გინეკოლოგია
„თერაპიის სახლის“ გინეკოლოგიური მომსახურება დაფუძნებულია ინტეგრაციულ მედიცინასა და ჰოლისტურ მიდგომაზე. შესაბამისად, სპეციალისტი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის პროცესში ითვალისწინებს პაციენტის როგორც ფიზიოლოგიურ, ისე მის ემოციურ და ფსიქიკურ ფაქტორებს. ცენტრში გამოიყენება ტრადიციული მედიცინისა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული დამხმარე და ალტერნატიული პრაქტიკების კომბინაცია. უპირატესობა კი მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს ენიჭება – ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ შიდა წარმოების პრეპარატებსა და მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების Weleda-სა და Wala-ს მედიკამენტებს.
კომპლექსური მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, დაინიშნოს „თერაპიის სახლში“ წარმოდგენილი უნიკალური დამხმარე თერაპიები, როგორებიცაა სამკურნალო თერაპია (მოძრაობით თერაპია), ხელოვნებით თერაპია, რიტმული მასაჟი და ა.შ.
„თერაპიის სახლის“ გინეკოლოგიური განყოფილების ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მომსახურება ორსულთა პატრონაჟია. მომსახურების ფარგლებში, კვალიფიციური ექიმის მიერ ხდება ჩასახვის, ორსულობისა და მშობიარობის მართვა, აგრეთვე, ნაყოფსა და ახალშობილზე ზრუნვა. მთელ ამ პროცესში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუნებრივი მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც ეფექტურთან ერთად, არის უსაფრთხო და არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
„თერაპიის სახლში“ იმართება ისეთი პრობლემებიც, რომლებიც თავს ორსულობის პერიოდში ხშირად იჩენს ხოლმე. ჩვენთან გინეკოლოგისა და შესაბამისი პროფილის სპეციალისტების დახმარებით შეძლებთ მართოთ:
- ● კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები;
- ● სისხლძარღვოვანი (ვენური) პრობლემები;
- ● ვირუსული ინფექციები;
- ● ალერგია;
- ● სასუნთქი გზების დაავადებები;
- ● ნევროზული მდგომარეობები და ა.შ.
„თერაპიის სახლში“, აგრეთვე, შეძლებთ ჩაიტაროთ მარტივი სამედიცინო მანიპულაციები და მართოთ რეპროდუქციული, პუბერტატის, კლიმაქსის და მენოპაუზის პერიოდში წარმოქმნილი პრობლემები.
ცენტრში გთავაზობთ მკურნალობას შემდეგი დაავადებებისა და დარღვევების დროს:
- ● ქალის გარეთა სასქესო ორგანოების ანთებითი დაავადებები (ვულვიტი, ვაგინიტი);
- ● ტრიქომანადური კოლპიტი;
- ● სოკოვანი კოლპიტი;
- ● საშვილოსნოსა და მისი დანამატების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
- ● ქლამიდიოზი;
- ● დისმენორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, დისფუნქციური სისხლდენები საშვილოსნოდან;
- ● გენეტიკური ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა;
- ● უშვილობა (პირველადი, მეორადი);
- ● ორსულთა ანემია და სხვა.
რაც მთავარია, „თერაპიის სახლში“ თქვენზე კვალიფიციური, სანდო და ყურადღებიანი სპეციალისტი იზრუნებს, რომელიც გაგიწევთ უწყვეტ სამედიცინო დახმარებას, როგორც გინეკოლოგიური პრობლემების დროს, ისე ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.რაც მთავარია, „თერაპიის სახლში“ თქვენზე კვალიფიციური, სანდო და ყურადღებიანი სპეციალისტი იზრუნებს, რომელიც გაგიწევთ უწყვეტ სამედიცინო დახმარებას, როგორც გინეკოლოგიური პრობლემების დროს, ისე ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.