ხელოვნებით თერაპია

ხელოვნებას სამკურნალო დანიშნულებით უხსოვარი დროიდან იყენებენ. ჩვენთვის დღემდე ცნობილია ის უძველესი ტექნიკები, რომლებიც შემოქმედებითი პროცესებით ადამიანთა ძალთა ბალანსის აღდგენას ცდილობდნენ. მუსიკას, ვიზუალურ, მოძრაობისა და სიტყვის ხელოვნებას სამედიცინო პრაქტიკაში აქტიურად იყენებდნენ ძველი ბერძნებიც. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულება ვიზუალური ხელოვნებით თერაპიაა, რომელიც უკვე 100 წელზე მეტია დანერგილია კლასიკურ და ანთროპოსოფიულ მედიცინაში, ფსიქოთერაპიასა და სხვა დარგებში. ის ხშირად გვხდება სპეციალურ საგნად ევროპულ და ამერიკულ სკოლებშიც.

„თერაპიის სახლში“ ხელოვნებით თერაპიას 30 წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ● აკვარელითა და წყლის სხვა საღებავებით ხატვას;
  • ● ნახშირით, პასტელითა და ფანქრით ქაღალდზე მუშაობას;
  • ● თიხის ფორმირების სავარჯიშოებს;
  • ● ქვაზე, ხეზე და თაბაშირზე მუშაობას;
  • ● მანდალას თერაპიას;
  • ● კოლაჟირებას;
  • ● ზღაპარ-თერაპიას;
  • ● ბავშვებთან თამაშით თერაპიას.

ხელოვნებით თერაპია ადამიანში მიძინებულ უნარებს, შესაძლებლობებს, რესურსებსა და თვითგანმაკურნებელ ძალებს ააქტიურებს. ამასთანავე, შემოქმედებითობა პაციენტს შეგრძნების ორგანოების გამოცოცხლებაში ეხმარება. ხელოვნებით თერაპია განსაკუთრებით ეფექტურია, თუ პაციენტს აღენიშნება:

  • ● ფიზიკური და ფსიქიკური ბალანსის დარღვევა;
  • ● ემოციური გადაღლა;
  • ● აუტისტური სპექტრის აშლილობები;
  • ● ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი;
  • ● მეტყველებისა და დასწავლის სირთულეები;
  • ● ქრონიკული დაღლილობა;
  • ● შფოთი და სხვადასხვა სახის პიროვნული აშლილობები;
  • ● მწვავე ან ქრონიკული სხვა ფსიქიკური და სომატური დაავადებები.

ხელოვნებით თერაპია 3 წლის ასაკიდანაა რეკომენდებული. მისი ტიპი, კურსისა და სესიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, მის ინდივიდუალურ რესურსებსა და საჭიროებებზე. ხელოვნებით თერაპია ტარდება როგორც ინდივიდუალური შეხვედრების სახით, ისე ჯგუფურად.