ბიოგრაფიულ-თერაპიული კონსულტაცია

ინდივიდუალიზმისა და თვითგამორკვევის ეპოქაში სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვები:

  • • როგორ შეიძლება გავიგო ჩემი ცხოვრების გზა?
  • • რა შეიძლება ვისწავლო მისგან?
  • • არის თუ არა კრიზისი განვითარების შესაძლებლობა?
  • • როგორ გაგრძელდება ჩემი ცხოვრება მომავალში?

დღეს თვითშემეცნების მრავალი ტექნიკა არსებობს, ერთ-ერთი მეცნიერულად დამუშავებული მეთოდი კი ბიოგრაფიაზე მუშაობაა. მას საფუძვლად ადამიანთმცოდნეობა უდევს, რომელიც ავსტრიელმა მეცნიერმა, ფილოსოფოსმა, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორმა და ანთროპოსოფიის ფუძემდებელმა რუდოლფ შტაინერმა (1861-1925) შეიმუშავა. ამ მეთოდით შესაძლებელია ბიოგრაფიაში არსებული კანონზომიერებების აღმოჩენა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების მოძიება, ცხოვრებისეულ კრიზისებზე დაკვირვება, ახალი უნარების და შესაძლებლობების გამოკვეთა. ასეთი ჩაღრმავება ადამიანს ეხმარება, საკუთარ მისიასა და ცხოვრებისეულ ამოცანებზე ახლებურად დაფიქრდეს.

„თერაპიის სახლის“ სერვისი – ბიოგრაფიული კონსულტაცია 5-10 ინდივიდუალურ შეხვედრას გულისხმობს, რომლის დროსაც პაციენტს შესაძლებლობა ექნება სპეციალისტთან ერთად ჩაუღრმავდეს საკუთარ ბიოგრაფიას და აღმოაჩინოს კანონზომიერებები მის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს შორის.

შეხვედრების განმავლობაში:

  • • დაიყოფა ბიოგრაფია შვიდწლიან და ოთხწლიან პერიოდებად და განიხილება მათ შორის არსებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირები;
  • • შეფასდება პლანეტარული გავლენები ბიოგრაფიაზე;
  • • მოხდება ცხოვრებისეულ კრიზისებზე დაკვირვება.

ბიოგრაფიულ კონსულტაციას „თერაპიის სახლის“ ექიმები თამარ ვაშაკიძე და ლალი ანდრიაშვილი გაგიწევენ, რომელთაც დამთავრებული აქვთ ბიოგრაფიული სემინარის სრული ევროპული კურსი. ექიმები ფლობენ საერთაშორისო დიპლომს და მინიჭებული აქვთ ბიოგრაფიული კონსულტანტის კვალიფიკაცია.