხოლო 1989 წელს სოციალური კანონმდებლობის მე -5 წიგნში.

 

ანთროპოსოფიული საწარმოები და მათი წარმომადგენლობები დღესდღეისობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია განთავსებული, ასეთი საწარმოები გახლავთ “Weleda” -სა და “Wala” -ს ფარმაცევტული საწარმო, “Helixor” -ისა და “Abnoba” ფარმაცევტული საწარმოები, “Novifarm” - ავსტრიაში, Hiscia - სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტი შვეიცარიაში. მათ წამყვანი პოზიცია უკავიათ ბუნებრივი სუბსტანციებიდან (ყოველგვარი სინთეზური ნივთიერების დამატების გარეშე) წამლებისა და მოსავლელი საშუალებების დამამზადებლებს შორის. პროდუქციის სია მოიცავს რამდენიმე ასეულ სხვადასხვა მედიკამენტს, დამზადების ყველანაირი ფორმით. ამპულებს ყველა სახის ინექციებისათვის, მედიკამენტებს შინაგანი მიღებისათვის და დიფერენცირებული გარეგანი ზემოქმედების პრეპარატებს - თვალის წვეთებიდან სანთლებამდე. გარდა ამისა, ეს საწარმოები ახორციელებენ ექიმების მიერ კონკრეტული პაციენტებისთვის გამოწერილი ინდივიდუალური რეცეპტის მიხედვით მედიკამენტების დამზადებას. ახალმა წამალმა, სანამ საბოლოოდ პაციენტამდე მიაღწევდეს, უნდა გაიაროს შემოწმებისა და გამოკვლევის გრძელი გზა, მათი აპრობაციის მიზნით ანთროპოსოფიული საწარმოები მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებთან და ფარმაცევტულ ფირმებთან, რომლებთანაც სისტემატურად აწყობს კონსულტაციებს გამოცდილებების გასაზიარებლად, ასევე რეგულარულად და ინტენსიურად ახორციელებს ინფორმაციის გაცვლას ბევრ სხვადასხვა კლინიკებთან.

 

ფირმა “Weleda” -ს ახალგაზრდა წარმომადგენლობა თბილისშიც არსებობს - შპს “ნატურაფარმი”, რომელიც 1997 წელს დაარსდა და გახლავთ ფარმაცევტული ბაზა. ხოლო თერაპიის სახლში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით ლიცენზირებულია II ჯგუფის აფთიაქი, რომელიც გერმანული და შვეიცარული ანთროპოსოფიული ფირმების მედიკამენტებისა და კოსმეტიკური საშუალებების რეალიზაციის გარდა ახორციელებს ექიმების ინდივიდუალური რეცეპტურით ექსტემპორალური სამკურნალო საშუალებების მომზადებას.

 

წამლის დამზადების ანთროპოსფიული მეთოდები, რომლებიც პათოლოგიის მკურნალობის შესაბამისნი არიან, კლასიკური ჰომეოპათიური მეთოდების გვერდით შეტანილია გერმანულ ჰომეოპათიურ ფარმაკოპეაში. ესენია: მეტალების დისტილაცია და რედუქცია, ვეგეტაბილიზირებული მეტალები, დეგერირება, თერმული დამუშავება და ფერმენტაცია, დანახშირება, დანაცრება. გარდა აღნიშნული მეთოდებისა, ანთროპოსოფიული ფარმაცია იყენებს წამლის დამზადების ჰომეოპათიურ მეთოდებსაც, როგორიცაა დედო ხსნარების მომზადება (ძირითადად მაცერაციით), მყარი ნედლეულის ტრიტურაციის სახით დამზადება და პოტენცირება.

 

ადამიანის რთული ორგანიზმის ყოველ ასპექტს ბუნებაში გარკვეული ანარეკლი შეესატყვისება, ამიტომ ბუნების ყოველი ნივთიერება შეიძლება სამკურნალო საშუალება გახდეს, მას ადამიანისაკენ მიმართული მხარე - “სამკურნალო ნათესაობა” გააჩნია. მცენარე, ისევე როგორც ადამიანი, შეიძლება წარმოვიდგინოთ 3 ფუნქციონალურ ნაწილად (ყვავილი, ფესვი და მათ შორის რიტმულად განლაგებული ფოთლოვანი სისტემა), რაც ადამიანის შებრუნებულ სურათხატს შეესაბამება. ანუ მცენარის ფესვის რეგიონიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებები ნერვული სისტემისთვისაა ქმედითი, ღერო-ფოთლოვანი რეგიონიდან მომზადებული სამკურნალო საშუალებები - რიტმული სისტემისთვის, ხოლო ყვავილის რეგიონი, ვინაიდან აქ წარმოდგენილია გამრავლების ორგანოები, რაც ადამიანთან ქვედა სფეროს შეესაბამება, მისგან დამზადებული მედიკამენტები უპირატესად ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს. ამის მაგალითია გვირილის გამოყენება. გვირილის ფესვებისგან მომზადებული წვეთები (chamomilla radix) ნერვული სისტემისთვის გამოიყენება, ხოლო ყვავილებისაგან მიღებული სამკურნალო საშუალება - საჭმლის მონელების სისტემაში არსებული გართულებებისათვის.

 

გარკვეული თვალსაზრისით, შესაძლებელია ასევე ცხოველების, მაგ. ჭიანჭველის, ფუტკრის და ა. შ. ორგანული პრეპარატების მედიკამენტებად გადამუშავება, თუკი ისინი ჯანმრთელობისა და ეკოლოგიის თვალსაზრისით მკაცრად არიან შერჩეული. მაგალითად, მსურს მოვიყვანო ცხოველთა სამყაროდან აღებული Apis -ის (ფუტკრის შხამი) სამკურნალო ნივთიერება, რომელიც წარმატებით გამოიყენება ანთებების, განსაკუთრებით კი ლოკალურად შემოფარგლული ანთებების დროს. ფუტკრის შხამის მსუბუქად მწველი შეგრძნება, სითბოსა და სინათლის აღმძვრელი მოქმედება, ერთი შეხედვით ანთებით პროცესთან თავის მსგავსების გამო, თითქოს უნდა აძლიერებდეს მას, მაგრამ ეს ასე არ არის. პირიქით, ცხოველურ ბუნებრივ პროცესსა და ავადმყოფობის პროცესთან არსობრივ ნათესაობაში ძევს სწორედ შესაძლებლობა, რომ სამკურნალო გადამუშავებით და სათანადო ჩვენებების შესაბამისი სხვადასხვა დონის განზავებით ორგანიზმს მისი მტკივნეული ანთებითი პროცესიდან რაღაც “გამოვართვათ”. ამრიგად, Apis -ის მეშვეობით შეიძლება დაიძლიოს ლოკალური ანთებითი პროცესი.

 

მინდა მოგახსენოთ, რომ ანთროპოსოფიული სამკურნალო წამლების მოპოვებისას, მათი თერაპიული გამოყენების ცხოველმყოფელობის და ქმედითობის გასარკვევად უპირველეს როლს თამაშობს მცენარის ფორმისა და ნივთიერების წარმომქმნელი პროცესის გამოკვლევა და შემეცნება, მხოლოდ შემდეგში მოსდევს ამას გამოკვლევა და ანალიზი თავად ნივთიერებათა, ანუ მცენარის ან მისი ნაწილის იმ შემადგენელი ნივთიერებებისა, რომლებიც დღევანდელ ფარმაკოლოგიაში განიხილება როგორც წამალთა მოქმედების ერთადერთი საფუძველი.

 

ამრიგად, ანთროპოსოფიული ფარმაცია ემსახურება რაციონალურ მკურნალობას, რომელიც ეყრდნობა კავშირს ადამიანისა ბუნების სამეფოებთან. სამკურნალო საშუალებების მოძიების შემდგომ უნდა მოხდეს ამ საშუალების (მინერალური, მცენარეული, ცხოველური) იმგვარი დამუშავება, რომ მან სრულად შეძლოს გამოავლინოს თავისი სამკურნალო თვისებები. შესაძლებელია შემდეგი ძირითადი ფარმაციული პროცესების გამოყოფა:

1. გამყარებისა და მინერალიზაციის პროცესები (მაგ.: კრისტალიზაცია, გამოშრობა, კოაგულაცია, დალექვა, გაყინვა და ა. შ.)

