შინ მოვლა

ჩვენი ერთ-ერთი განსაკუთრებული სერვისია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება ბინაზე, რომელიც გულისხმობს ექიმის, რეაბილიტოლოგის, ექთნის და მომვლელის მომსახურებას. რომლის მიზანია, ეფექტურად დაეხმაროს ადამიანებს, რომლებსაც შეზღუდული აქვთ დამოუკიდებლად ცხოვრების უნარი. თანადგომა გაუწიოს და იზრუნოს მათი მდგომარეობის შემსუბუქებაზე სახლის პირობებში, მათთვის ჩვეულ გარემოში. დაეხმაროს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ვემსახურებით:

  • - ყველა ასაკის მწვავე და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს;
  • - ხანდაზმულებს;
  • - შშმ პირებს;
  • - რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ადამიანებს (ინსულტის, მოტეხილობის, ოპერაციის შემდგომ პერიოდში და სხვა).

გთავაზობთ:
სამედიცინო მოვლა, რეაბილიტაცია

  • - სასიცოცხლო მაჩვენებლების კონტროლი (სუნთქვა, პულსი, წნევა, ტემპერატურა, ცნობიერების მდგომარეობა);
  • - სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, შესაბამისი ჰიგიენური ნორმების დაცვით (ინექციები, ჭრილობის მოვლა, ზონდის ჩადგმა, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ოყნა, სტომის მოვლა);
  • - სარეაბილიტაციო ღონისძიებები: სამკურნალო მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში;

გარეგანი თერაპიული ზემოქმედებები:
მცენარეული ზეთების და მალამოების შეზელვა, საფენები, სახვევები, სამკურანლო აბაზანები.
ძირეული მოვლა:

  • - ჰიგიენური მოვლა
  • - საწოლის მოწესრიგება;
  • - სხეულის დაბანა;
  • - კანის მოვლა;
  • - ჩაცმაში დამარება;
  • - საკვების მიღებაში დახმარება;
  • - წოლითი მდგომარეობების შერჩევა.

პრევენციული ღონისძიებების ჩატარება ისეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, როგორებიცაა:

  • - ნაწოლები
  • - შეგუბებითი პნევმონია
  • - კონტრაქტურა
  • - თრომბოზი
  • - სოკოვანი დაავადებები

კონკრეტულ შემთხვევაში პაციენტის მომვლელი და ახლობელი ადამიანებისათვის მოვლის უნარ-ჩვევების სწავლება. მუშაობის პროცესს უზრუნველყოფს მულტიდისციპლინური გუნდი: კოორდინატორის, ექიმის, ექთნის, მომვლელის, და რეაბილიტოლოგის შემადგენლობით.

პირველ ვიზიტზე პაციენტთან მიდის კოორდინატორი, იგეგმება სამკურნალო და მოვლითი ღონისძიებები, რომელსაც ოჯახის წევრებთან შეთანხმებით ახორციელებს შესაბამისი პერსონალი.