ჩვენს შესახებ
ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ (5)

25 წლიანი თანამშრომლობა გერმანიის წამყვან კლინიკებთან

კლინიკები გერმანიაში:

  • ქალაქ ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკა
  • ჰერდეკეს დორთე კრაუზეს სახელობის საექთნო სასწავლებელი
  • ბერლინის (ჰაველჰოე) კლინიკური ცენტრი
  • შტუტგარტის (ფილდერშტატი) კლინიკა
  • ოშელბრონის კლინიკა

კლინიკები შვეიცარიაში:

  • ქალაქ არლესჰაიმის კლინიკურ – თერაპიული ინსტიტუტი
  • ლუკას კლინიკა

ფარმაციული კომპანიები:

  • WELEDA
  • WALA

 

გერმანული კომპრესული ტრიკოტაჟისა და ორთოპედიული დამხმარე საშუალებების მწარმოებელი ფირმა Medi.

 





"თერაპიის სახლის" მისია

"თერაპიის სახლის" მისიაა ჰოლისტიკური ხედვით პაციენტის ინდივიდუალური (ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი) თავისებურებების გათვალისწინება და მისი უსაფრთხო და ეფექტური ინტეგრირებული სამედიცინო მომსახურება უპირატესად ბუნებრივი საშუალებების და განსაკუთრებული თერაპიული მეთოდების გამოყენებით. 

"თერაპიის სახლის" ხედვა 

"თერაპიის სახლის" მიზანია გახდეს კლინიკური შედეგებით, პაციენტის გამოცდილებით, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებების, მოვლის და რეაბილიტაციის უნიკალური თერაპიული მეთოდების გამოყენებით, პაციენტთა და საზოგადოები განათლებით აღიარებული, თანამედროვე მრავალპროფილური ინტეგრირებული სამედიცინო კლინიკა საქართველოში, რაც უზრუნველყოფს საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ნდობას ანთროპოსოფიული მედიცინის მიმართ. 

"თერაპიის სახლის" ღირებულებები

გულწრფელი თანადგომა

ჩვენი მთავარი ფასეულობაა ადამიანის გულწრფელი თანადგომა. პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი თავისებურებების გათვალისწინებით, ვეხმარებით მას დაავადების შიში დაძლევაში, ვაძლევთ მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის საშუალებას და ინდივიდუალური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას. ჩვენი ექიმების, თერაპევტების და მედდების თავდაუზოგავი შრომით ვუქმნით პაციენტს დაცულ, უსაფრთხო, მშვიდ, მეგობრულ და თბილ გარემოს თვითგანკურნების ძალების გასააქტიურებლად. 

გუნდური მუშაობა

ჩვენთვის ფასეულია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს, თერაპევტებს, მედდებს, ფარმაცევტებს, ბოტანიკოსებს და სხვა მომსახურე პერსონალს თავისი უნარებით და ცოდნით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ინდივიდუალურ პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის განსახორციელებლად. ჩვენს გუნდს აერთიანებს საერთო ხედვები, მოტივები, რომლებიც დაფუძნებულია პაციენტის სიყვარულზე, საკუთარი საქმის მიმართ ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე. 

დაცვა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა

ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის უსაფრთხო მკურნალობაზე და ვიცავთ მათ პრევენციული სამკურნალო საშუალებებით და დამხმარე ტერაპიებით. ჩვენს მკურნალობაში გამოყენებული ბუნებრივი სამკურნალო მედიკამენტები ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით მზადდება და არ გააჩნია უკუჩვენება. 

ხარისხის მუდმივი სრულყოფა

ჩვენი გუნდის თითოეული წევრის განვითარება, სემინარებზე და კონფერენციებზე დასწრება ევროპის მასშტაბით, პერიოდული საკვალიფიკაციო მივლინებები გერმანიის წამყვან კლინიკებში და უახლესი კლასიკური და ანთროპოსოფიული მედიცინის მიღწევების, მეცნიერული კვლევების გაცნობა საშუალებას აძლევს პაციენტს ჩაიტაროს უმაღლესი ხარისხის ევროპული დონის მკურნალობა. 

განათლება

„თერაპიის სახლის“ ექიმები მუდმივად ჩართულნი არიან განათლების გავრცელების პროცესში. მკურნალობისას და საინფორმაციო სემინარებით ეხმარებიან პაციენტებს მიიღონ მათი გაჯანსაღებისთვის საჭირო ცოდნა. ასევე, „თერაპიის სახლის“ ექიმები მოწოდებულნი არიან აღზარდონ ახალგაზრდა ანთროპოსოფი თაობა, გაუზიარონ მათ მრავალწლიანი გამოცდილებით მიღბული გამოცდილება და აზიარონ ისინი ანთროპოსოფიული მიდიცინის უახლეს მიღწევებს. 

პარტნიორობა

ჩვენი მკურნალობის ინტეგრირებული მეთოდი ეფუძნება პარტნიორობას. საუკეთესო სამედიცინო კლინიკური შედეგების მისაღწევად ვთანამშრომლობთ, როგორც გერმანიის წამყვანი კლინიკების, ისე საქართველოს კლასიკური სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სპეციალისტებთან. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ღირებულებებს და პატივისცემით და ღირსებით ვეპყრობით მათ.

13 ნოემბერი 2015

ჩვენი მეთოდოლოგია

Written by

ჰოლისტიკური მკურნალობა - კლასიკური და ალტერნატიული მედიცინის მიღწევების გაერთიანება

"თერაპიის სახლში" მკურნალობა ეფუძნება ანთროპოსოფიულ მედიცინას, რომელიც კლასიკური მედიცინის სულის მეცნიერების საფუძველზე განვრცობას წარმოადგენს. ანთროპოსოფია შემეცნების გზაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში მოგვცა ავსტრიელმა მეცნიერმა, ფილოსოფიისა და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა რ. შტაინერმა. ის სამყაროს, ადამიანს და მისი ქმედების ყველა სფეროს შეისწავლის და აცოცხლებს სულიერი იმპულსით.

 

ანთროპოსოფიულად განვრცობილი მედიცინის ამოსავალი არის ის, რომ დედამიწა, ბუნება და ადამიანი უძველეს წარსულში ერთ მთლიანობას წარმოადგენდა. განვითარების საერთო გზაზე თანდათანობით მოხდა მინერალების, მცენარეების და ცხოველების ამ მთლიანობიდან გამოყოფა, ისე, რომ დღეს ადამიანის წინაშეა ბუნების სამყარო. ადამიანში მიმდინარე ავადმყოფობის ყოველი პროცესი მსგავსია ბუნებაში მიმდინარე ტიპიური პროცესისა. თერაპიული ხელოვნების არსია წამლის გამოყენებით ამ ორი მონათესავე პროცესის ერთმანეთთან დაკავშირება. ბუნების ყველა საუფლოს კი შემორჩა თავისი უძველესი მიმართება ადამიანთან. ამიტომაც ანთროპოსოფიული სამკურნალო საშუალებები მზადდება მინერალური, მცენარეული და ცხოველური სამყაროდან მოპოვებული სუბსტანციებიდან.

 

მედიკამენტოზური მკურნალობის გარდა ანთროპოსოფიულ მედიცინაში გამოიყენება არამედიკამენტოზური დამხმარე თერაპიები. თერაპიის განსაკუთრებულ სახეს წარმოადგენს „სამკურნალო ევრითმია“ – ეს მოძრაობის თერაპიაა, რაც სასიცოცხლო პროცესებზე მოქმედებს, აღძრავს თვითგანკურნების ძალებს და ხელს უწყობს მთელი ორგანიზმის ჯანმრთელ ფუნქციონირებას.

 

შემდეგი დამხმარე მეთოდებია:

  • ხელოვნებით თერაპია;
  • პლასტიკური ფორმირება, ფერში, გრაფიკაში მუშაობა;
  • მუსიკით თერაპია;
  • მეტყველებით თერაპია.