 

2. გათხევადების პროცესები (მაგ.: გახსნა, სუსპენდირება, გადნობა, კონდენსირება, ინფუნდირება, დიგერირება, მაცერაცია და ა. შ.)

 

3. გააირების პროცესები (მაგ. დისტილირება, აორთქლება, ფერმენტირება, სუბლიმირება და ა. შ.)

 

4. დაწვის პროცესები (მაგ.: დანახშირება, დანაცრება და ა. შ.).

 

ამ ელემენტარულად განსხვავებული ფარმაცევტული პროცესების გამიზნული გამოყენებით საწყისი ბუნებრივი ნივთიერებები სამკურნალო საშუალებად იმგვარად გადამუშავდება, რომ მათ განსაკუთრებული მიმართება უჩნდებათ ადამიანის არსების ცალკეულ წევრებთან (ფიზიკურ სხეულთან, სასიცოცხლო სხეულთან, სამშვინველთან ანუ შეგრძნებად სხეულთან და მე-ორგანიზაციასთან), რადგან არსებობს განსაკუთრებული ურთიერთკავშირი:

ა. გამყარების პროცესსა და ფიზიკურ სხეულს შორის,

ბ. გათხევადების პროცესსა და სასიცოცხლო სხეულს შორის,

გ. გააირების პროცესსა და შეგრძნებად სხეულს შორის,

დ. წვის სითბურ პროცესსა და მე-ორგანიზაციას შორის.

 

ეს ის პროცესებია, რომელთაც თავად ორგანიზმი ახორციელებს სხვადასხვა საკვები ნივთიერებების გადამუშავების დროს, მონელებისა და ნივთიერებათა ცვლის სისტემაში. ამგვარად, ფარმაცევტს შეუძლია გამიზნულად გამოიყენოს ესა თუ ის მეთოდი, რათა საჭირო მიმართულებით წარმართოს სამკურნალო საშუალების ქმედითუნარიანობა.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინაში მიღებულ ფარმაცევტულ მეთოდებს შორის პოტენციერებას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. მისი არსი შემდგომში მდგომარეობს: ხდება ნივთიერების საფეხურებრივი განზავება, რომლის დროსაც ნივთიერება, განზავების ხარისხისდა მიხედვით, იცვლის სამკურნალო ქმედების ხასიათს, სიძლიერეს და მიმართებას სხვადასხვა ორგანოთა სისტემების მიმართ. ამ მეთოდის გამოყენება, რომელიც სამუელ ჰანემანმა (1755 - 1843) თავდაპირველად ემპირიული გზით აღმოაჩინა, შესაძლებელია პრინციპში ყველა ნივთიერებისათვის, თუკი იგი წინასწარ სათანადოდ დამუშავდება. პოტენცირებას შეუძლია აამოქმედოს ის “სამკურნალო ძალები”, რომლებიც სამკურნალო ნივთიერებაშია დაფარული.

 

ზემოთჩამოთვლილ ფარმაციულ მეთოდებთან ერთად, პოტენცირების საშუალებით შესაძლებელია სამკურნალო საშუალების ზედმიწევნით იმგვარი დამუშავება, რომ მას ჰქონდეს უნარი, ორგანიზმის განმაკურნებელ ძალთა ფოკუსირება დაზიანებულ ორგანოში ან სისტემაში მოახდინოს.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება დეციმალური განზავებები, ძირითადად D1 -დან D30 -ის ჩათვლით.

D1 - 10%

D2 - 1%

D3 - 0,1%

D4 - 0,01%

D5 - 0,001%

D6 - 0,0001% და ა. შ.

 

ანთროპოსოფიული მედიცინის კონცეფციით და აგრეთვე მედიკამენტების რეალური ქმედებით დაბალი განზავების მედიკამენტები მოქმედებენ ნივთიერებათა ცვლაზე, შუა განზავების რიტმულ და ცირკულაციურ სისტემაზე, ხოლო მაღალი განზავებები ნერვულ-მგრძნობელობით სფეროზე.

 

როგორც ჰომეოპათიური, ასევე ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებების ხარისხისა და ნომენკლატურის რეგლამენტაცია მეტად რთულია. ამ პრეპარატების ანალიზის მეთოდები ცალკე მსჯელობის საგანია. განყოფილებაში “ჰომეოპათიური პრეპარატების გამოკვლევის ზოგადი მეთოდები” - თხევადი წამლის ფორმების შემდეგი მაჩვენებელია მოცემული: - სითხის სიმკვრივე, ეთანოლის ექსტრაქტული ნივთიერებების, ცხიმოვანი ზეთების, ალკალოიდების, აღმდგენლების შემცველობა, კაპილარულ - ლუმინესცენტრული ანალიზი და ზოგიერთი სხვა.

 

მონაცემები ანთროპოსოფიული წამლის ფორმების კაპიტალური ანალიზის ადექვატურობის შესახებ მცირერიცხოვანი და წინააღმდეგობრივია. ტრიტურაციაში სამკურნალო საშუალების თანაბარ განაწილებას ლუპის ან მიკროსკოპის საშუალებით განსაზღვრავენ. დაბალ განზავებაში შეიძლება შესაბამისი სამკურნალო საშუალებების შეფერილობა, სუნი და გემო განისაზღვროს. ზოგიერთ შემთხვევაში ტრიტურაციის შესამოწმებლად ზენაჯერი ხსნარებიდან სამკურნალო საშუალებების გამოკრისტალების მეთოდს იყენებენ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია სამეცნიერო კვლევის ჩატარება, რომელიც ჰომეოპათიური და ანთროპოსოფიული პრეპარატების არსენალის გასინჯვის, მისი თანამედროვე ეფექტური საშუალებების გამდიდრებისა და იმპორტულ საშუალებათა სამამულო ანალოგების აღმოჩენისკენ იქნება მიმართული.

15 მარტი 2016

ბავშვს იმიტომ ემართება ბავშვთა დაავადებები, რომ ის უფრო ჯანმრთელი გახდეს

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი - პედიატრი

 

ავადმყოფობები ისეთი პროცესებია, რომლებიც დამოუკიდებელნი, კანონზომიერნი არიან, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორგანიზმში შეაქვთ თავიანთი საკუთარი ცხოვრება და ადამიანის სასიცოცხლო კავშირები მიჰყავთ კრიზისამდე, საიდანაც ვერ გამოვლენ, თუკი არ გამოავლენენ საკუთარ აქტიურობას და ძალისხმევას. ამ თვალსაზრისით ბავშვთა ყველა დაავადებას აქვს თავისი დასაწყისი, პიკი და დასასრული. დაავადება თავისი საკუთარი, ორგანიზმისათვის უცხო კანონზომიერებით იჭრება ფიზიკურ და მშვინვიერ ცხოვრებაში. დაავადების გადატანის შემდეგ რჩება არსების წევრების სტრუქტურა, რომელნიც სპეციფიკურად შეცვლილია შესაბამისად ავადმყოფობის ხასიათისა. ამით ადამიანი შეიძენს ღრმად არაცნობიერ სხეულებრივ და შედარებით ცნობიერ მშვინვიერ გამოცდილებას. ბავშვი ებრძვის დაავადებას, ისევე, როგორც მშვინვიერ პლანში ებრძვის ის ძნელად შესათვისებელ მედიკამენტს; როდესაც დაავადება ნელ-ნელა უკან იხევს, ეს ნიშნავს „გამარჯვებას“ და გაძლიერებას. როდესაც ოჯახში ერთ-ერთ შვილს რომელიმე „ბატონები“ ესტუმრება, მშობლებს სურთ ხოლმე, რომ იგივე ერთდროულად სხვა ბავშვებსაც დაემართოთ და ამიტომ ავადმყოფი ბავშვის იზოლირებას არ ახდენენ. მიუხედავად მჭიდრო კონტაქტისა, დაავადება მაინც ყველას არ ედება.

 


ისმის მეტად მნიშვნელოვანი კითხვა: რა დამოკიდებულება აქვს ამ დაავადებას კონკრეტული ადამიანის არსებასთან, რატომ დაემართა მას და სხვას არა? რა შესაბამისობა არსებობს დაავადების გამომწვევსა და ავადმყოფობას შორის. რატომ მიმდინარეობდა ერთი დაავადება ერთთან მსუბუქად და მეორესთან მძიმედ ან ერთიდაიმავე პიროვნებასთან, მაგ. წითელა რატომ მიმდინარეობს მძიმედ და ქუნთრუშა მსუბუქად.

 


„ჯანმრთელს“ ვუწოდებთ ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი, დაინტერესდეს და გახსნილად დაუკავშირდეს გარემოს მოვლენებს, იცხოვროს მისი პრობლემებით და შეძლებისდაგვარად ეცადოს გადაჭრას ეს პრობლემები. ამას უპირისპირდება ორი ცრუ ტენდენცია: ერთის მხრივ, ადამიანი სულ უფრო მეტად შორდება გარემოს, იძირება თავის განსჯებში და მიდის დასკვნამდე, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამყარო, შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავში იპოვო. მეორეს მხრივ - ადამიანი მთლიანად ეძლევა გარემოს, უარყოფს საკუთარ თავს და ამით გარემოს აძლევს საშუალებას, ათამაშოს იგი. პირველ შემთხვევაში იკარგება ყველანაირი კავშირი სოციალურ გარემოსთან, მეორე შემთხვევაში კი - განსჯის უნარი და შინაგანი დარწმუნებულობა. „მე“-ს ორი დადებითი თვისება - თავდადება და შინაგანი სიმტკიცე - ასეთ შემთხვევაში წონასწორობას კარგავს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ავადმყოფობაზე ვილაპარაკოთ, მაშინ როდესაც „მე“ კარგავს თავის ძირითად უნარს - სიყვარულის უნარს - რომელიც ჯანმრთელობის საწინდარია, კერძოდ, ერთის მხრივ დაინტერესებულად აღიქვას გარემოს მოთხოვნილებები და მეორეს მხრივ, შეიკავოს თავი და სხვა ადამიანებს თავისუფალი ქმედების საშუალება მისცეს.
ასეთი სასიყვარულო დამოკიდებულება გარემოსადმი მშვინვიერი და სხეულებრივი ჯანმრთელობისა და კაცობრიობის განვითარების საწინდარია. ბავშვთა დაავადებების დროს ავადმყოფური სიმპტომები მიმართულია ან გარეთ (დაავადება გამოვლინდება კანზე) ან შიგნით (დაავადება გამოვლინდება სისხლში ან ცალკეულ ორგანოებში).

 


განვიხილოთ ბავშვთა თითოეულ დაავადებისათვის სპეციფიურად დამახასიათებელი ნიშნები, რათა მშობლებმა შეძლონ ექიმის მოსვლამდე სავარაუდო დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მოვლის დაწყება. თითქმის ყველა ბავშვთა დაავადების ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-3 კვირიდან 1 თვემდე. გავრცელება ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით. ქუნთრუშის გარდა, ყველა დაავადება ვირუსული ინფექციაა, ქუნთრუშა გამოწვეულია A ჯგუფის ß ჰემოლიზური სტრეპტოკოკით. ავადმყოფი ინფექციის წყაროდ რჩება მანამ, სანამ ხახის ნაცხში ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ამოითესება. ინფექციის გადატანაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბაცილამატარებელი მესამე პირი და საგნები. პროცესი იწყება მწვავე ანგინით, ტკივილით, მაღალი სიცხით, ენა დაფარულია სქელი ნადებით, რომელსაც მკვეთრი წითელი კიდეები აქვს (თეთრი ჟოლოს ენა). ხახის კედლებზე ჩანს წერტილოვანი სიწითლე. 3 დღის შემდეგ ენა ნადებისაგან თავისუფლდება და იღებს ახალი ხორცის ფერს (წითელი ჟოლოს ენა). პარალელურად გამოჩნდება ეგზანთემა (გამონაყარი), რომელიც წერტილოვან, ახლო-ახლო განლაგებულ წითელ ლაქებს წარმოადგენს. ლოყები წითლდება და მხოლოდ ცხვირ-ტუჩის სამკუთხედი რჩება ფერმკრთალი. გართულებები მე-3, მე-4 კვირის შემდეგ შეიძლება განვითარდეს, ძირითადი საშიშროებაა გართულებები თირკმელებისა და გულის მხრივ. ავადმყოფობის მე-3 კვირიდან იწყება ხელისა და ფეხის გულებზე აქერცვლა. იზოლაცია სამი კვირა გრძელდება. თუ გამოიყენება პენიცილინი, კარანტინი 1 კვირამდეც შეიძლება შემცირდეს. კონტაქტში მყოფი ბავშვი 1 კვირა უნდა იყოს იზოლირებული. როგორც ბაქტერიული ინფექცია, ქუნთრუშის დროს რეკომენდირებულია ანტიბიოტიკის გამოყენება, ინფექციის სწრაფი ლიკვიდაციისა და გართულებების თავიდან ასაცილებლად. მაგრამ შეიძლება ანტიბიოტიკის გარეშეც მოვუაროთ ამ „ბატონებს“, თუკი პაციენტის გვერდით „ფხიზელი“ მშობლები არიან და მას ანთროპოსოფიული მედიცინით ორიენტირებული ექიმი კურირებს.

 


წითელასათვის (Morbilli) დამახასიათებელი სადიაგნოსტიკო სიმპტომია კატარალური მოვლენების ფონზე კონიუნქტივიტი, სინათლის შიში და საღეჭი კბილების გასწვრივ ლოყებზე, ჰიპერემიულ ლორწოვანზე პატარა თეთრი ლაქები, გარშემორტყმული წითელი ლაქებით (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები). ამავე დროს მაგარ და რბილ სასაზე ჩნდება ენანთემა - წითელი ლაქები, რომლებიც ხანდახან იღებენ ჰემორაგიულ ხასიათს. ფილატოვ-კოპლიკის ლაქების გაჩენიდან 24-28 საათის შემდეგ ჩნდება ეგზანთემა, რომელიც ორი დღის განმავლობაში ფარავს მთელ სხეულს და გადაიქცევა დიდ, მუქ, წითელ ლაქებად, რომელიც ეზრდება ერთმანეთს და თავისუფალი კანის ნაწილებს ტოვებს კუნძულების სახით. 4-5 დღის შემდეგ გამონაყარი იღებს ღია ყავისფერ შეფერილობას. ეს პიგმენტაცია 2 კვირის შემდეგ იწყებს აქერცვლას მთელ ტანზე განსხვავებით ქუნთრუშისაგან, სადაც აქერცვლა ხელისა და ფეხის გულებზე ხდება. წითურას დროს, გამონაყარამდე რამდენიმე დღით ადრე, მნიშვნელოვნად იზრდება და გასინჯვისას მტკივნეულია კეფის, კისრისა და ყურუკანა ლიმფური კვანძები. პარალელურად შესაძლოა აღინიშნოს ტემპერატურა და კატარალური მოვლენები. გამონაყარი ჩნდება ჯერ სახეზე, თავის თმიანი ნაწილის კანზე და უკვე დღის განმავლობაში ფარავს მთელ კანს. მისი გამონაყარი უფრო პატარაა ვიდრე წითელასი და უფრო დიდია, ვიდრე ქუნთრუშასი. 

 

ჩუტყვავილა (Varisell) აღწევს არა მარტო ღია კარებში, არამედ კედლებშიც და სხვა სართულის ღია ფანჯრებშიც. მთლიანობაში დაავადება მძიმე არ არის. კონტაგიოზურია. ინფექციის წყაროა ინკუბაციის პერიოდის ბოლო დღიდან ავადმყოფის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსი და ბუშტუკების შიგთავსი. ბუშტუკების გახმობისა და ქერქების წარმოქმნის პერიოდში კონტაგიოზურობა უკვე წყდება და რჩება მყარი იმუნიტეტი. გამონაყარი იწყება სახეზე, თავის თმიან ნაწილზე და ცოტა ხანში მთლიან სხეულს ფარავს. კანზე შეიძლება დავაკვირდეთ ჩუტყვავილას გამონაყარის განვითარების ყველა სტადიას: როზეოლები, გამჭვირვალე სითხიანი ბუშტუკები, მუქი შიგთავსის ბუშტუკები, ხმობადაწყებული და ქერქით დაფარული ბუშტუკები. გამონაყარს ხშირად ახლავს ქავილი, რის გამოც ბავშვები წუხდებიან და ადგილს ვერ პოულობენ.

