
ოჯახის ექიმი, პედიატრი
თამარ ვაშაკიძე
სერტიფიცირებული პედიატრი და ოჯახის ექიმი, ანთროპოსოფიული მედიცინის ექსპერტი, თერაპიის სახლის დირექტორატის წევრი.
1981-1987 წწ. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.
1987-1988 წწ. ინტერნატურის პერიოდში ექიმად იმუშავა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ზოგადი თერაპიის განყოფილებაში.
1988 წ. 2 თვის განმავლობაში იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე ბავშვთა მე-6 საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში.
1988-1991 წწ. მუშაობდა ა/კ რკინიგზის ბავშვთა საგანყოფილები პოლიკლინიკაში ბავშვთა ნევროლოგად.
1991
წ. გაიარა ანთროპოსოფიული სამედიცინო პრაქტიკური კურსი გერმანიის ქ. ჰერდეკეს საუნივერსიტეტო კლინიკაში.
1991 წლიდან დღემდე მუშაობს შპს „თერაპიის სახლში“ ექიმად და ასევე არის მმართველი ჯგუფის წევრი.
1991-1996
წწ. წელიწადში ერთხელ მონაწილეობას იღებდა ახალგაზრდა მედიკოსთა კონფერენციებში, ავსტრიასა (ვენა) და შეიცარიაში (დორნახი).
1991 წ. ანთროპოსოფიული სამედიცინო სემინარის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
1993 წ. და 1995
წ. იმუშავა ქ. ჰერდეკეს (გერმანია) საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუმარი ექიმის სტატუსით.
1993 წ. გაიარა ულტრაბგერითი მედიცინის კურსი თერაპიის ინსტიტუტის ბაზაზე ულტრაბგერითი გამოკვლევის რესპუბლიკურ ცენტრში.
1994
წ. 16 კვირის განმავლობაში გაიარა თეორიულ-პრაქტიკული დახელოვნების სემინარი ანთროპოსოფიულ მედიცინაში „ლუკას კლინიკა“ არლესჰაიმი, შვეიცარია.
1995 წლიდან დღემდე კავშირი „ადამიანი და ბუნებას“ ბაზაზე არსებული სამედიცინო
კოლეჯის პედაგოგი. აქტიურად მონაწილეობს უცხოენოვანი სემინარების და გერმანინული სამედიცინო ლიტერატურის ქართულად თარგმანში.
1999 წლიდან „ანთროპოსოფიულად ორიენტირებულ ექიმთა კავშირის“ გამგეობის წევრი.
1999 წ.
გაიარა თერაპიის კურსი დიპლომის შემდგომი განათლების სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ბაზაზე და დამატებით მიიღო თერაპევტის წოდება.
1999-2001 წ წ. მონაწილეობა მიიღო ექიმთა საერთაშორისო კონფერენციებში და ანთროპოსოფ
ექიმთა ინტერნაციონალური კავშირის შეკრებაზე საქართველოს წარმომადგენელი დელეგატის სტატუსით.
2006 წ. გაიარა ოჯახის ექიმის რეზიდენტურის სრული კურსი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექიმთა დახელოვნების
ინსტიტუტის საოჯახო მედიცინის ცენტრში და მიენიჭა სერთიფიცირებული ოჯახის ექიმის წოდება.
2004-2012 წწ. ყოველწლიური მონაწილეობა ექიმთა საერთაშორისო კონფერენციებში და ამავე დროს ანთროპოსოფ ექიმთა ინტერნაციონალურ
შეკრებებზე საქართველოს წარმომადგენელი დელეგატის სტატუსით, დორნახში (შვეიცარია).
2005 წლიდან დღემდე გამგეობის წევრი ორგანიზაციაში „კოალიცია შინმოვლა საქართველოში“.
2006 წლიდან საქართველოს პედიატრთა და ოჯახის
ექიმთა ასოციაციის წევრი.