მანუალური ლიმფოდრენაჟი
მანუალური ლიმფოდრენაჟი მასაჟის განსაკუთრებული ფორმაა, რომელიც მსუბუქი, ეფლორაჟის ტიპის მასაჟის ილეთით სრულდება. მისი მიზანია:
- • ჯანსაღ ლიმფურ კვანძებზე ზემოქმედებით მთელი ლიმფური სისტემის გააქტიურება;
- • ლიმფურ სადინართა კედლის ტონუსში მოყვანა, მათი ანგიომოტორიკის გააქტიურება;
- • შეგუბებული ლიმფის ტრანსპორტირების ხელშეწყობა ფიზიოლოგიური მიმართულებებით;
- • რეგიონული ლიმფური კვანძების უკმარისობის ან არარსებობის შემთხვევაში, ახალი კოლატერალური სისტემის შექმნით, პროცესის ჯანმრთელი ლიმფური კვანძების მიმართულებით გადაწყობა;
- • ნაწიბუროვანი ქსოვილის შემცირება და გამჭოლუნარიანობის გაზრდა;
- • ზოგადად, ადამიანის სითხურ ორგანიზმზე მომაწესრიგებელი ზემოქმედება.
შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიული კომპლექსი მოიცავს 5 ძირითად კომპონენტს:
- • მანუალური ლიმფოდრენაჟს;
- • კომპრესიულ თერაპიას;
- • მოძრაობით თერაპიასა და სპეციალურ ვარჯიშებს;
- • კანის სწორ მოვლას;
- • პაციენტის სწავლებას.
მანუალური ლიმფოდრენაჟის პროცედურებს მოსდევს სპეციალური ელასტიური ბინტებით კომპრესიული გადახვევა ან კომპრესიული ტრიკოტაჟის ჩაცმა, რაც პროცედურით მიღებული შედეგის შენარჩუნებას განაპირობებს. „თერაპიის სახლში“ კომპრესიული თერაპიისთვის ვიყენებთ გერმანული ფირმების Lohmann & Rauscher-ის გადასახვევ მასალასა და Ofa Bamberg-ის კომპრესიულ ტრიკოტაჟს, რომლებიც უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა.
ჩვენს სამედიცინო ცენტრში ხელმისაწვდომია შეგუბების საწინააღმდეგო თერაპიის სრული კომპლექსი შემდეგი დაავადებების დროს:
- • ფლებო-ლიპო-ლიმფედემა;
- • ციკლურ-იდიოპათიური სინდრომი;
- • რევმატული დაავადებები;
- • პოსტოპერაციული და პოსტტრავმული შეშუპება;
- • ლიმფოსტატიური ენცეფალოპათია და ოფთალმოპათია;
- • ლიმფოსტატიური ენტეროპათია;
- • სტერილურ-ანთებითი შეშუპება;
- • სკლეროდერმია (დამხმარე მეთოდად);
- • მწვავე დისკოზი.
- • გაფანტული სკლეროზი.