 


ყივანახველას (Pertusis) ინფექციის წყაროა ავადმყოფი ადამიანი კატარალურ სტადიაში. კონტაგიოზურობა 8 კვირამდე ნარჩუნდება. ყივანახველას დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ბრონქების ეპითელიუმში. დაავადების მიმდინარეობა იყოფა სამ პერიოდად -კატარალურ, სპაზმურ და რეკონვალესცენციის. ყოველი მათგანი დაახლოებით ორ კვირას გრძელდება. ყივანახველას ახასიათებს ტიპიური ხველა წაკივლებით. თავდაპირველად არის ღრმა ჩასუნთქვა, რომელსაც თან სდევს „ხველასტოკატო“, სახმო ნაპრალის სპაზმის შეწყვეტის შემდეგ ისმის ღრმა ჩასუნთქვა სტვენით. ცოტა ხნის შემდეგ ხველა განახლდება (რეპრიზი). ბავშვი შეტევის დროს ხდება ციანოზური და ხშირად ხველება ღებინებით მთავრდება. შეტევის სიხშირე დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული: დღე-ღამეში 8-10-დან 40-50-მდე. ბავშვი ჭირვეული და გატანჯული ხდება. მას ტიპიური სახე აქვს: დასიებული ქუთუთოები, კონიუნქტივიტი, შესიებული სახე, ხველების დროს შეიძლება ცხვირიდან სისხლდენა განვითარდეს. შეტევის დროს, ენის ხახუნის შედეგად, ქვედა საჭრელ კბილებთან ენაზე ჩნდება პატარა წყლული, რომელსაც დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. მიუხედავად ძლიერი ხველებისა, გაურთულებელი პროცესი მიმდინარეობს ტემპერატურის გარეშე და ფილტვების მხრივ პათოლოგია არ აღინიშნება.

 


სამდღიანი ცხელება - ყველაზე მსუბუქი ბავშვთა დაავადებაა. დაავადება იწყება სპონტანურად. ყველანაირი მიზეზის არ არსებობის დროს ტემპერატურა იწევს 390 ჩ-მდე და სამი დღე გრძელდება. სამი დღის შემდეგ შეიძლება მსუბუქი, წითურის მაგვარი გამონაყარი გამოჩნდეს, რომელიც 1-3 დღეში უკვალოდ ქრება და ბავშვი პრაქტიკულად ჯანმრთელია.

 


შვიდ წლამდე ასაკში ბავშვის ფიზიკური სხეული არის მისი მშობლების სხეულების მოდელი. ამ პერიოდში ქმედითია მემკვიდრეობითი ნიშან-თვისებები. შვიდი წლის ასაკის ბავშვში ფუნქციონირებას იწყებს მისი ინდივიდუალური სხეული, რომელიც მკაცრად აძევებს მოდელს. სარძევე კბილებიც მოდელის ერთ-ერთი გამოხატულებაა. როგორც მას აძევებს ძირითადი, ინდივიდუალური კბილები ორგანიზმიდან, ასევე მთლიანობაში მოდელის ორგანიზმის თითოეულ უჯრედს სასტიკად ექცევა და აძევებს ინდივიდუალური ადამიანი. ე.ი. თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ მიწიერ მოდელსა და ინდივიდუალურ ორგანიზმს შორის მიმდინარეობს ბრძოლა. თუკი ამ ბრძოლაში უპირატესობას იღებს მოდელი, ამის გამოხატულებაა წითელა. მაგრამ თუკი ამ მიწიერ მოდელში შემოსული ინდივიდუალური ადამიანი, შინაგანი ადამიანი იღებს უპირატესობას, ცდილობს დაანგრიოს იგი და ამბობს - „მე მინდა განვთავისუფლდე ამ ფორმიდან“, მაშინ სახეზეა ქუნთრუშა. ჩემი პრაქტიკიდან თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ბავშვებს წითელა უფრო ხშირად ემართებათ 3-4 წლის ასაკში, როდესაც აქტიურია მოდელი, ხოლო ქუნთრუშა 7-8 წლის ასაკში, როდესაც შინაგანი, მეორე ადამიანი აქტიურდება და მოდელს აძევებს ბავშვის არსებიდან.

 

15 მარტი 2016

ქართულ კულტურაში ბატონებთან დაკავშირებული ადათ-წესები

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი - პედიატრი

 

ქართული კულტურა მდიდარია ბავშვთა დაავადებების შესახებ ცოდნის თვალსაზრისით. ისინი ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში XIII საუკუნიდან მოიხსენიება, მაგრამ მდიდარი ეთნოგრაფიული მასალა ცხადყოფს, რომ ქართველები ამ დაავადებებს უფრო ადრეც იცნობდნენ. ბავშვთა ინფექციურ დაავადებებს მთაში „ანგელოზებს“, „ბატონებს“, „ბედნიერს“, „სახადს“ უწოდებდნენ. სიმძიმის მიხედვით განასხვავებდნენ დიდს, პატარას, თათრულსა და ქართულ, მამრობითი და მდედრობითი სქესის დაავადებებს. მაგალითად, მამრობითი სქესის დაავადებად ითვლებოდა - ყვავილი; დიდი ბატონების კატეგორიას მიაკუთვნებდნენ შავ ჭირსა და ქოლერას.

 


საქართველოში „ბატონები“ ღვთის წინაშე ერთხელ მოსახდელ ვალდებულებად მიაჩნდათ. „ღვთის ვალის“ არსის ცოდნის მიუხედავად ყველა „ბატონების“ მოხდის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ, ცალკეულ დაავადებათა თავისებურებების გათვალისწინების გამო, მაგ. ყვავილს ძალიან ერიდებოდნენ. იცოდნენ, რომ ამ სენით დაავადებული იშვიათად გადარჩებოდა და თუ გადარჩებოდა - დამახინჯდებოდა. ამის გამო ავადმყოფის იზოლაციას ახდენდნენ. აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ცხენით შეიძლებოდა მიმოსვლა, რადგან მთიელები თვლიდნენ, რომ „ცხენის ფეხს ავადმყოფობა არ აჰყვებოდა“. წითელას კი არ ერიდებოდნენ, რადგან იგი ყვავილთან შედარებით „მსუბუქ“ დაავადებად იყო მიჩნეული. წითელა ბავშვს იშვიათად ურთულდებოდა, ამიტომ ხშირად ავადმყოფთან ჯანსაღი მიყავდათ სახადის დროულად მოხდის მიზნით. ვისაც „ბატონები“ არ შეხვდებოდა, მას ღვთისგან დაწუნებულად მიიჩნევდნენ. ბატონების მიერ დატოვებული რაიმე ფიზიკური ნაკლი უარყოფითად არ აღიქმებოდა. ქალი, ნაყვავილარის გამო, გათხოვების ჟამს არ უნდა დაეწუნათ. თუმცა ეს წესი ხშირად ირღვეოდა. საქართველოს ზოგიერთი კუთხის ეთნოგრაფიული მონაცემებით „ბატონები“ მხოლოდ მონათლულ ბავშვებს ემართებოდათ. 

 

მთიელთა გადმოცემით „ანგელოზების მობრძანებას“ უმეტესად სიზმრით იგებდნენ. წითელას ანგელოზები - წითლებში გამოწყობილი ბავშვის სახით ყავდათ წარმოდგენილი, ყვავილი - თეთრებში გამოწყობილი, ცხენზე ან ქორზე ამხედრებული ქალის ან მამაკაცის სახით. ბატონები და-ძმანი არიან, რომელთაც ჰყავთ ბატონების დედა ან მამიდა. საერთოდ მამიდა განსაკუთრებით აქტიურია ბატონებთან დაკავშირებულ რწმენა-წარმოდგენებსა და წეს-ჩვეულებებში. ავადმყოფ ბავშვს მამიდასთან სიახლოვე განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს.

