რიტმული მასაჟი

რიტმული მასაჟი, როგორც სარეაბილიტაციო მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდი, მე-20 საუკუნეში ანთროპოსოფიული ცოდნის საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი განვითარება ჰოლანდიელ ექიმსა და შვედური მასაჟის სპეციალისტს იტა ვეგმანსა და მის მოწაფეს მარგარიტა ჰაუშკას უკავშირდება. რიტმული მასაჟის ტექნიკა, ძალისმიერი და ზეწოლითი მასაჟისგან განსხვავებით, სხეულზე ხელის მსუბუქი შეხებითა და რიტმული მოძრაობით გამოირჩევა.

რიტმული მასაჟის დროს მცენარეული ეთერზეთები და მალამოები გამოიყენება. სამკურნალო საშუალებების ადვილად შესათვისებლად კი მათი შეზელა სხეულზე სპეციალური ტექნიკით ხორციელდება. რიტმული მასაჟი სხეულს სიმძიმისგან ათავისუფლებს, აღადგენს ორგანოების გამართულად ფუნქციონირებასა და უზრუნველყოფს ორგანიზმში მიმდინარე პროცესების ჰარმონიზაციას.

რიტმული მასაჟის შედეგად უმჯობესდება ადამიანის ზოგადი თვითშეგრძნება, ლიმფური და სისხლის მიმოქცევა, ნივთიერებათა ცვლა, სუნთქვა და სხეულის ამართულობა. ასევე, იხსნება სიმძიმე კიდურებში, კუნთური ტონუსი, ტკივილი და სხვა. სამკურნალო ზემოქმედების გარდა, მასაჟი სხეულს სხვა სამკურნალო პროცედურებისთვის ამზადებს და მათ მიმართ ორგანიზმს უფრო მიმღებს ხდის.

რიტმული მასაჟი განსაკუთრებით ეფექტურია, თუ პაციენტს აღენიშნება:

  • ● საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დარღვევები (ტრავმული და პოსტ-ტრავმული მდგომარეობების ჩათვლით);
  • ● შემაერთებელ-ქსოვილოვანი დარღვევები;
  • ● სითხური ორგანიზმის დარღვევები (ვენური და ლიმფური შეგუბებები);
  • ● ნივთიერებათა ცვლის დარღვევები;
  • ● ნევროლოგიური წარმოშობის დაავადებები.

სხვა სახეობებისგან განსხვავებით, რიტმული მასაჟი, შესაძლოა, ასევე, დაინიშნოს სიმსივნიანი პაციენტების კომპლექსური მკურნალობის, ვარიკოზული დაავადებებისა და განვითარების სხვადასხვა დარღვევის დროს.

რიტმული მასაჟის შესრულებისას სპეციალისტს შემოქმედებითობა, ადამიანის ბუნების სიღრმისეულ ცოდნა და უზადო ტექნიკა მოეთხოვება. სწორედ ამიტომ „თერაპიის სახლის“ სპეციალისტებს გავლილი აქვთ რიტმული მასაჟის სრული გერმანული კურსი და ფლობენ არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ აქვთ ხანგრძლივი პრაქტიკული გამოცდილება. ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მომსახურებას როგორც ამბულატორიულად და დღის სტაციონარში, ისე ბინაზე.