სამკურნალო ფიზკულტურა
სამკურნალო ფიზკულტურა სარეაბილიტაციო მკურნალობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ინიშნება სხვადასხვა დაავადებისა და გართულების დროს, მათ შორისაა:
- ● ბრტყელტერფიანობა და მის მიერ გამოწვეული შემდგომი დარღვევები;
- ● ხერხემლის გამრუდებები (სკოლიოზი, კიფოზი, ლორდოზი);
- ● საყრდენ მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიები;
- ● ზურგისა და თავის ტვინის დაზიანებები;
- ● სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული კუნთური ტონუსი და სისუსტე.
სამკურნალო ფიზკულტურის დახმარებით, მწოლიარე და ეტლით მოსარგებლე პაციენტები მეტად მობილურები და დამოუკიდებლები ხდებიან. ამასთან ერთად, ამ ტიპის ღონისძიებები მათ უსაფრთხო გადაადგილებას (საწოლიდან სკამზე, სკამიდან აბაზანაში და ა. შ.), ასევე, ეტლში ჯდომითა და ხანგრძლივი წოლით გამოწვეული გართულებების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. შედეგად, კი მნიშვნელოვნად უმჯობესდება პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
სამკურნალო და ჰიგიენური ვარჯიშები ხელს უწყობს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჰარმონიულ განვითარებასა და სხვადასხვა გართულების პრევენციას. ამიტომ მათი ჩატარება არანაკლებ მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური მიზნითაც, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, მოზარდებისა და სარისკო პროფესიის მქონე ადამიანებისთვის.
„თერაპიის სახლში“ სამკურნალო ფიზკულტურა ტარდება ყველა ასაკის პაციენტთან, როგორც ამბულატორიულად, ისე ბინაზე მომსახურებით.