 


ანგელოზებს ოჯახი მხიარულად ხვდებოდა. ავადმყოფს სუფთა საწოლში მოათავსებდნენ, ჭრელ-ჭრულ „ფლასებს“ დაუფენდნენ - ანგელოზებს წითელ-ყვითელი ფერები უყვართო და საგანგებო სუფრასაც გაუშლიდნენ. ფშავ-ხევსურეთში აცხობდნენ ქერისა და ჭვავის ფქვილისაგან, კარაქით გაპოხილ კოჭობებს (კვერებს). მათ სამ დღეში ერთხელ ახალგამომცხვარით ცვლიდნენ. ისინი ღვთისთვის იყო განკუთვნილი. ხევში, ნათლისმცემლის სახელზე გამომცხვარ მტრედის ფორმის კვერებს დებდნენ. წითელას დროს ფანჯრებზე წითელ ნაჭრებს ჩამოაფარებდნენ, ხოლო ყვავილის დროს - თეთრი ფერისას. ბატონებს, რომლებიც „გაზაფხულზე მობრძანდებიან“, განსაკუთრებით უყვართ ია და ვარდი, ამიტომ საწოლის ახლოს ან ოთახის კუთხეში მუდმივად იდგა ყვავილების თაიგული. ავადმყოფის საწოლთან ანთებდნენ „ბაზმებს“ - დანაყილი ნიგვზისგან დამზადებულ პატარა სანთლებს ან უბრალოდ სამ ან ხუთ კარგად გამომწვარ კაკალს. კაკალი წვის დროს სასიამოვნო სურნელს გამოსცემს, რაც ბატონებს განსაკუთრებით სიამოვნებთ.&ნბსპ; კაკლის ხეს ბატონების დროს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. მაგალითად, რაჭაში, თითქმის ყველა ეზოში დგას ბატონების კაკალი, რომელზედაც ჯვარი ჰკიდია. მისი გაყიდვა არ შეიძლება და ნაყოფი მხოლოდ მისმა გვარმა უნდა მოიხმაროს. ოჯახის წევრები ანგელოზების გართობას ცდილობდნენ, ფანდურს უკრავდნენ, ბავშვებს აცეკვებდნენ, სნეულს ალერსიანად ექცეოდნენ, არ აწყენინებდნენ, ცდილობდნენ მისი ყოველი სურვილის დაკმაყოფილებას. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ეს სურვილები თავად ანგელოზების სურვილებს წარმოადგენდნენ.

 


ბატონების დროს ოჯახში იკრძალებოდა ყოველგვარი ხმაური, ჩხუბი, ტირილი, თოფის გასროლა. ოჯახის წევრის სიკვდილის შემთხვევაშიც კი არ იტირებდნენ: „ანგელოზებს არ ესიამოვნებათ და გაწყრებიანო“. უფრო მეტიც, ბატონებით გარდაცვლილი ითვლებოდა ანგელოზების მიერ წაყვანილად. ამიტომაც იკრძალებოდა ბატონებით გარდაცვლილთა გლოვა. არ შეიძლებოდა ტირილი, შავების ჩაცმა. მათი დაკრძალვა მუსიკით და იავნანით ხდებოდა. ამბობდნენ: ანგელოზებს სიმშვიდე უყვართო. არ შეიძლებოდა ოთახის დაგვა, ნემსის და ჩხირის ხმარება
- ანგელოზებს თვალები დაეჩხვლიტებათო, დათრობა - ანგელოზებს მთვრალი ეჯავრებათო, სანთლის დანთება - ანგელოზებს სანთლის ფეხები აქვთ და დაუდნებათო, იკრძალებოდა მწარე და მლაშე საკვების დამზადება. ავადმყოფი ბავშვის მშობლები „ერთად არ დაწვებოდნენ“. ყოველივე ამის დარღვევა იწვევდა ბატონების გაბრაზებას - ეს აისახებოდა ბავშვის მდგომარეობის გაუარესებაზე. ამ დროს ტარდებოდა მობოდიშების რიტუალი - დიდ სინზე აწყობდნენ ტკბილეულს, წითელ კვერცხებს, ყვავილებს, საწოლს ჩოქვით შემოუვლიდნენ და ანგელოზებს ევედრებოდნენ პატიებას, გულის მობრუნებას. კრიზისის დროს ავადმყოფის დედა, ბებია და მამიდა შიშვლდებოდნენ და საწოლის გარშემო ცეკვავდნენ. შიშველი ქალის დანახვაზე ანგელოზები მხიარულდებოდნენ, ბავშვიც ხშირად იცინოდა და კრიზისიდან გამოდიოდა.

 


ქართლში იყო ასეთი წესი, რომ კრიზისის დროს დედა წელს ზევით შიშვლდებოდა, მუხლის ჩოქვით საწოლს უვლიდა, მკერდს მიწაზე მიათრევდა და თან ამბობდა: დედამიწავ, შენი დედაც გავხდები, ოღონდ ჩემი შვილი კარგად მიმყოფეო. ყველაფრის ჩათავების შემდეგ აცილებდნენ ბატონებს. იშლებოდა პატარა სუფრა ტკბილეულით, ბატონებს მადლიერებით მოიხსენიებდნენ და სიმღერით გაჰქონდათ გარეთ. ზოგჯერ გზაჯვარედინზე ტოვებდნენ, რომ გამვლელს წაეღო და ანგელოზებიც (ბატონებიც) კარგი ხასიათით გაჰყოლოდნენ მას. იოანე ნათლისმცემელი და წმინდა ბარბარე ითვლებიან ბატონების მფარველად. 

 

ეთნოგრაფიული მასალებიდან ცნობილია, რომ „ბატონების სამყოფელი, ბატონების ბაღი მშვენიერ კუნძულზეა გაშენებული, სადაც თაფლის მდინარეები და რძის ნაკადულები გადმოედინება. კუნძულის ნაპირებს ლურჯი ზღვა კოცნის, ზედ ეფრქვევა მზის ოქროთი დაფერილი დაუსრულებელი ბრჭყვიალა სხივები. ბაღში იზრდება ადამიანის თვალთაგან ჯერ კიდევ უნახავი ყვავილები, რომლებიც ნაზ ღეროებზე მსუბუქ თაიგულებს ქმნიან. აქვეა საუცხოო სასახლეები, რომელთა გარშემო ძვირფასი მარგალიტების მსგავსი ნაპერწკლები იფრქვევა“. "იავნანა, ვარდო ნანა, იავ-ნანინაო ბატონები მობრძანდნენ, იავ-ნანინაო, მობრძანდნენ და გაგვახარეს, იავ-ნანინაო, ბატონების მამიდასა, იავ-ნანინაო წინ გავუშლი ხალიჩასა, იავ-ნანინაო."

 

14 ნოემბერი 2015

ბავშვის მიკროსოციალური გარემო და ავადმყოფობა

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი - პედიატრი

 

ოჯახში ბავშვის დაბადებისას პირველი კითხვა რაც მშობლებს უჩნდებათ არის: ჯანმრთელია? როგორ განვითარდება, ხომ ყველაფერი კარგად იქნება? ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებული ემოციური აჟიოტაჟი უმრავლესს შემთხვევაში ერთ წლამდე გრძელდება. ოჯახის არსებაში აქტიურად იჭრება ყოფითი პრობლემები და ბავშვზე ჭეშმარიტი ზრუნვა მეორე პლანზე გადადის. ისინი ხშირად თავიანთი ცელქობით, ინტერესითა და თამაშით ხელს უშლიან დაქანცულ მშობლებს საქმიანობაში, დასვენებაში, ტელევიზორის ყურებაში. არადა, ისინი ხომ კვლავ პატარები არიან, რომელნიც მოზრდილებისაგან ყურადღებას, თბილი, დამცველობითი გარსის შექმნას ითხოვენ და არა უარყოფას.

 


ბავშვი სიმპათია-ანტიპათიაში ცხოვრობს. იგი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მოგზაურობს სიმპათიიდან ანტიპათიაში და პირიქით. ეს მოგზაურობა ჰარმონიული და გაწონასწორებული უნდა იყოს. ეს წონასწორობა სწორედ მისმა ჯანსაღმა მიკროსოციალურმა გარემომ უნდა შეუქმნას, თავდაპირველად კი მშობლებმა, რომლებიც ბავშვისათვის პირველი პედაგოგები უნდა იყვნენ.

 


მიკროსოციალურ სფეროში დისჰარმონიამ შეიძლება ბავშვის მხრიდან სხვადასხვაგვარი პროტესტი წარმოშვას, ისეთივე მრავალგვაროვანი, როგორიც მისი ფანტაზიაა. პროტესტის თითოეული ფორმა განაპირობებს გარკვეული კონსტიტუციური ტიპის ჩამოყალიბებას და გარკვეული ავადმყოფობებისადმი მიდრეკილებას. დღეს ავადმყოფობა აუმღვრეველი ცხოვრების დამამძიმებლად, წარმოების პროცესის დარღვევად მიაჩნიათ, რომელიც რაც შეიძლება მალე უნდა იქნას თავიდან მოცილებული. და მართლა ასეც ხდება - მრავალ შემთხვევაში ხდება ავადმყოფობის ლიკვიდაცია. ხშირად, როდესაც ერთი დაავადების სწრაფ მოცილებას ვახდენთ, ცოტა ხანში თავს იჩენს აქამდე უცნობი პრობლემა. ცხადია, ძალიან ძნელია ეს ორი დაავადება ერთმანეთს დავუკავშიროთ და თამამად ვთქვათ, რომ ერთის სწრაფად თავიდან მოცილებამ განაპირობა მეორეს აღმოცენება, რადგან პირველი განდევნილ იქნა და არა განკურნებული. შესაძლებელია, რომ ერთი ავადმყოფობა თვითონვე&ნბსპ; ერთგვარ მკურნალობას წარმოადგენდეს სხვა უფრო მძიმე ავადმყოფობისათვის. ეს აზრი შეიძლება ბევრისათვის ძალზე უცხო იყოს, რადგან ჩვენი დროის აზროვნების ხასიათი იმგვარია, რომ ავადმყოფობაში მხოლოდ დარღვევას ხედავენ და არა დადებით მოვლენას.

 


ჯანმრთელობა ნიშნავს არა ავადმყოფობის არ არსებობას, არამედ წონასწორობის მდგომარეობას ორ სრულიად განსხვავებულ, საპირისპირო ავადმყოფობის ტენდენციას შორის.

 


ავადმყოფობები ისეთი პროცესებია, რომლებიც დამოუკიდებელნი, კანონზომიერნი არიან, რომლებსაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორგანიზმში შეაქვთ თავიანთი საკუთარი ცხოვრება და ადამიანის სასიცოცხლო კავშირები მიჰყავთ კრიზისამდე, საიდანაც ვერ გამოვლენ, თუკი არ გამოავლენენ საკუთარ აქტიურობას და ძალისხმევას. ამ თვალსაზრისით&ნბსპ; ბავშვთა ყველა დაავადებას აქვს თავისი დასაწყისი, პიკი და დასასრული. დაავადება თავისი საკუთარი, ორგანიზმისათვის უცხო კანონზომიერებით იჭრება ფიზიკურ და მშვინვიერ ცხოვრებაში. დაავადების გადატანის შემდეგ რჩება არსების წევრების სტრუქტურა, რომელნიც სპეციფიკურად შეცვლილია შესაბამისად ავადმყოფობის ხასიათისა. ამით ადამიანი შეიძენს ღრმად არაცნობიერ სხეულებრივ და შედარებით ცნობიერ მშვინვიერ (ემოციურ) გამოცდილებას. ბავშვი ებრძვის დაავადებას, ისევე, როგორც მშვინვიერ პლანში ებრძვის ის ძნელად შესათვისებელ მედიკამენტს; როდესაც დაავადება ნელ-ნელა უკან იხევს, ეს ნიშნავს „გამარჯვებას“ და გაძლიერებას.

 

14 ნოემბერი 2015

ლიმფატური ბავშვების მკურნალობა

სტატიის ავტორი: თამარ ვაშაკიძე, პედიატრი - ოჯახის ექიმი

 

ლიმფატიზმის თვალშისაცემი ნიშანია „პოლიპები“ ცხვირში, ნუშურა ჯირკვლების გადიდება, მუდმივად დაღებული პირი (აგრეთვე ღამით), ქრონიკული სურდო, ხვრინვა, ხმის ტემბრის შეცვლა, სმენის დაქვეითება. ყოველდღე ზემოთ ჩამოთვლილს ზოგჯერ ემატება კისრის ლიმფური ჯირკვლების შესიება. ეს სიმპტომები მეტწილად დაკავშირებულია ბავშვის კონსტიტუციასთან, ე.ი. მემკვიდრეობით განპირობებულ „სხვაგვარობასთან“. ამიტომაც არის, რომ ხანგრძლივი მკურნალობის შედეგადაც კი ხშირად სამკურნალო ეფექტის მიღება მხოლოდ ნაწილობრივ არის შესაძლებელი. არ იქნება სწორი, რომ დავეთანხმოთ იმ აზრს, თითქოს ნუშურა ჯირკვლებისა და „პოლიპების“ გადიდების დროს ყოველთვის რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა. ამ თვალსაზრისს ხშირად ამართლებენ იმით, რომ ამ პრობლემების კონსერვატიული მკურნალობის შესაძლებლობები მწირია, თანაც რადგან ბავშვი ავადმყოფობს, უმჯობესია რადიკალური ზემოქმედება - ქირურგიული ჩარევა. ლორწოვანი გარსებისა და ლიმფური კვანძების ეს გაჯირჯვება ასაკის მატებასთან ერთად უკან იხევს და ავადობის სიხშირეც კლებულობს. თუმცა, ვიდრე ეს ფიზიოლოგიურად მოხდება, საჭიროა ამ პრობლემასთან დაპირისპირება, რადგან სუნთქვის დარღვევა და ამასთან დაკავშირებული სმენის დაქვეითება ბავშვის განვითარების შემაფერხებელი შეიძლება გახდეს. ამ პრობლემატიკით ბავშვები ხშირად ყელ-ყურ-ცხვირის ექიმთან ხვდებიან, თუმცა პედიატრისთვისაც არ არის ძნელი სპეციალური ხელსაწყოთი (ხშირად შეუიარაღებელი თვალითაც) ცხვირის ღრუში „პოლიპების“ აღმოჩენა და ამ კონსტიტუციური პრობლემების კონსერვატიული მკურნალობა. მინდა გაგიზიაროთ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩემი და ჩემი კოლეგების მიერ „თერაპიის სახლში“ დაგროვილი გამოცდილება. ლიმფატური ბევშვების დახმარება, ისევე როგორც ბავშვთა ასაკში ნებისმიერი დაავადების მკურნალობა, ძალზედ ეფექტურია ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით.

 

მშობლებსაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ასეთი ბავშვებისათვის:
კვების კორექცია: რაციონში ტკბილეულისა და ლიმონათის, ასევე თეთრი ფქვილის პროდუქტების შემცირება და ბოსტნეულისა და ხილისათვის უპირატესობის მინიჭება.
პროცედურები: კვირაში სამჯერ ზღვის მარილის აბაზანები. დღეში ორჯერ ორთქლის ინჰალაციები, მარილიანი წყლით ცხვირის გამორეცხვა. დღეში სამჯერ შვიტას ან სალბის ჩაის მიცემა დასალევად. საღამოს კი მდოგვის საფენები ფეხის გულზე ან ფხვნილიანი (1 ს.კ. - 10 ლ. წყალზე) ფეხის აბაზანები 5 კვირის განმავლობაში. თუ შედეგი უმნიშვნელოა, სასურველია კურსობრივი მედიკამენტური მკურნალობა ამბულატორიულად. როგორც ადგილობრივი - ცხვირის წვეთებისა და საცხის სახით, ასევე ზოგადი - კოწახურის, კვრინჩხის, კვარცის ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური მეთოდით დამზადებული მედიკამენტებით. ასევე Gencydo-ს (Weleda) (კომშისა და ლიმონის კომპოზიცია) საინჰალაციოდ. ძალიან იშვიათად, უკიდურეს შემთხვევაში ნაჩვენებია ოპერაციული ჩარევა, თუმცა ნუშურა ჯირკვლების ამოკვეთით ორგანიზმს ვაცილებთ დაავადებასთან დაპირისპირების ორგანოს, ხოლო „პოლიპების“ ზრდა ამოკვეთის შემდგომაც იჩენს თავს, აქედან გამომდინარე, კონსერვატული მკურნალობის აუცილებლობა ოპერაციის შემდგომაც დგას.


გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა კონსტიტუციური პრობლემების კორექციისათვის ძალზედ ეფექტურია მკურნალობაში ევრითმიული ვარჯიშების ჩართვა. დადებითი შედეგი როგორც წესი გარდაუვალია.

 

14 ნოემბერი 2015

სიცხე და მისი მნიშვნელობა

სტატიის ავტორი: ლია ბუღაძე, ექიმი - პედიატრი

 

ბავშვის ორგანიზმი ფლობს უნარს, ადვილად განივითაროს სიცხე და მართოს იგი. ამ უნარს ბავშვი ზრდასთან ერთად ნელ-ნელა კარგავს. სიცხის დროს ყველაფერი აქტიურ ქმედებაშია. სუნთქვა და პულსი აჩქარებულია. გამოიყოფა ოფლი, რომელიც, როგორც კანსზედა სეკრეცია, ხშირად არსებული შეგუბების მოცილებას განაპირობებს. შარდი მუქი ფერისაა - ეს იმის მაჩვენებელია, რომ ამ დროს გამოიყოფა არა მარტო წყალი, არამედ უფრო მძიმე სუბსტანციებიც. შეიძლება ითქვას, რომ სიცხის დროს გააქტიურებულია ნივთიერებათა ცვლა, რასაც ვერ ვიტყვით ნერვულ-მგრძნობელობით სისტემაზე.

 

სიცხიან ადამიანთან ყოველი ქმედება ნერვულ-მგრძნობელობითი სისტემის მხრიდან დარღვეულია. სიცხის დროს ყველაზე მეტად ცილის გარდაქმნას აქვს ადგილი, კერძოდ შარდში ნახულობენ ცილის დახლეჩის პროდუქტებს. სიცხიანი ადამიანი უმადოა და განსაკუთრებით ცილის შემცველი პროდუქტების მიმართ და ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ სიცხიანი ადამიანის არაცნობიერი უმადობა და მოვარიდოთ მძიმედ მოსანელებელი საკვები, რადგან ეს ორგანიზმის დამატებით დატვირთვას გამოიწვევს. ასე რომ, სიცხის დროს ადგილი აქვს სხეულის ნივთიერებების შემცირებას, ამიტომაც იკლებენ წონაში. სხეული ცოტათი დნება. ამის შემდეგ ხდება შემობრუნება განახლებული და გაძლიერებული შენებისაკენ. ბავშვებს აქვთ კარგი მადა. ამ დროს ადგილი აქვს არა მარტო ძველის აღდგენას, არამედ ახალი ნივთიერებების შექმნას. ჩემთან მიღებაზე მოსული დედები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შვილები სიცხიანი დაავადების შემდეგ შეიცვალნენ. მათ შეეცვალათ ხასიათი, თითქოს გაიზარდნენ. გაიზარდნენ სხეულებრივადაც. რატომღაც დედებს ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი ეჩვენებათ, მაგრამ ეს მართლაც ასე ხდება, დაავადების სასიკეთო მოქმედების ხარჯზე.

 


მაღალი სიცხე ავადმყოფობის მოვლენის მხოლოდ ერთი ნაწილია. მას მეორე მხარე აქვს და ეს არ არის მხოლოდ დაბალი ტემპერატურა. აქ იგულისხმება ე.წ. „ცივი დაავადებები“, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმს არ შესწევს სითბოს წარმოქმნა. ამ დროს ადგილი ექნება სუბსტანციების გამკვრივებას, ჩალაგებას, მაგ. რევმატული დაავადების, კიბოს, შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. პრაქტიკიდან შეიძლება ითქვას, რომ სიმსივნიან პაციენტებს სიცხიანი ავადმყოფობები ხშირად არ ჰქონიათ, რომ მათ თითქოს მუდმივად აქვთ შინაგანი სიცივის გრძნობა. როდესაც ორ ურთიერთსაპირისპირო პოლუსს შორის წონასწორობა ირღვევა, კერძოდ, სითბოს წარმოქმნასა და გამკვრივებას შორის, მაშინ ადგილი აქვს ავადმყოფურ მდგომარეობას. ეს პოლარობა შეიძლება შემდეგნაირად წარმოვიდგინოთ: მოხუცები უფრო მიდრეკილნი არიან გამკვრივებისაკენ, სკლეროზულობისაკენ, გაძვალებისაკენ. ბავშვებში კი საპირისპირო ტენდენციაა. მათთან სიცხის, გამონაყარის, უფრო განზავებადი, დამშლელი დაავადებებისაკენ არის მიდრეკილება. თავისთავად ცხადია, რომ დაავადებათა ორივე მხარე საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ უნდა დავინახოთ, რომ ორგანიზმს მართლაც გააჩნია უნარი ერთი დაავადების მეშვეობით მეორის გარკვეულ ხარისხამდე დათრგუნვისა.

 


როდესაც ხდება სიცხის ხელოვნური დაწევა, ამით ჩვენ ორგანიზმს ვართმევთ შესანიშნავ უნარს, გარდაქმნას სუბსტანციები და შესაბამისად სულიერ-მშვინვიერად წინ გადადგას ნაბიჯი. სიცხის რეგულარულად უხეში ჩახშობით ბავშვს ესპობა განვითარების საშუალება. უარეს შემთხვევაში ადგილი ექნება ნაადრევ მობერებას. მაგრამ შეიძლება გაჩნდეს კითხვა: როდესაც ბავშვს მაღალი სიცხე აქვს, არაფერი ვიღონოთ? ცხადია, ბავშვს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ, მაგრამ სიცხე ძირფესვიანად არ უნდა ჩავახშოთ. იგი იმ დონეზე უნდა შევუნარჩუნოთ, რომელიც გართულებებს არ გამოიწვევს. ყველაზე ხშირი და არასასიამოვნო გართულება კი არის კრუნჩხვა. ამისათვის ანთროპოსოფიული მედიცინა შესანიშნავ შესაძლებლობებს ფლობს. მედიკამენტი უნდა იქნას ისე შერჩეული, რომ პროცესის მიზეზს დაუპირისპირდეს და ორგანიზმი ისე გააძლიეროს, რომ თავად შეძლოს პრობლემის გადალახვა.

 

14 ნოემბერი 2015

რეაბილიტაცია - დამხმარე თერაპიული ღონისძიებები

სტატიის ავტორი: ლალი ანდრიაშვილი მედ. დოქტორი, ოჯახის ექიმი

 

მკურნალობის დამხმარე მეთოდები: მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება რეაბილიტაციური დამხმარე თერაპიები (ხელოვნებით თერაპია: ხატვა, ძერწვა, პლასტიკა, ქანდაკება; სამკურნალო ევრითმია; გარეგანი ზემოქმედებები), რომელსაც წარმართავს ამ დარგის სპეციალისტი – თერაპევტი.

 

ხელოვნებით თერაპია - სამგანზომილებიან სახვით ხელოვნებაში - პლასტიკაში, ქანდაკებში, ხის თლაში და კერამიკაში - საქმე გვაქვს, ძირითადად, ფორმირების, შემოსაზღვრის, გამოყოფის, ზედაპირის წარმოქმნისა და სამგანზომილებიან სივრცეში ერთიანი სახის ჩამოყალიბების, ზოგჯერ შიდა სივრცის შექმნის ხელოვნებით პროცესებთან. აქ იგივე კანონები მოქმედებს, რომლებიც ასევე თვალსაჩინონი და ქმედითნი არიან ადამიანის სხეულის ზრდასა და ჩამოყალიბებაში, რადგან საქმე აქაც ეხება ფორმასა და საზღვარს, ზედაპირს, ზრდას, ფორმის მიცემასა და მის შენარჩუნებას.

 

როგორც ხელოვნებით, ასევე სამკურნალო პროცესში პლასტიკური ფორმირება ადამიანისაგან მოითხოვს, ფორმის მიცემის მიზნით, რაიმე საგანთან შეჭიდების უნარს. ამ დროს ვითარდება ურთიერთქმედება ფორმის მიმცემსა და მასალას შორის, ანუ ერთი მხრივ, წარმოდგენებს, გრძნობებს, ფორმირების მცდელობას და, მეორე მხრივ, პლასტიკურ შედეგებს შორის. ხელოვნებით თერაპიის ამგვარ პროცესებში - თიხასთან, ხესთან, ქვასთან და სხვა მასალასთან შეხებისას - პაციენტი განიცდის მისი სხეულისა და სამშვინველის მაფორმირებელ ძალებთან თერაპიულად ცხოველმყოფელ სამკურნალო მიმართებას. იგი ხვდება, რომ მას ამ ძალებთან ურთიერთობა შეუძლია, და იმასაც, თუ როგორ შეუძლია მათი გამოყენება და რომ მას თავისი შეხედულებისამებრ ძალუძს განავითაროს ისინი. აქედან გამომდინარე პლასტიკურ-თერაპიული ფორმირება გამოიყენება ყოველთვის ფიზიკური ან ფსიქიური გაფანტულობის, ფორმის დაკარგვის, საზღვრის პრობლებების დროს, ისევე როგორც ორიენტაციის სისუსტისა და წესრიგის დაკარგვისას.

