ალერგოლოგია

ბავშვთა და მოზრდილთა ალერგიის ცენტრი ამჟამად ფუნქციონირებს თერაპიის სახლში, რომელიც ამავდროულად გახლავთ ქართულ-გერმანული ინტეგრაციული სამედიცინო ცენტრი და დღეს უკვე საუნივერსიტო კლინიკაცაა (ივ.ჯავახიშვილის თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ბაზა)

ცენტრი უზრუნველყოფს ალერგიული პაციენტების კომპლექსურ დიაგნოსტიკას და დაავადებების პროფესიულ მართვას თნამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

ცენტრში მოსული პაციენტები ერთ სივრცეში მიიღებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაციას, ლაბორატორიული კვლევების ფართო სპექტრს (კლინიკური, ბიოქიმიური, იმუნოლოგიური) და სრულ სპეციფიკურ ალერგოლოგიურ კომპლექსურ კვლევას.

სპეციფიკურ ალერგოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების სპექტრი:

  • - მიზეზობრივი ალერგენის დადგენა-სპეციფიკური ალერგოდიაგნოსტიკა ალერგენების ფართო სპექტრზე: კანის პრიკ-ტესტირება და IgE- სპეციფიკური (საყოფაცხოვრებო, მცენარეული, კვებითი, მედიკამენტოზური, ცხოველური)
  • - სპირომეტრია-ფილტვის გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა
  • - NO-ნატრიუმის ოქსიდის გამოკვლევა ამოსუნთქულ ჰაერში.