ოჯახის ექიმი, პედიატრი

ლალი ანდრიაშვილი

„თერაპიის სახლის“ დირექტორი, ოჯახის ექიმი, პედიატრი

ლალი ანდრიაშვილი დაიბადა 1963 წლის 30 ივლისს. ლალი ანდრიაშვილი არის სერტიფიცირებული ოჯახის ექიმი, პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ინტეგრაციული მედიცინის ექსპერტი და ამავე დროს, ითავსებს „თერაპიის სახლის“ მენეჯერის ფუნქციას. მისი 26 წლიანი პროფესიული გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოღვაწეობას.

განათლება

1981–1987 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიულ ფაკულტეტზე
1991 წელს გაიარა ანთროპოსოფიული-სამედიცინო პრაქტიკული კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში
1992 წელს გაიარა ახალგაზრდა მედიკოსთა კურსი - ავსტრია ქ. ვენა
1993 წელს დაამთავრა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი - საქართველოს ულტრაბგერითი გამოკვლევების რესპუბლიკურ ცენტრში
1995 წელს გაიარა ენდოკრინოლოგიის კურსი - გერმანიის ქ. მანჰაიმის კლინიკა
1996 წელს გაიარა თერაპიის კურსი - თბილისის სამედიცინო აკადემიაში
2006 წელს წარმატებით დაამთავრა ოჯახის ექიმის სრული კურსი - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საოჯახო მედიცინის ცენტრში

დამატებით მიღებული განათლება

2002-2005 უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში - საკვალიფიკაციო ნაშრომისთვის „ბრონქული ასთმის სალუტოგენეზური ასპექტები ბავშვთა ასაკში“
2007-2008 ჯანდაცვის რესურსების მენეჯერის ტრენინგი OPM – Oxford Policy Management

შრომითი საქმიანობა „თერაპიის სახლში“

2007 „თერაპიის სახლი“-დირექტორი - დღემდე
2001 „თერაპიის სახლი“-ოჯახის ექიმი - დღემდე
1991 „თერაპიის სახლი“-პედიატრი - დღემდე

შრომითი საქმიანობა

1993-2008 შვეიცარიის ქალაქ არლესჰაიმში გოეთიანუმში ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა
1996-2009 კავშირთან „ადამიანი და ბუნება“ არსებული სამედიცინო სემინარის ხელმძღვანელი
1995-1996 „ადამიანი და ბუნება“-პედიატრი
1995 „ადამიანი და ბუნება“-შინ მოვლის სამსახურის ექიმი - დღემდე
1989-1995 მცხეთის ბავშვთა პოლიკლინიკა-პედიატრი
1988-1989 მცხეთის რაიონი სოფ. ძეგვის ამბულატორია-პედიატრი
1987-1988 მცხეთის რაიონული საავადმყოფო-ინტერნი პედიატრიაში
1998-2009 კავშირთან „ადამიანი და ბუნება“ არსებული სამედიცინო კოლეჯი - პედაგოგი
2002-2008 საქართველოში უწყვეტი სამედიცინო განათლების კურსები - მონაწილე

სამუშაო გამოცდილება გერმანიაში

2001 გერმანიაში ქ. საარბრუკენის ბავშვთა და მოზრდილთა პრაქსისი - ექიმი
2002-2005 გერმანიაში ქ. ბერლინის ჰაველჰოჰეს კლინიკა - ექიმი (წელიწადში ერთხელ)