 

ხატვით თერაპიაში მუშაობენ ქაღალდით, საღებავითა და ფუნჯით, ხშირად აკვარელით, მაგრამ ასევე საღებავებითაც, ცარცით, ფანქრით და ნახშირით, ხატვით თერაპიის პროცესში ჩნდება ფერები და ფორმები, ხაზები და სიბრტყეები, მოძრაობა და შეგუბება. ამგვარი სავარჯიშოს მსვლელობისას ქაღალდზე იქმნება ფერებისა და ფორმების, გამკვრივებისა და გაშლის, ცვლილებებისა და ახალი თვისობრიობის კავშირურთიერთობები. საკუთარ ქმედებასა და ქაღალდზე აღბეჭდილ მის შედეგებში, ისევე როგორც მათ სამშვინველში აღძრულ განცდებში, პაციენტი აღიქვამს, რომ ხელოვნებით პროცესებს კავშირი აქვს მასთან და მისი სხეულებრივი თუ მშვინვიერი ავადმყოფობის მიმდინარეობასთან. იგი შეიცნობს და აღმოაჩენს საკუთარ თავსა და ავადმყოფობის სიტუაციას. რაც უფრო ნაკლებ ინტელექტუალურია პაციენტის გამოცდილება ამ დროს, მით უფრო სხეულებრივია იგი და მოქმედებს მასტიმულირებლად ან მარეგულირებლად, თვით ორგანულ პროცესებამდეც კი. ხატვით მკურნალობის სავარჯიშოებს, ამგვარად, მივყავართ პაციენტის გაღრმავებულ წვდომამდე საკუთარი განცდისა, რომელიც ავადმყოფობით ან კრიზისული მდგომარეობით არის აღბეჭდილი. ამგვარი გაძლიერებული ხელოვნებითი თერაპიული სავარჯიშოებით მოიპოვებს იგი საკუთარ თავთან, საკუთრ ტკივილთან და საკუთარ ცხოვრებასთან შემოქმედებითი მიდგომის ახალ შესაძლებლობებს.

 

სამკურნალო ევრითმია არის მოძრაობის ხელოვნებით თერაპია. დაავადების სახეობისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, ხდება სხვასხვა სამკურნალო ევრითმიული მოძრაობითი სავარჯიშოს გამიზნულად შერჩევა და პაციენტის გავარჯიშება. სამკურნალო ევრითმიული სავარჯიშოების საშუალებით მეტყველებისა და მუსიკის ცალკეული ელემენტები მოძრაობად გარდაიქმნება. მოძრაობითი სავარჯიშოები ხორციელდება ხელებით და ფეხებით, საჭიროებისდა მიხედვით კი სრულდება ნახტომებით და ნაბიჯებით. სამკურნალო ევრითმიული სავარჯიშოები მძიმე ავადმყოფებთან შეიძლება ჩატარდეს მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაშიც.

 

გარკვეული ორგანული, ფუნქციური ან ფსიქიური დაავადებებისათვის განკუთვნილი საგანგებო მოძრაობითი სავარჯიშოების შერჩევას სამკურნალო ევრითმიაში საფუძვლად უდევს თვალსაზრისი, რომ ყოველი ორგანოს ფორმა არის ბოლომდე მისული მოძრაობა, რომელიც ემბრიონალურ ორგანოთა წარმოქმნის დროს მოქმედებდა, მაგრამ ორგანიზმში კვლავაც სახეზეა, როგორც ორგანოთა შემანარჩუნებელი ნივთიერებათა ცვლა და ფუნქცია. ყოველი ორგანოს ფუნქცია, ამასთან, უნდა გავიგოთ, როგორც ორგანოს ფორმიდან გამომდინარე, გარემოსთან დაკავშირებული განვითარებადი მოძრაობა.

 

სამკურნალო ევრითმია, როგორც ხელოვნებითი მოძრაობით თერაპია მედიკამენტური მკურნალობის მნიშვნელოვანი შევსებაა.

 

ანთროპოსიფიულ მედიცინაში გამოიყენება გარეგანი ზემოქმედები- ს ფართო სპექტრი:

1. რიტმული მასაჟი - დოქტორ იტა ვეგმანის მიხედვით;

2. რიტმული შეზელვა - ვეგმან/ჰაუშკას მიხედვით;

3. პრესელის მასაჟი;

4. გარეგანი ზემოქმედების საშუალებები: სახვევები, საფენები, თაფლის სანთლით თერაპია;

5. აბაზანები: ზეთის დისპერსიული აბაზანა იუნგეს მიხედვით; ტალღოვანი აბაზანა ლისკე-უსბესკის მიხედვით; წყლის მოძრაობითი აბაზანა; სუბსატანციური აბაზანა.

6. ინჰალაციები და სავლებები;

7. ბოთმერის ვარჯიშები;

8. ლოელანდის ვარჯიშები.

 

ანთროპოსოფიულად განვითარებული გარეგანი საშუალებების განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს "რიტმული მასაჟი იტა ვეგმანის მიხედვით", რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სათანადოდ განსწავლული მასაჟისტის კომპეტენციაა. აქვე უნდა ვახსენოთ ორგანოთა რიტმული შეზელვები და რიტმული მოძრაობითი აბაზანები.

 

რიტმული მასაჟის ძირითადი სამკურნალო მიზანია რიტმული სისტემის ანუ, უპირველეს ყოვლისა, სუნთქვისა და სისხლის მიმოქცევის, ასევე კუნთების ტონუსისა და ორგანოთა ყველა რიტმული ფუნქციის (მაგ. მონელების სისტემაში რიტმულ-პერისტალტიკური მოძრაობების) მასტიმულირებელი ან დამამშვიდებელი თვალსაზრისით მოწესრიგება.

 

რიტმული მასაჟის ჩვენებას, გარდა მამოძრავებელი სისტემის კლასიკური დაავადებებისა, წარმოადგენს შინაგან ორგანოთა – ღვიძლი, თირკმელი, ელენთა - დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები, ლიმფური შეგუბებები, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებები. ნერვული სისტემის დაავადებები: პარკინსონის დაავადება, გაფანტული სკლეროზი, ქრონიკული ნევრიტი, სხვადასხვა სახის დამბლები.

 

შესაძლოა ცალკე იქნას განხილული "ორგანოთა რიტმული შეზელვა", განსაკუთრებით გულის, ღვიძლის, თირკმელების და ელენთის შეზელვა.

 

მისი საშუალებით ხდება აღნიშნულ ორგანოთა ფუნქციის გაუმჯობესება, რომელიც შემდგომ მთელს ორგანიზმზე გამაჯანსაღებლად მოქმედებს.

 

აბაზანები რიტმული მოძრაობით – დაზელვის ან ჯაგრისების გამოყენებით, აღმავალი და დაღმავალი ტალღოვანი აბაზანები, ლემნისკატური აბაზანები (რომლის დროსაც წყლის ამოძრავება ხდება სპეციალური – ლემნისკატის ფორმის მიხედვით), შესაბამისად სხვადასხვა ნივთიერებით განზავებული, ჩვეულებრივი სამედიცინო აბაზანების მნიშვნელოვან განვრცობას წარმოადგენს. დაზელვის და ჯაგრისის აბაზანები პირველ რიგში მასტიმულირებლად და გამააქტიურებლად მოქმედებენ; აღმავალი ტალღების აბაზანა აძლიერებს ჩასუნთქვას, სიფხიზლეს და აქტიურობას, დაღმავალი კი აქცენტს ამოსუნთქვაზე (მაგ. ასთმის დროს) აკეთებს, უზრუნველყოფს დამშვიდებასა და მოდუნებას.

 

ანთროპოსოფიული ბალნეოთერაპიის განსაკუთრებული ფორმაა ზეთის დისპერსიული აბაზანები გარკვეული ეთერზეთების დამატებით, რომლებიც გამოიყენება ექიმის დანიშნულებით. ისინი განსაკუთრებით ფსიქოსომატურ სფეროში და ფსიქიატრიაში მატად ღირებულ სამკურნალო დახმარებას გვაძლევს.

 

ანთროპოსოფიულ მედიცინაში, პაციენტისთვის მედიკამენტების მიწოდება გარეგანი ზემოქმედებების ფორმით, მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ამ დროს მედიკამენტი შეზელვის, საფენის, სითბოს ან სიცივის, წყლის, ანდა მოძრაობის საშუალებით ეხება კანს, რომელიც შემდგომ შეიწოვება მის მიერ.

 

ამრიგად, გარეგან საშუალებებს მეტად მნიშვნელოვანი სამკურნალო დახმარება ძალუძთ, როგორც სხეულებრივ, ასევე ფსიქიურ დონეზე გამოვლენილ დაავადებათა შემთხვევაში.