კომპრესიული თერაპია
ლიმფედემის და შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიული კომპლექსის შემადგენლობაში კომპრესიული თერაპია უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ასევე მისი დამოუკიდებლად გამოყენება აუცილებელია რიგ შემთხვევებში. როდესაც მანუალური ლიმფოდრენაჟი და აქტიური ვარჯიშები უკუნაჩვენებია, ის წამყვან თერაპიას წარმოადგენს,მაგალითად ვენური პათოლოგიის დროს.
სპეციალური ელასტიური ბინტებით კომპრესიული გადახვევა ან მაღალი ხარისხის კომპრესიული ტრიკოტაჟის ტარება, დადებითი შედეგის მომტანია განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას სპეციალისტები კვალიფიციურად აკეთებენ. თვით მაღალი ხარისხის კომპრესიული ტრიკოტაჟის არასწორად მოხმარება შესაძლოა პირიქით დამაზიანებელი აღმოჩნდეს პაციენტისთვის.
„თერაპიის სახლში“ კომპრესიული თერაპიისთვის ვიყენებთ გერმანული ფირმების Lohmann & Rauscher-ის გადასახვევ მასალასა და Ofa Bamberg-ის სტანდარტულ კომპრესიულ ტრიკოტაჟს, რომლებიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტების კიდურების პარამეტრები სცილდება სტანდარტული ტრიკოტაჟის ზომებს, აუცილებელია რეგულარული პროფესიონალური გადახვევა და მხოლოდ ამის შემდეგ ინდივიდუალური ტრიკოტაჟის შეკვეთა.
რადგან საქართველოში ასეთი ინდივიდუალური შეკვეთების დამზადება შეუძლებელია, „თერაპიის სახლის“ სპეციალისტები ინდივიდუალური ზომების მიხედვით დამზადებულ ტრიკოტაჟს უკვეთავენ გერმანიაში - „თერაპიის სახლის“ პარტნიორ ორგანიზაციაში - MEDI.
საქართველოში ეს სერვისი მხოლოდ „თერაპიის სახლში“ არსებობს! ვინაიდან გარკვეული უკუჩვენება კომპრესიულ თერაპიასაც აქვს, „თერაპიის სახლის“ ფიზიოთერაპიულ განყოფილებაში ნებისმიერი დაავადების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ხდება ექიმის მიერ,რომელიც ფიზიოთერაპევტთან ერთად აფასებს თერაპიის მიმდინარეობას და შედეგებს.