სამკურნალო ევრითმია
სამკურნალო ევრითმია მოძრაობით თერაპიაა, რომელიც უკვე 100 წელია მეტია წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ის ორიენტირებულია სამეტყველო ბგერებზე – ხმოვნებსა და თანხმოვნებზე, რომლებიც კიდურებით ან მთელი სხეულით (დგომით, ჯდომით ან წოლით მდგომარეობაში) სრულდება. ყოველი ბგერითი მოძრაობა ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე ზემოქმედებს და ჰარმონიაში მოჰყავს ისინი, ააქტიურებს თვითგანკურნების ძალებს, აძლიერებს ცალკეული ორგანოებისა და ორგანოთა სისტემის ფუნქციებს. თერაპიით გამოწვეული სასიკეთო ცვლილებები, შესაძლოა, პაციენტმა უშუალოდ ვარჯიშის დროსაც აღიქვას.
სამკურნალო ევრითმია ექიმის მიერ ინიშნება და სრულდება ინდივიდუალურად შედგენილი გეგმის მიხედვით. ის, შესაძლოა, სპეციალისტმა დიაგნოსტიკისა და პრევენციის მიზნითაც გამოიყენოს. თითო სესიის ხანგრძლივობა 45 წუთია (შესვენების ჩათვლით). მკურნალობის კურსი, როგორც წესი, 14-21 თერაპიას მოიცავს, თუმცა ქრონიკული დაავადებებისა და ბავშვის განვითარების დარღვევების შემთხვევაში, შესაძლოა, მკურნალობის პროცესი გახანგრძლივდეს.
სამკურნალო ევრითმია გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, შარდ-სასქესო სისტემის, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და ნერვულის სისტემის დარღვევების დროს, ასევე, ონკოლოგიური, ფსიქოსომატური და სხვა ტიპის დაავადებების შემთხვევაში.
ჩვენს ცენტრში სამკურნალო თერაპიას მკურნალი ევრითმისტი ნინო ვაშაკიძე უძღვება. ფსიქოლოგიური განათლების მიღებისა და ნეიროფსიქოლოგად 5-წლიანი მუშაობის შემდეგ, მან ქალაქ ჰამბურგში ევრითმიისა და სამკურნალო ევრითმიის სრული, 6-წლიანი სასწავლო კურსი გაიარა. შედეგად, მიენიჭა საერთაშორისო დიპლომი და მკურნალი ევრითმისტის კვალიფიკაცია. ნინო ვაშაკიძეს აქვს ხანგრძლივი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება გერმანიისა და შვეიცარიის კლინიკებში, 1996 წლიდან კი მოღვაწეობს საქართველოში. ამასთანავე, რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და საკვალიფიკაციო სემინარებში.