პედიატრია

იზრუნე მომავალზე დღეს, აირჩიე უსაფრთხო პედიატრია

„თერაპიის სახლში“ პედიატრიული მომსახურება ჰოლისტურ მიდგომას ეფუძნება, რომელიც ბავშვის პრობლემას მისი მიკროსოციალური გარემოს გათვალისწინებით შეისწავლის. ჩვენთან უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ შიდა წარმოების სამკურნალო საშუალებებს, ასევე, Weleda-სა და Wala-ს უმაღლესი ხარისხის გერმანულ მედიკამენტებს. მათ არ გააჩნია გვერდითი მოვლენები და გამოირჩევა ეფექტურობითა და უსაფრთხოებით. საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობის პროცესში გამოიყენება სარეაბილიტაციო თერაპიები, როგორებიცაა სამკურნალო თერაპია, ხელოვნებითი თერაპია, რიტმული მასაჟი, სამკურნალო ვარჯიში, ოსტეოპათია და ა.შ.

„თერაპიის სახლში“ დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვის კონსტიტუციური ტიპის განსაზღვრას, მის ასაკობრივ ჯგუფსა და მიკროსოციალურ გარემოს. მათი გათვალისწინებით შესაძლებელია დადგინდეს ბავშვის მიდრეკილებები სხვადასხვა დაავადების მიმართ, რაც, საბოლოოდ, დიდ გავლენას ახდენს მკურნალობის პროცესზე. პედიატრი, აგრეთვე, შეისწავლის იმ პედაგოგიურ-აღმზრდელობით მეთოდებს, რომლებსაც უფროსები ბავშვის მიმართ იყენებენ და გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.

„თერაპიის სახლში“ გვჯერა, რომ ბავშვის გაჯანსაღების პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს დედებისა და მამების ჩართულობას, ამიტომ ჩვენი პედიატრები მშობლებთან ერთად გეგმავენ პრევენციულ და სამკურნალო ღონისძიებებს. სპეციალისტები, ასევე, ეხმარებიან დედებსა და მამებს იმ შიშის დაძლევაში, რომელიც შეიძლება გაჩნდეს როგორც ბავშვის მოვლის, ისე დაავადების განვითარების პროცესში. ახალბედა მშობლებს კი, რომელთათვისაც ჯერ ყველაფერი ახალი და უცხოა, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ რჩევები მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან.

„თერაპიის სახლში“ ვმკურნალობთ როგორც მწვავე, ისე ქრონიკულ დაავადებებს. ესენია:

  • სასუნთქი სისტემის დაავადებები (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბრონქიტი, პნევმონია);
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები (პირის ღრუს დაავადებები, ეზოფაგიტი, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, ჰეპატიტი, კოლიტი და ა.შ.)
  • შარდ-სასქესო სისტემის დაავადებები;
  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, სქესობრივი მომწიფების დარღვევები);
  • ალერგიული დაავადებები (პოლინოზი, ჭინჭრის ციება, ალერგიული ეტიოლოგიის სასუნთქი გზების პათოლოგია და ა.შ.);
  • ფსიქო-ნევროლოგიური დაავადებები (ღამის ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები, ფსიქო-მოტორულ განვითარებაში ჩამორჩენა და ა.შ.);
  • ახალშობილთა პატრონაჟი.
  • რაც მთავარია, მკურნალობის პროცესს უძღვებიან სანდო და ყურადღებიანი ექიმები, რომელთათვისაც მთავარი ფასეულობა გულწრფელი თანადგომაა. თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ გქონდეთ უწყვეტი კონტაქტი მათთან როგორც ტელეფონით, ისე სოციალური ქსელით, რათა მიიღოთ რჩევები თქვენთვის გამოუვალ მდგომარეობაში.