გარეგანი ზემოქმედების საშუალებები-რიტმული შეზელვა, საფენები და სახვევები

შპს „თერაპიის სახლი’’ გთავაზობთ ფართო სპექტრის სამკურნალო-გამაჯანსაღებელ თერაპიულ ღონისძიებებს, რომლებიც მოიცავს გარეგან ზემოქმედებებს, რათა დაეხმაროს პაციენტებს სხვადასხვა პათოლოგიებთან გამკლავებაში და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში.

ჩვენი მომსახურებები:

  • • რიტმული შეზელვა: სპეციფიკური ტექნიკით კუნთების და ქსოვილების მასაჟი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამშვიდებს ნერვულ სისტემას.
  • • საფენები (კომპრესიები): სამკურნალო ნაერთების გამოყენებით სპეციალური საფენები, რომლებიც ეხმარება სხეულს გაღიზიანების და ტკივილის შემცირებაში.
  • • სახვევები: სპეციალური სახვევები, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულის აღდგენას და განკურნებას.
  • • აბაზანები: სამკურნალო აბაზანები, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულის და სულიერ დასვენებას და განახლებას.

ჩვენი თერაპიული ღონისძიებები ეფექტურია შემდეგი პათოლოგიების დროს:

  • • სტრესი, უძილობა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი
  • • ნერვ-კუნთოვანი და ტრავმის შემდგომი პერიოდი
  • • ძვალ-სახსროვანი დაავადებები
  • • სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ორგანული და ფუნქციური დარღვევები
  • • ნივთიერებათა ცვლის და გამოყოფის პროცესების დარღვევა

ანთროპოსოფიული მედიცინის საფუძვლები

გარე ზემოქმედებები ათასწლეულების მანძილზე გამოიყენებოდა ყველა კულტურაში, როგორც სამკურნალო საშუალებები. ანთროპოსოფიულ მედიცინაში, ეს მეთოდები ეფუძნება კანის სამშრიანი აგებულების გათვალისწინებას, რაც საშუალებას აძლევს სამკურნალო სუბსტანციების ეფექტურ გამოყენებას. ამგვარად, ჩვენი გარეგანი სამკურნალო საშუალებები გაცილებით ადვილად შესათვისებელია ადამიანის ორგანიზმისთვის.

ჩვენი მეთოდების ეფექტურობა დამოკიდებულია არამარტო სუბსტანციის სწორ არჩევანზე, არამედ თერაპიული პროცედურის სწორად შერჩევაზე, ხანგრძლივობაზე და პროფესიულ შესრულებაზე, რომელიც ეფუძნება დაავადების მიმდინარეობას და პროგნოზს.