კომპლექსურ მკურნალობაში მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი ფიზიოთერაპიული ღონისძიებები: რიტმული შეზელვა, რიტმული მასაჟი, ზეთის დისპერსიული აბაზანები და სხვა გარეგანი  პროცედურები. მკურნალობის ეს მეთოდი ორიენტირებულია მთლიან ადამიანზე, რომელიც წარმოადგენს განუმეორებელ ინდივიდუალურობას თავისი ბიოგრაფიით და სოციალური კავშირებით. პაციენტის ირგვლივ შეკრებილი თერაპიული ერთობა ეხმარება მას ჯანმრთელობის აღდგენაში და ჯერ კიდევ გამოუყენებელი შესაძლებლობების განხორციელებაში.

 

ანთროპოსოფიული მედიცინა ევროპაში 1920 წლიდან დღემდე 13 ქვეყანაში ხორციელდება (ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია ესპანეთი, ირლანდია, ინგლისი, იტალია ჰოლანდია, პორტუგალია, საფრანგეთი, ფინეთი, შვეცია. გარდა ევროპისა ანთროპოსოფიული მედიცინა ხორციელდება: აშშ, კანადა, სამხრეთ ამერიკა, ბრაზილია, არგენტინა, პერუ, ჩილე, ავსტრალია და სხვა). 

 

ანთროპოსოფიული წამლები გამოიყენება ავსტრიის, გერმანიის, იტალიის, ჰოლანდიის, შვეციის, შვეიცარიის დიდი ბრიტანეთის კლინიკებში. ყოველწლიურად 6 მილიონი პაციენტი იტარებს ანთროპოსოფიული მეთოდით მკურნალობას გერმანიაში. ანთროპოსოფიული მედიცინის საფუძვლები ისწავლება გერმანიის, შვეიცარიის და დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტებში.

 

13 ნოემბერი 2015

ჩვენი კლინიკა

Written by

ზრუნვა თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე

საქართველოში ანთროპოსოფიული მედიცინის განვითარება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება. ტოქსიკური გაზით მოწამლულთა სამკურნალოდ გერმანიიდან ჩამოვიდა ანთროპოსოფოს ექიმთა ჯგუფი. მათ მიერ ჩამოტანილი მედიკამენტების ეფექტურობამ გამოიწვია ფართო საზოგადოებრიობის ინტერესი, შეიქმნა  ამ მეთოდით დაინტერესებულ მედიკოსთა ჯგუფი, რომელმაც მიზნად დაისახა ანთროპოსოფიული მედიცინის შესწავლა და მისი პრაქტიკული განხორციელება საქართველოში.

 

1990 წლიდან დაიწყო რეგულარული სემინარიული მუშაობა გერმანელ კოლეგებთან და თანამშრომლობა ევროპის სხვადასხვა კლინიკასთან, რაც  დღემდე გრძელდება.  1991 წლიდან ჰერდეკეს და ოშელბრონის (გერმანია) კლინიკებში ამ ჯგუფის ექიმთა კვალიფიკაციის გავლის, ფარმაცევტის მიერ შვებიშგმუნდში (გერმანია) ფარმაციულ ფირმა ”ველედაში” პრაქტიკის გავლისა და წამლების წარმოების სერტიფიკატის მოპოვების შემდეგ შესაძლებელი გახდა პრაქტიკულ საქმიანობაში პირველი ნაბიჯების გადადგმა.

 

შპს ”თერაპიის სახლი”-პირველი ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი საქართველოში, დაარსდა 1991 წლის ივლისში (თავდაპირველად სახელწოდებით  ”ადამიანი და ბუნება”) ანთროპოსოფიული მედიცინით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფის მიერ- ექიმთა,ფარმაცევტთა, ბოტანიკოსთა და ხელოვანთა შემადგენლობით, საქ.მეცნ. აკად. ბოტანიკის ინსტიტუტის დიღმის ბაზაზე. მაშინ ის ფუნქციონირებდა როგორც მცირე ამბულატორია I ჯგუფის აფთიაქით. 1994 წლიდან ”თერაპიის სახლი" განთავსებულია საკუთარ სამსართულიან შენობაში მისამართზე გურამიშვილის გამზირი N72 (სანზონა),  სადაც დღემდე ხდება სამედიცინო მომსახურება ამბულატორიის, დღის სტაციონარის და ბინის  პირობებში.

 

ამბულატორული მომსახურება გულისხმობს ექიმთან კონსულტაციას, დაავადების დიაგნოსტიკას საფუძვლიანი გამოკითხვის, ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე და ჰოლისტიკური მიდგომით მკურნალობის პროცესში როგორც მედიკამენტოზური, ისე უნიკალური  სარეაბილიტაციო თერაპიული მეთოდების გამოყენებას.





01 ნოემბერი 2015

ჩვენი გუნდი

Written by

გერმანიაში გადამზადებული მაღალკვალიფიციური ექიმები და თერაპისტები

ლალი ანდრიაშვილი

 

ოჯახის ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი 

 

ელ-ფოსტა: lali.andriashvili@therapiehaus.ge 

 

ლალი ანდრიაშვილი არის სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტი და ამავე დროს, ითავსებს "თერაპიის სახლის" მენეჯერის ფუნქციას. მისი 26 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწეობას, მათ შორის: ბავშვთა პოლიკლინიკაში, ამბულატორიაში, საავადმყოფოში და მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში. 1995 წლიდან კი იგი თავის მოღვაწეობას "თერაპიის სახლს" უკავშირებს. პარალელურად, ლალი ანდრიაშვილი 1996-2009 წლებში იყო კავშირი "ადამიანი და ბუნება"-სთან არსებული სამედიცინო სემინარის ხელმძღვანელი და ამავე დროს, მუშაობდა ამავე კოლეჯში პედაგოგად. მას აქვს უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილებაც. 2001 წელს გერმანიის ქ. საარბრუკენის ბავშვთა და მოზრდილთა პრაქსისში მუშაობდა, როგორც მოწვეული ექიმი, ხოლო 2002-2005 წლებში ლალი ანდრიაშვილი მოიწვიეს ქ. ბერლინის ჰაველჰოჰეს კლინიკაში ექიმი-სპეციალისტის პოზიციაზე.

ქ-ნ ლალის 1981-1987 წლებში დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივეერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი, 1991 წელს მან გაიარა ანთროპოსოფიული-სამედიცინო  პრაქტიკული კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკესსაუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო 1992 წელს - ახალგაზრდა მედიკოსთა კურსი ავსტრიაში, ქ. ვენაში. 1993 წელს დაამთავრა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების რესპუბლიკურ ცენტრში და ენდოკრინოლოგიის კურსი გერმანიისქ. მანჰაიმის კლინიკაში. ლალი ანდრიაშვილმა1996 წელს თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა თერაპიის კურსი, 2006 წელს კი - ოჯახის ექიმის სრული კურსი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისსაოჯახო მედიცინის ცეტრში და მიენიჭა სერტიფიცირებული ოჯახის ექიმის წოდება. 2002-2005 წლებში, პედიატრიის სამეცნიერო ინსტიტუტში დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე - "ბრონქული ასთმის სალუტოგენეზური ასპექტები ბავშვთა ასაკში" და მიენიჭა მედიცინის დოქტორის წოდება.  

მას, ასევე გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგები, კერძოდ: 2007-2008 წლებში გაიარა ჯანდაცვის რესურსების მენეჯმენტის ტრენინგი OPM-Oxford Policy Management. 1993 წლიდან 2008 წლამდე ყოველწლიურად მონაწილეობდა შვეიცარიის ქ. არლესჰაიმში  გოეთიანუმში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში. 2002-2008 წლებში მან გაიარა საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები. მისი ავტორობით გამოიცაარაერთი სამეცნიერო სტატია და მონოგრაფია. 

ქ-ნი ლალი ასევე, არის საქართველოს ანთროპოსოფ ექიმთა კავშირის, საქართველოს პედიატრთა და ოჯახის ექიმთა ასოციაციათა წევრი.