ფარმაცია

„თერაპიის სახლის“ ავტორიზებული აფთიაქი ჩვენი ცენტრის მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. აქ შესაძლებელია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფარმაცევტის მიერ, ექიმის რეცეპტის მიხედვით, მედიკამენტების ექსტემპორალურად დამზადება. ნედლეულად გამოიყენება როგორც ადგილობრივი, ისე გერმანული მცენარეთა დედო-ხსნარები, მინერალური და მეტალური სუბსტანციები. სამკურნალო საშუალებები მზადდება ანთროპოსოფიული და ჰომეოპათიური ტექნოლოგიების შესაბამისად.

პრეპარატების ფორმები მრავალფეროვანია – ისინი მოცემულია წვეთების, ფხვნილის, გრანულების, სიროფისა და ელექსირის სახით. ამასთან ერთად, ჩვენთან იქმნება გარეგანი გამოყენების მედიკამენტები, როგორებიცაა მალამო, ლოსიონი, ესენცია, ჟელე, ზეთი და სააბაზანო რძე. ისინი გამოიყენება როგორც სამკურნალო დანიშნულებით, ისე მოსავლელად.

„თერაპიის სახლის“ აფთიაქში ხელმისაწვდომია ჩვენი ფარმაცევტების მიერ დამზადებული მცენარეული ჩაის ნაკრებები. აგრეთვე, იმუნური სისტემის გასაძლიერებელი ნატურალური, ვიტამინებით მდიდარი ელექსირები. ისინი მზადდება ასკილის, ბროწეულის, ქაცვის, ძახველის, კვრინჩხისა და უნიკალური თვისებების მქონე სხვა მცენარეებისგან და გამოიყენება როგორც რესპირატორული ინფექციების სამკურნალოდ, ისე პროფილაქტიკისთვის.

„თერაპიის სახლის“ ავტორიზებული აფთიაქი, ასევე, გთავაზობთ Weleda-ს, Wala-ს, Abnoba-სა და Iscador-ის მედიკამენტებს. ისინი იქმნება შვეიცარიისა და გერმანიის ფარმაცევტულ საწარმოებში, რომლებიც აკმაყოფილებს ინდუსტრიისთვის დაწესებულ ყველა სტანდარტს. ეს კი მათი პრეპარატების მაღალ ხარისხს, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას ადასტურებს. სამკურნალო საშუალებები ბუნებრივი ნედლეულისგან – ცხოველური, მინერალური, მცენარეული და მეტალური სუბსტანციებისგან – მზადდება. საწარმოები ფლობს ბიოდინამიკურ მეურნეობებს, სადაც პრეპარატებისთვის საჭირო მცენარეები თავადვე მოჰყავს. ცხოველური ნედლეულისთვის კი მეცხოველეობის მაღალკვალიფიციურ მეურნეობასთან Demeter-თან თანამშრომლობს.

ბუნებრივი წარმოშობის მედიკამენტებით ჩვენთან წარმოდგენილია, აგრეთვე, გერმანული ფარმაცევტული ფირმა Heel.

ამასთან ერთად, „თერაპიის სახლი“ გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სამედიცინო კომპრესიულ ტრიკოტაჟს. ის გერმანიაში, კომპანია Ofa Bamberg-ის მიერ მზადდება, რომლის პროდუქციაც აკმაყოფილებს ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) მიერ.

პარტნიორი ფარმაციული კომპანიები: