ზრუნვა თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე
შპს ”თერაპიის სახლი”-პირველი ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრი საქართველოში, დაარსდა 1991 წლის ივლისში (თავდაპირველად სახელწოდებით ”ადამიანი და ბუნება”) ანთროპოსოფიული მედიცინით დაინტერესებულ ადამიანთა ჯგუფის მიერ- ექიმთა,ფარმაცევტთა, ბოტანიკოსთა და ხელოვანთა შემადგენლობით, საქ.მეცნ. აკად. ბოტანიკის ინსტიტუტის დიღმის ბაზაზე. მაშინ ის ფუნქციონირებდა როგორც მცირე ამბულატორია I ჯგუფის აფთიაქით. 1994 წლიდან ”თერაპიის სახლი" განთავსებული იყო გურამიშვილის N72-ში, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს მოვლის სახლი. 2022 წლიდან კლინიკა გადავიდა ახალ შენობაში -მისამართზე კეკელიძის 54ა, სადაც დღემდე ხდება სამედიცინო მომსახურება ამბულატორიის, დღის სტაციონარის და ბინის პირობებში.
ამბულატორული მომსახურება გულისხმობს ექიმთან კონსულტაციას, დაავადების დიაგნოსტიკას საფუძვლიანი გამოკითხვის, ლაბორატორიულ - ინსტრუმენტული კვლევების საფუძველზე და ჰოლისტიკური მიდგომით მკურნალობის პროცესში როგორც მედიკამენტოზური, ისე უნიკალური სარეაბილიტაციო თერაპიული მეთოდების გამოყენებას.