კოსმეტოლოგია

კანი ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოა, ამიტომ მისი მოვლა და ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნება ხელს უწყობს ჩვენი თვითშეგრძნების გაუმჯობესებას. „თერაპიის სახლი“ გთავაზობთ კოსმეტოლოგიურ მომსახურებას, რომლის დახმარებითაც მინიმალური პროცედურებით შეინარჩუნებთ კანის ბუნებრივ მდგომარეობას და გაიუმჯობესებთ კანის ფერს, ხარისხსა და ფორმას.

„თერაპიის სახლში“ შეძლებთ შემდეგი პროცედურების ჩატარებას:

  • ● სახის კანის მოვლა და წმენდა;
  • ● ზედაპირული და ღრმა პილინგი;
  • ● მეზოთერაპია და ბიორევიტალიზაცია;
  • ● არაოპერაციული რინოპლასტიკა;
  • ● ბოტულინოთერაპია;
  • ● ტუჩის, ნიკაპის, ყვრიმალის, ოვალის კორექცია და აუგმენტაცია ბუნებრივი შემავსებლით (ფილერი);
  • ● ტრედლიფტინგი.

კოსმეტოლოგიურ განყოფილებას უძღვება „თერაპიის სახლის“ კვალიფიციური ექიმ-კოსმეტოლოგი მელანო თვალაბეიშვილი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირებები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება.