მისია, ხედვა, ღირებულებები


"თერაპიის სახლის" მისია

"თერაპიის სახლის" მისიაა პაციენტის ინდივიდუალური (ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი) თავისებურებების გათვალისწინებით მისი უსაფრთხო და ეფექტური სამედიცინო მომსახურება ჰოლისტიკური მიდგომით,უპირატესად ბუნებრივი საშუალებების და განსაკუთრებული თერაპიული (რეაბილიტაციური) მეთოდების გამოყენებით.

"თერაპიის სახლის" ხედვა

"თერაპიის სახლის" მიზანია გახდეს თანამედროვე მრავალპროფილური ინტეგრაციული სამედიცინო ცენტრი საქართველოში-პაციენტის მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულებით, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებებით, მოვლის და რეაბილიტაციის განსაკუთრებული თერაპიული მეთოდების გამოყენებით. მკურნალობის დადებითი კლინიკური შედეგები ,მადლიერი და კმაყოფილი პაციენტები კი ზრდის ფართო საზოგადოების ინტერესს და აღიარებას ანთროპოსოფიული მედიცინის და მისი უნიკალური შესაძლებლობების მიმართ.

გულწრფელი თანადგომა

ჩვენი მთავარი ფასეულობაა ადამიანის გულწრფელი თანადგომა. პაციენტის ფიზიკური, ფსიქიკურ-ემოციური და სულიერი თავისებურებების გათვალისწინებით, ვეხმარებით მას დაავადების შიში დაძლევაში, ვაძლევთ მკურნალობის პროცესში აქტიური მონაწილეობის საშუალებას და ინდივიდუალური მკურნალობის ჩატარების შესაძლებლობას. ჩვენი ექიმების, თერაპევტების და მედდების თავდაუზოგავი შრომით ვუქმნით პაციენტს დაცულ, უსაფრთხო, მშვიდ, მეგობრულ და თბილ გარემოს თვითგანკურნების ძალების გასააქტიურებლად.

გუნდური მუშაობა

ჩვენთვის ფასეულია ჩვენი გუნდის თითოეული წევრი. კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს, თერაპევტებს, მედდებს, ფარმაცევტებს, ბოტანიკოსებს და სხვა მომსახურე პერსონალს თავისი უნარებით და ცოდნით განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ინდივიდუალურ პაციენტზე ორიენტირებული უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობის განსახორციელებლად. ჩვენს გუნდს აერთიანებს საერთო ხედვები, მოტივები, რომლებიც დაფუძნებულია პაციენტის სიყვარულზე, საკუთარი საქმის მიმართ ერთგულებასა და პროფესიონალიზმზე.

დაცვა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა

ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის უსაფრთხო მკურნალობაზე და ვიცავთ მათ პრევენციული სამკურნალო საშუალებებით და დამხმარე თერაპიებით. ჩვენს მკურნალობაში გამოყენებული ბუნებრივი სამკურნალო მედიკამენტები ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულის გამოყენებით მზადდება და არ გააჩნია უკუჩვენება.

ხარისხის მუდმივი სრულყოფა

ჩვენი გუნდის თითოეული წევრის განვითარება, სემინარებზე და კონფერენციებზე დასწრება ევროპის მასშტაბით, პერიოდული საკვალიფიკაციო მივლინებები გერმანიის წამყვან კლინიკებში და უახლესი კლასიკური და ანთროპოსოფიული მედიცინის მიღწევების, მეცნიერული კვლევების გაცნობა საშუალებას აძლევს პაციენტს ჩაიტაროს უმაღლესი ხარისხის ევროპული დონის მკურნალობა.

განათლება

„თერაპიის სახლის“ ექიმები მუდმივად ჩართულნი არიან განათლების გავრცელების პროცესში. მკურნალობისას და საინფორმაციო სემინარებით ეხმარებიან პაციენტებს მიიღონ მათი გაჯანსაღებისთვის საჭირო ცოდნა. ასევე, „თერაპიის სახლის“ ექიმები მოწოდებულნი არიან აღზარდონ ახალგაზრდა ანთროპოსოფი თაობა, გაუზიარონ მათ მრავალწლიანი გამოცდილებით მიღბული გამოცდილება და აზიარონ ისინი ანთროპოსოფიული მიდიცინის უახლეს მიღწევებს.

პარტნიორობა

ჩვენი მკურნალობის ჰოლისტიკური მეთოდი ეფუძნება პარტნიორობას. საუკეთესო სამედიცინო კლინიკური შედეგების მისაღწევად ვთანამშრომლობთ, როგორც გერმანიის წამყვანი კლინიკების, ისე საქართველოს კლასიკური სამედიცინო დაწესებულების სხვადასხვა სპეციალობის ექიმებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან და სხვა სპეციალისტებთან. ჩვენ ვითვალისწინებთ მათ ღირებულებებს და პატივისცემით და ღირსებით ვეპყრობით მათ.