ოსტეოპათია
ოსტეოპათია არის არამედიკამენტოზური, უმტკივნეულო მკურნალობის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ანატომიის, ფიზიოლოგიისა და ბიომექანიკის ცოდნას, ასევე ეფუძნება ხელებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილზე.
ოსტეოპათი ადამიანს განიხილავს როგორც ერთიან თვითრეგულირებად სისტემას. ხელების საშუალებით ოსტეოპათს შეუძლია შეაფასოს ქსოვილების მოძრაობა, განლაგება, შეკუმშვის რითმი, სიმკვრივე და ტემპერატურაც კი. რა დროს გამოიყენება მეთოდი:- • სახსრების დისპლაზია;
- • ოსტეოართროზი,დისკოზი;
- • კისერმრუდობა;
- • კუნთების ჰიპო ან ჰიპერტონუსი;
- • იშემიის ან ინსულტის შემდგომი რეაბილიტაცია;
- • ძილის დარღვევა;
- • ფსიქომოტორული განვითარების დარღვევა;
- • ჰიპერაქტიურობა;
- • ყურადღების დეფიციტი;
- • მონელების დარღვევბი: მეტეორიზმი, კოლიკა.