სამკურნალო აბაზანები
ზეთის დისპერსიული აბაზანები ანთროპოსოფიული თერაპიის განსაკუთრებული მეთოდია. აბაზანის დროს წყლის, სითბოსა და ზეთის კომბინაციას განმაკურნებელი ეფექტი აქვს. განსაკუთრებულ შვებას გრძნობენ გადაღლილი და სხეულის სითბოს რეგულაციის დარღვევის მქონე პაციენტები.
ზეთის დისპერსიული აბაზანები გამოიყენება შემდეგი ჩვენებების დროს:
- ● ნეიროდერმიტი;
- ● კანის ალერგიები;
- ● ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
- ● დიაბეტი;
- ● ანთებითი დაავადებები;
- ● ართროზი;
- ● მობილურობის და მოძრაობის შეზღუდვა;
- ● ნეიროდეგენერაციული დაავადებები;
- ● ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია;
- ● გულის სისტემის დარღვევა;
- ● ქრონიკული გადაღლა;
- ● ფსიქიატრიული და ფსიქო-სომატური დაავადებები (დეპრესია, შფოთი, შიშები).
აბაზანების დროს წყალში ზეთის წვეთების დისპერსია სპეციალური აპარატით ხორციელდება. წყალ-ზეთის ნარევი ადამიანის კანს დამცავ გარსად ეფინება, სხეულს ათბობს და სითბოს უნარჩუნებს. სითბო კი იმუნური სისტემის სტაბილურად ფუნქციონირების საფუძველია.
„თერაპიის სახლში“ ზეთის სახეობების დიდი არჩევანია ხელმისაწვდომი, რომლებიც ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებების მიხედვით ირჩევა. ცენტრში ვიყენებთ როგორც გერმანული ბრენდების Weleda-სა და Wala-ს სამკურნალო ზეთებს, ისე „თერაპიის სახლის“ ფარმაცევტების მიერ სპეციალური ტექნოლოგიით დამზადებულ (ვარდის, ლავანდის, როზმარინის, კრაზანას, ევკალიპტის, არნიკის, არყის, ბარამბოს, ლიმონის, ბალბას და სხვა) ზეთებსა და ეთერზეთებს.